იცით თუ არა

შეიძლება თუ არა საზამთროს კურკის გადაყლაპვა?

fun time

13:01 სამ. 9 ივლისი, 2024 წელი

საზამთრო

14
დაკოპირებულია

საზამთროს სეზონი ძალაშია და კითხვა - შეიძლება თუ არა საზამთროს თესლის გადაყლაპვა, შესაძლოა, თქვენს გაგჩენიათ. მოდი, ერთად გავარკვიოთ...

 

🍉 შეიძლება თუ არა, რომ საზამთროს კურკების გადაყლაპვამ აპენდიციტი გამოიწვიოს?

ძალიან საეჭვოა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ საზამთროს კურკა საკმაოდ დიდია იმისათვის, რომ ბრმა ნაწლავში მოხვდეს, გაიჭედოს და ანთება გამოიწვიოს.

ამასთან, აპენდიციტის გამომწვევი მიზეზები ბოლომდე დადგენილი არ არის, ასევე არ არსებობს კვლევა, რომელიც საზამთროს კურკის მიღებასა და აპენდიქსის ანთებას შორის კავშირს დაადასტურებს.

დღევანდელი სამეცნიერო ნაშრომები შეიცავს მტკიცებულებებს, რომ დაუმუშავებელი მცენარის ნარჩენები (თესლების ჩათვლით) აპენდიციტის შემთხვევების მხოლოდ 0,4%-ში გვხვდება.

ასე რომ, საზამთროს კურკის შემთხვევით გადაყლაპვის არ უნდა შეგეშინდეთ.

🍉 რა მოხდება, თუ საზამთროს კურკას გადაყლაპავთ?

დიდი ალბათობით, არაფერი.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბეთ უორენი გვარწმუნებს, რომ ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა საზამთროს კურკას, საღეჭი რეზინის მსგავსად, არ გადაამუშავებს და ის სხეულს უცვლელად ტოვებს.

შესაბამისად, თუ საზამთროს კურკას მთელ-მთელად გადავყლაპავთ, სარგებელს ვერ მივიღებთ, ხოლო თუ დავფქვავთ ან დავნაყავთ და ჩაის დავაყენებთ, დადებითი შედეგი არ დააყოვნებს.

🍉 საზამთროს კურკის სარგებლობა

1. საზამთროს კურკა დაბალკალორიულია - 4 გრ კურკა მხოლოდ 23 კკალს. შეიცავს. ის შესანიშნავი ხემსია მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს.

2. საზამთროს კურკა მდიდარია მაგნიუმით. 4 გრ. კურკა 21 მგ. მაგნიუმს შეიცავს, რაც დღიური ნორმის 5%-ია. შეგახსენებთ, რომ მაგნიუმი მნიშვნელოვანია მეტაბოლიზმისა და იმუნიტეტის, ასევე ნერვული სისტემის და გულის ჯანმრთელობისთვის.

3. 4 გრ. საზამთროს კურკა 0,29 მგ-მდე რკინას შეიცავს, რაც ყოველდღიური ნორმის 1,6%-ია.

4. 4 გრ. კურკა შეიცავს, დაახლოებით, 1,1გრ პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს. ისინი კი ხელს უწყობენ სასარგებლო ქოლესტერინის და ჯანმრთელი არტერიული წნევის შენარჩუნებას.

5. საზამთროს კურკა დიდი რაოდენობით (ყოველდღიური ნორმის 4%) თუთიას შეიცავს. თუთია ჩართულია უჯრედების ზრდისა და რეგენერაციის პროცესში და საჭიროა ჯანსაღი იმუნური სისტემისთვის.

6. საზამთროს კურკაში არსებული ბოჭკოები ძალიან მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის ნორმალური მოქმედებისთვის.
მათ შეუძლიათ პარაზიტებისგან გათავისუფლება.

7. საზამთროს კურკაში შემავალი ნივთიერება - ციტრულინი მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტი. აფართოებს სისხლძარღვებს და ამცირებს არტერიულ წნევას.

8. მიიჩნევა, რომ საზამთროს კურკა აუმჯობესებს მეხსიერებას.

9. მამაკაცებს კი პოტენციის ამაღლებაში ეხმარება.

როგორც ხედავთ, საზამთროს კურკის სარგებელი აშკარაა, მაგრამ მის მისაღებად თესლი მსუბუქად გამომცხვარი უნდა იყოს.

საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, გაშალეთ კურკები და 165 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით შედგით. მოხალული კურკები გააგრილეთ და მიირთვით. შეგიძლიათ ზეითუნის ზეთი და მარილი ან დარიჩინი და შაქარი შეურიოთ.

🍉 ვინ უნდა მოერიდოს საზამთროს კურკას?

ინფორმაცია მშობლებისთვის - საზამთროს კურკა უნდა მოვარიდოთ სამ წლამდე ასაკის ბავშვებს, რომ არ გადასცდეთ. ბავშვებისთვის უმჯობესია უთესლო ჯიშები შეარჩიოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში