იცით თუ არა

საკვები გონებისთვის - რას ჭამდა გენიოსი ლეონარდო და ვინჩი

fun time

12:00 პარ. 24 სექტემბერი, 2021 წელი

რას ჭამდა გენიოსი და ვინჩი

14
დაკოპირებულია

1452 წლის გაზაფხულზე ფლორენციის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში დაიბადა ბავშვი, რომელსაც ლეონარდო დაარქვეს. ბავშვის დედა ღარიბი ახალგაზრდა გოგონა იყო, ხოლო მამა მდიდარი და განათლებული ნოტარიუსი. ლეონარდოს მშობლები დაქორწინებულები არ იყვნენ, მაგრამ პიერ და ვინჩის სხვა შვილები არ ჰყავდა, ამიტომ ბიჭი თავის სახლში წაიყვანა.

მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქორწინების გარეშე დაბადებული ბიჭუნა გენიალური მხატვარი, მეცნიერი და გამომგონებელი გახდებოდა, რომელსაც თანამედროვენი მომავლიდან მოსულსაც კი უწოდებდნენ.

ლეონარდო და ვინჩის გენიალურობა მხოლოდ მის შედევრებში არ მდგომარეობდა. მას ბუნებაზე დაკვირვება და საგნების არსში წვდომა შეეძლო. სწორედ ამ თვისებების წყალობით, ლეონარდომ ხელოვნების ისეთი ნიმუშების შექმნა შეძლო, რომლებიც ნებისმიერ მნახველს მოხიბლავს.

ადამიანს, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა, ირგვლივ ყველაფერი აინტერესებდა. ლეონარდო ბავშვობიდან არ იშორებდა უბის წიგნაკს, რომელშიც იხატავდა ყველაფერს, რაც დააინტერესებდა: ბორცვებსა და მინდვრებს, ბალახებსა თუ რკოს, ხესა და ქალწულის უბიწო სახეს, კატას, თათებით პირს რომ იბანს, ქსოვილის ნაკეცებს. „დამრიგებლად ბუნება ავირჩიე-ყველა მასწავლებლის მასწავლებელი“ - წერდა იგი თავისი მუშაობის შესახებ.

და ვინჩი პირველი იყო, ვინც გააცნობიერა, რომ მძიმე საკვები ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს

გენიოსი საკვებსაც კი ყველასგან განსხვავებულს მიირთმევდა.

როდესაც მის მოწაფეებს ბაზრიდან სახელოსნოში პროდუქტები მოჰქონდათ, ბოსტნეულით და მწვანილით სავსე კალათას ცალკე დებდნენ - „ეს ჩვენი ოსტატი ლეონარდოსთვისაა“.

და ვინჩიმ ამ მხრივაც დროს გაასწრო - ის ვეგეტარიანელი იყო.

მხატვარს სამყაროსა და ბუნებაზე პატივისცემაზე დაფუძნებული შინაგანი ფილოსოფია საშუალებას არ აძლევდა, ცხოველური წარმოშობის საკვები მიეღო.

რენესანსის პერიოდში ადამიანების კვების მენიუს მათი სოციალური სტატუსი განსაზღვრავდა, მაგრამ ხორცი ყველაზე აუცილებელ პროდუქტად ითვლებოდა და ძალიან ძვირი ღირდა.

გლეხებს ხორცის ყოველდღიურად მიღება არ შეეძლოთ, მაგრამ კვერცხის, ყველის და რძის პროდუქტების რაციონში ჩართვას ცდილობდნენ.

ბოსტნეული და ფაფა ღარიბების საკვებად ითვლებოდა, ამიტომ ეს ჯანსაღი საკვები მდიდრების კვების მენიუში თითქმის საერთოდ არ შედიოდა, რაც ჯანმრთელობის უამრავ პრობლემას იწვევდა.

გარდა იმისა, რომ ცხოველური პროდუქტების უარყოფა ლეონარდოს ცხოვრებისეულ ფილოსოფიას და ღირებულებებს შეესაბამებოდა, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გააცნობიერა, რომ მძიმე საკვები ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.

ლეონარდოს ყოველთვის აინტერესებდა ადამიანის დაბადების, სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლოებები, ადამიანის სხეულში მიმდინარე პროცესები, რასაც თავის ნამუშევრებშიც ასახავდა. ლეონარდო და ვინჩი აქტიურად იკვლევდა ადამიანის სხეულის ანატომიას და თავისი ნაშრომების სპეციალური ტრაქტატის სახით გამოცემასაც კი აპირებდა, თუმცა არ დასცალდა.

🔰:

ვინ იყო ლეონარდო და ვინჩი: წმინდანი თუ ადამიანი, ვინც სული ეშმაკს მიჰყიდა?

მონა ლიზას შექმნის ისტორია - ნეაპოლელი ლიზა ჯერალდინი, რომელიც მხატვარს თავდავიწყებით უყვარდა



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)