იცით თუ არა

ცოლების გაცვლა - რას ემსახურება ეს უცნაური ტრადიცია?

funtime

18:00 ოთხ. 20 იანვარი

ქორწინების ტრადიციები
14
დაკოპირებულია

წესებს, რომლებიც სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობებს არეგულირებენ, მართალია, თანამედროვე ცივილიზებული საზოგადოება არ აღიარებს, მაგრამ ავსტრალიის აბორიგენ ხალხებში ეს ტრადიცია დღემდე აქტუალურია.

ცოლების გაცვლის ტრადიცია

სხვადასხვა ხალხს, რომლებმაც შეინარჩუნეს უძველესი ტრადიციები, ინტიმურ ცხოვრებასთან დაკავშირებული უჩვეულო წეს-ჩვეულებები აქვთ.

მაგალითად, ავსტრალიის აბორიგენ ხალხებში ფართოდ იყო გავრცელებული ცოლების გაცვლის პრაქტიკა. ეს დაკავშირებული იყო რელიგიური მრწამსთან და რიტუალებთან, რომლებსაც პრიმიტიული ტომებისთვის გარკვეულ მნიშვნელობა ჰქონდა.

პრიმიტიულ რწმენათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული იყო სულთა თაყვანისცემა. ერთ-ერთი ასეთი სული იყო კანანიას სული.

კანანიას კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ავსტრალიელი აბორიგენები ცოლების გაცვლის რიტუალს ატარებდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ეს რიტუალი ცოდვებისა და ბოროტი აზრებისგან განწმენდაში ეხმარებოდათ.

სხვა მამაკაცის ცოლთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება ახალი ცხოვრების დაწყებასა და ცოდვებისგან განწმენდასთან ასოცირდებოდა.

ეთნოგრაფები, რომლებიც ავსტრალიელი აბორიგენების ჩვეულებებსა და ტრადიციებს სწავლობენ, მიუთითებენ, რომ ტომები ხშირად მართავდნენ სასიყვარულო ორგიებს, რაც ღვთაებისადმი მიძღვნილი რიტუალური საჩუქრის ნაწილი იყო.

ქორწინება ტრადიციულ აბორიგენულ საზოგადოებებში

ქორწინება ტრადიციული აბორიგენული საზოგადოებების მთავარი მახასიათებელი იყო. ის პოპულაციის შენარჩუნების მოთხოვნილებითა და დახურულ ტომობრივ საზოგადოებებში სისხლის არევის თავიდან აცილების აუცილებლობით იყო ნაკარნახევი. ამიტომ ქორწინების თავისუფლების ტრადიციების მიუხედავად, არსებობდა ზოგიერთი ახლო ნათესავის ქორწინების აკრძალვება და ეგზოგამიის წესი (ჩვეულება, რომელიც კრძალავს ერთი და იმავე გვარის ან თემის წარმომადგენლებს შორის ქორწინებასა და ოჯახის შექმნას და დასაშვებად მიიჩნევს განსხვავებული ეთნიკური კუთვნილების მქონე პირებს შორის).

პროფესორმა ბერნდტმა, რომელიც აბორიგენული ტომების ცხოვრებას სწავლობს, ოთხი ძირითადი წესი გამოყო, რომელიც ქორწინების რიტუალს განსაზღვრავდა:

• წყვილს უნდა ჰქონდეს ქორწინების უფლება ადგილობრივი ტრადიციების შესაბამისად;

• შესაბამისი მოლაპარაკება წყვილის დანიშვნაზე ხორციელდება ორ დაინტერესებულ ნათესაურ ჯგუფს შორის. საჩუქრების გაცვლას ადასტურებს ხელშეკრულება;

• ქორწინება შეიძლება განვასხვავოთ იმ ნიშნობისგან, როდესაც მხარეები ერთად ცხოვრებას იწყებენ და კისრულობენ ”ცოლქმრულ მოვალეობებს, მათ შორის სექსუალურ ურთიერთობებს”;

• მიიჩნეოდა, რომ ცოლ-ქმრულ კავშირს შვილის გაჩენა ამყარებდა.

ქორწინების მხარეების დასადგენად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ნათესაური მოვალეობების დაბალანსება, მათ შორის ურთიერთპასუხისმგებლობები პიროვნებებს, ოჯახებს ან დიდ ჯგუფებს შორის.

ოჯახური მოდელები ავსტრალიის აბორიგენებში

ქორწინების ასაკი ავსტრალიის სხვადასხვა ნაწილში ძალიან განსხვავებული იყო. როგორც წესი, გოგონა ქორწინდებოდა სქესობრივი მომწიფების ასაკში, მამაკაცი კი მხოლოდ ოცი წლის შემდეგ.

ქორწინების და მასთან დაკავშირებული ვალდებულებები მჭიდროდ უკავშირდებოდა მიწასთან ურთიერთობას. მიწასთან სულიერი კავშირი რიტუალურ მოვალეობებს მოიცავდა, რომლებიც ხშირად მემკვიდრეობით გადაეცემოდა. ქორწინება მიწასთან მიჯაჭვულობის შენარჩუნების მთავარი საშუალება იყო.

ზოგიერთ აბორიგენულ ჯგუფში ქორწინება ხშირად პოლიგამიური იყო: ქმარს ორი ან მეტი ცოლი ჰყავდა, მაგრამ ქალს მხოლოდ ერთი ქმრის ყოლის უფლება ჰქონდა. ზოგჯერ მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში ნებადართული იყო ცოლის მემკვიდრეობით გადაცემა.

განქორწინება ავსტრალიის აბორიგენულ ჩვეულებებში

განქორწინება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. ის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ან ცალმხრივად, სპეციალური ფორმალობების გარეშე ხდებოდა.

თუ ცოლი სახლიდან გაიქცა ან ქმარი მისი თანხმობის გარეშე მიატოვა, ქმარს შეეძლო მისი ძალით დაბრუნება, მისი და მისი საყვარლის დასჯა და კომპენსაციის მოთხოვნა.
ანალოგიურად, თუ ქმარი სხვა ქალთან წავიდოდა და ცოლს მიატოვებდა, ცოლს შეეძლო საჯარო ჩხუბი მოეწყო მეტოქესთან. ყველაზე საინტერესოა, რომ მამაკაცი, როგორც ნადავლი, ჩხუბში გამარჯვებულს რჩებოდა.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

„ავი თვალი“ და ჯადო - როგორ გვიცავს...

ვეფხვის თვალი - ნატურალური
ქვების დამცავი თვისებები

„ფულის ხე“ - მითი თუ რეალობა?

ბარაქის ხე - კრასულა

ყველაზე სერიოზული გოგოს ამბავი, რომ...

გაუცინარი გოგოს ამბავი

რატომ უხდიდა გენიოსი ჰენრი ფორდი მუ...

ჰენრი ფორდი

დიდი ქართველი პოეტების და მწერლების...

ცნობილი ადამიანების
ფსევდონიმები

2021 წელს სამყაროს ძლიერი გველეშაპი...

ვანგა 2021 წლის შესახებ

18 ხმამაღალი პროგნოზი, რომელიც არ გ...

მეცნიერთა პროგნოზები,
რომლებიც არ გამართლდა

მამის გენეტიკა - 7 რამ, რასაც შვილი...

მამის გენეტიკა

ამ ქალაქში სამი თვე ღამეა, მაგრამ ყ...

ქალაქი ტრომსე