იცით თუ არა

საბედისწერო ლტოლვა - რატომ იზიდავს მწერებს ხელოვნური შუქი?

fun time

16:00 სამ. 30 მაისი, 2023 წელი

რატომ იზიდავს მწერებს
ხელოვნური შუქი

14
დაკოპირებულია

ალბათ ყველას გინახავთ, როგორ მიიწევენ ჩაბნელებულ ოთახში ჩართული სანათის ან კომპიუტერისკენ პატარა პეპლები, კოღოები თუ ქინქლები და გაგჩენიათ კითხვა - რა იზიდავთ ამ პატარა არსებებს სინათლისკენ? ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარის, ავალონ ოუენსის თქმით, ეს იმდენად ძლიერი მიზიდულობაა, რომ შეუძლია მწერების ყურადღება ჭამიდან, შეჯვარებიდან და გამრავლებიდან სინათლისკენ გადაიტანოს. 

ხშირად ეს საბედისწერო ლტოლვა მწერის სიკვდილით სრულდება. შედეგად, ხელოვნურ განათებას შეუძლია მსოფლიოში მწერების პოპულაციის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვიოს.

ზოგი ვერსიით, მწერები სიბნელეში ორიენტირებისთვის მთვარეს იყენებენ, ნათურა კი მათთვის მთვარის მსგავსია.

ოუენსის ვარაუდით, შესაძლოა, მწერები სინათლისკენ გაქცევას ცდილობენ ან პირიქით, სიბნელის პოვნა სურთ - ოპტიკური ილუზიის გამო, განათებული ობიექტის კიდეები იმაზე ბნელი ჩანს, ვიდრე დანარჩენი სიბნელე.

მფრინავ მწერებზე დაკვირვებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო ზემოთ ხსენებული და სხვა ვერსიების შემოწმება ძალიან რთულია, თუმცა ახალმა ტექნოლოგიებმა შეიძლება თავსატეხის ამოხსნა შეძლონ.

2023 წლის პრეპრინტის - bioRxiv მიხედვით, ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარმა იაშ სონდჰიმ, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მკვლევართან სამუელ ფაბიანთან და სხვებთან ერთად, მაღალსიჩქარიანი კამერის გამოყენებით მწერების გადაღება შეძლო. მეცნიერები გააოცა იმ ფაქტმა, რომ პეპლები და ჭრიჭინები ცდილობდნენ, შუქისთვის ზურგი შეექციათ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო.

დაკვირვებებზე დაყრდნობით, შეიძლება დავასკვნათ, რომ ზოგი მწერი სინათლისკენ გარემოში ორიენტირების მიზნით მიფრინავს - ჩვეულებრივ, სინათლე მაღლა ფრენასთან ასოცირდება, ხოლო სიბნელე - პირიქით. მწერებს უჭირთ ორიენტირების დახმარებით საკუთარი ადგილმდებარეობის დადგენა, რადგან ჰაერში დაფარფატებენ - განმარტავს მეცნიერი.

სონდჰისა და მისი კოლეგების ექსპერიმენტით შესაძლებელია გავიგოთ, რატომ მიფრინავენ და რჩებიან მწერები შუქის წყაროსთან ახლოს, მაგრამ იმის დადგენა, რატომ რჩება ზოგი მწერი სინათლის ახლოს და ზოგი არა ან როგორ ახერხებს ზოგი მწერი დიდი მანძილით დაშორებული სინათლის პოვნას, ჯერჯერობით შეუძლებელია.

ესეც საინტერესოა:

რომელი მწერის მოკვლა უტოლდება ბოშებში ადამიანის მკვლელობას?

მწერები ენტომოლოგიურ ომში - 10 მაგალითი

რატომ „უყვარხარ“ კოღოს?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით

თავისუფლების ქანდაკების საიდუმლო —...

თავისუფლების ქანდაკების
საიდუმლო — ვისი სახე აქვს
მონუმენტს?

როგორ გაჩნდა დოლარის ნიშანი და რა კ...

ჰერკულესის სვეტები

რატომ უწოდებენ ინგლისს „ნისლიან ალბ...

რატომ უწოდებენ ინგლისს
„ნისლიან ალბიონს“?

რატომ არ შეიძლება 40 წლის იუბილეს ა...

40 წლის იუბილე

პულენები — რა საიდუმლოს მალავს შუა...

პულენები — რა საიდუმლოს
მალავს შუა საუკუნეების
წვეტიანი ფეხსაცმელი?

რატომ აქვს ჟირაფს გრძელი კისერი?

ჟირაფის მახასიათებლები

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის ჯოხს პატარა...

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის
ჯოხს პატარა ხვრელი

რადგან არსებობს ახალი ზელანდია, სად...

რადგან არსებობს ახალი
ზელანდია, სად გაქრა ძველი?