იცით თუ არა

უძველესი დიზაინერები - როდის ისწავლა ადამიანმა კერვა?

fun time

13:40 ოთხ. 24 მაისი, 2023 წელი

კერვის ისტორია

14
დაკოპირებულია

უძველესი ადამიანი სიცივისგან თავის დაცვას დიდი ფოთლების, ცხოველის ტყავისა და ბეწვის დახმარებით ცდილობდა. როგორც ესპანელი არქეოლოგებისა და ანთროპოლოგების ჯგუფმა დაადგინა, უკვე ზედა პალეოლითის ეპოქაში ადამიანმა ტყავის დამუშავება და მისგან ტანსაცმლის კერვა იცოდა. ბარსელონას მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების დროს ჯგუფმა ძვლის ნაწილი აღმოაჩინა, რომელიც სავარაუდოდ, უძველესი საკერავი ხელსაწყოს დეტალი იყო. 

 

ძვალი კოლაგენს არ შეიცავდა, ამიტომ მეცნიერებმა მისი დათარიღება ვერ შეძლეს, თუმცა კულტურულ ფენის ასაკი, სადაც არტეფაქტი მდებარეობდა, 39600 წელია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ძვლის ასაკიც, დაახლოებით, ამდენივეა.

ამ პერიოდში ევროპა და პირენეის ნახევარკუნძული კლიმატის თვალსაზრისით თანამედროვე ციმბირს ჰგავდა. ბუნებრივია, აქ მცხოვრებ ადამიანებს თავის გადასარჩენად ცხოველის ტყავისგან დამზადებული თბილი ტანსაცმელი სჭირდებოდათ.

პალეოლითის ეპოქაში მცხოვრებ ადამიანს ტანზე მომჯდარ, თბილ და მოხერხებულ ტანსაცმელზე ოცნება არ შეეძლო, რადგან ამ დროს არც ტყავის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიები არსებობდა, არც საკერავი მანქანა და არც ლითონისგან დამზადებული ჩვეულებრივი ნემსი.

არქეოლოგების აზრით, ადამიანმა კერვა ბევრად უფრო მარტივი საშუალებების დახმარებით დაიწყო - ის ტყავს მყარ ზედაპირზე დებდა და ბასრი საგნის დახმარებით ხვრეტდა, შემდეგ კი ამ ნახვრეტში ძაფს ატარებდა.

მეცნიერების აზრით, ბარსელონასთან ნაპოვნი ძვალი სწორედ ასეთი „მყარი ზედაპირის“ როლს ასრულებდა. ძვალზე ერთი შეხედვითაც შენიშნავთ „ნემსის“ კვალს.

მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ამ გზით ადამიანები არა მარტო ტანსაცმელს, არამედ ფეხსაცმელსა და ჩანთებსაც კერავდნენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში