იცით თუ არა

სიყვარულის სიმბოლო ქალის უკანალს განასახიერებს?

fun time

20:00 სამ. 2 თებერვალი, 2021 წელი

გული თუ ქალის უკანალი?

14
დაკოპირებულია

ამერიკელი მეცნიერი, ფილოსოფიის დოქტორი, ვირჯინიის Roanoke College-ის პროფესორი გალდინო პრანზარონე დარწმუნებული იყო, რომ გულის ფორმას, რომელიც სიყვარულის სიმბოლოს წარმოადგენს, ანატომიურ გულთან არაფერი აკავშირებს. როგორც პროფესორი აცხადებდა, გრაფიკული გული ძველმა ბერძნებმა ქალის დუნდულოებიდან გადახატეს.

 

ამ მიმართულებით მუშაობისას გალდინო პრანზარონემ (Galdino Pranzarone, 1908 - 2011) მითოლოგიიდან და მეორადი წყაროებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული მტკიცებულებები და ჰიპოთეზები გააანალიზა და დაასკვნა, რომ სიმბოლური გული, არც მეტი, არც ნაკლები, ქალის უკანალია.

როგორც მკვლევარმა Discovery News-თან ინტერვიუში განმარტავდა, ბერძნები ქალს გარეგნობაში განსაკუთრებით უკანალს აფასებდნენ.

„ბერძენი სილამაზის ქალღმერთის, აფროდიტეს სხეულის ყველა ნაწილი ულამაზესი იყო, განსაკუთრებით კი დუნდულოები,“ - ამბობდა მკვლევარი. საბერძნეთში მისი მომრგვალებული ფორმები იმდენად ფასობდა, რომ აფროდიტე კალიპიგოსის (Aphrodite Kallipygos) პატივსაცემად სპეციალური ტაძარი ააშენეს. ეს ალბათ მსოფლიოში ერთადერთი რელიგიური შენობაა, რომელიც უკანალისთვის ხოტბის შესასხმელად აიგო.“

ცნობისათვის: კალიპიგოს (ბერძნ. Καλλίπυγος) ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „მშვენიერი უკანალი“.

ფოტოზე: Venus Kallipygos, იგივე Αφροδίτη Καλλίπυγος.
ჩვ. წ., დაახლოებით, მე-2 საუკუნე. ავტორი უცნობია.
ინახება ნეაპოლის არქეოლოგიური მუზეუმში.

ამასთან, პრანზარონე აღნიშნავდა, რომ ბერძნული სიყვარულის სიმბოლო, კლასიკურისგან განსხვავებით, წითელი და გამოკვეთილი არ ყოფილა. მკვლევარის ვარაუდით, თანამედროვე სიმბოლო მოგვიანებით გაჩნდა, როდესაც ბერძნული სტილი კათოლიკურმა ეკლესიამ გადაიღო. სწორედ ამ დროს დაუკავშირეს გრაფიკული გული ანატომიურს, დარწმუნებული იყო პროფესორი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ და როდის გამოიგონა გლობუსი?

ვინ გამოიგონა გლობუსი

მაცუტაკე - ძვირად ღირებული სოკოს სა...

სოკო მაცუტაკე

რატომ არის კალათბურთის ბურთი ნარინჯ...

რატომ არის კალათბურთის
ბურთი ნარინჯისფერი?

რატომ არის გველი მედიცინის სიმბოლო?

მედიცინის სიმბოლო
მითოლოგიაში

სისხლის ჯგუფი და ადამიანის ხასიათი

სისხლის ჯგუფი და
ადამიანის ხასიათი

წავიდა ცისარტყელაზე - რატომ მოიხსენ...

წავიდა ცისარტყელაზე -
ფრაზის განმარტება

„ნიშანი ზემოდან“ - რას უნდა ველოდეთ...

რას უნდა ველოდეთ, თუ
კვერცხში ორი გულია

ქვეყნები, სადაც წელიწადის 6 დროა

ქვეყნები, სადაც წელიწადის
6 დროა

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას თათებზე

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას
თათებზე