იცით თუ არა

ვინ აკრძალა ინდურ ფილმებში კოცნა? - საინტერესო ფაქტები ინდური კინოს შესახებ

fun time

18:42 ორშ. 19 აგვისტო

ფილმი „ბობი“

14
დაკოპირებულია

ინდური კინემატოგრაფის საუკუნოვანი ისტორია 27 000-ზე მეტ ფილმს მოიცავს. პირველი ინდური მხატვრული ფილმი 1913 წელს გამოვიდა, ამჟამად კი ყოველწლიურად 2000-მდე ფილმს იღებენ, რაც აშშ-სა და ევროპაში გადაღებულ ფილმებზე რამდენჯერმე მეტია. 

◾ ფილმში სიმღერა პირველად 1931 წელს გამოიყენეს და მას შემდეგ ინდური ფილმი სიმღერისა და ცეკვის გარეშე ვერავის წარმოუდგენია.

◾ იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, მხოლოდ 2017 წელს რეგიონულ ბაზარზე 1986 ახალი ფილმი გამოვიდა, ინდოეთის კინოინდუსტრიის შემოსავალმა კი 2,39 მილიარდი დოლარი შეადგინა და ეს მხოლოდ ბოლივუდს არ ეხება.

◾ სხვათა შორის, ტერმინი „ბოლივუდი“ გასული საუკუნის 70-იან წლებში გაჩნდა, როდესაც ინდურმა კინომ გამოშვებული ფილმების რაოდენობით ამერიკულს გადაუსწრო.
ბევრმა არ იცის, რომ „ბოლივუდი“ მხოლოდ ქალაქ მუმბაიში, ჰინდის, ურდუს, პენჯაბისა და ინგლისურ ენებზე გადაღებულ ფილმებს მოიცავს და „ბოლივუდს“ ასობით პავილიონი და დეკორაციებით სავსე უზარმაზარი ტერიტორიები აქვს.

◾ ინდოეთს, „ბოლივუდის“ გარდა, კიდევ რამდენიმე კინომატოგრაფიული ცენტრი აქვს: ​​"ტოლივუდი", "კოლივუდი", "სანლავუდი" და "მოლივუდი", თუმცა ეროვნული კინომატოგრაფის შემქმნელად მაინც ბოლივუდი ითვლება.

◾ ჟანრს, რომელშიც ინდური ფილმების აბსოლუტური უმრავლესობაა გადაღებული, მასალა ჰქვია. ეს არის მოქმედების, მელოდრამის და კომედიის ერთგვარი ჟანრობრივი კოქტეილი, აუცილებლად ბედნიერი დასასრულით.

◾ ყველა ინდურ ფილმს ახასიათებს ე.წ. მინიშნება, როცა მაყურებელი ამა თუ იმ მოვლენის შესახებ მინიშნებით ხვდება. მაგალითად, თუ რომელიმე ეპიზოდში ახალგაზრდა ქალს უმიზეზოდ გული წაუვა, სავარაუდოდ, ორსულადაა, თუ მამაკაცმა მოულოდნელად წვერი მოუშვა, ნიშნავს, რომ პირად ცხოვრებაში სირთულეები აქვს, საწოლთან მდგარი სანთლის ჩაქრობა კი გმირის სიკვდილს მოასწავებს.

◾ მე-20 საუკუნის დასაწყისის ინდური კინო თავისუფალი ზნეობით გამოირჩეოდა. მაგალითად, ფილმში "რაჯა ჰარიშანდრა" (1913) არის სცენა, სადაც გოგონები აუზში თხელი სარებით ბანაობენ და სხეულის ყველა ნაკვთი ეტყობათ. მართალია, იმ დროს კინოში ქალების როლს კაცები ასრულებდნენ, მაგრამ რეჟისორის გამბედაობა და რისკი მაინც დასაფასებელია.

◾ ინდური კინოს გარკვეულ პერიოდებში კოცნა უკიდურესად უხამს ქცევად ითვლებოდა - 1954 წელს 13 000-მა ინდოელმა ქალმა ინდოეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ჯავაჰარლალ ნერუს წერილით მიმართა. წერილში ეწერა, რომ კინოში კოცნა უზნეობაა და ახალგაზრდა თაობას რყვნის. ქალები პრემიერს კინოში კოცნის აკრძალვას სთხოვდნენ და მთავრობამ თხოვნა გაითვალისწინა. შედეგად, ინდურ კინოში კოცნა დიდი ხნის მანძილზე აიკრძალა.

ფოტოზე: ჯავაჰარლალ ნერუ (ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი)

◾ 1973 წელს ეკრანებზე რაჯ კაპურის ფილმი "ბობი" გამოვიდა, რომელიც სავსე იყო მგრძნობიარე სცენებით. რაც მთავარია, მსახიობი დიმპლ კაპადია მაყურებლის წინაშე ნახევრად შიშველი წარდგა.

ფოტოზე: კადრი ფილმიდან „ბობი“, მსახიობები რიშ კაპური და დიმპლ კაპადია

ფოტოზე: ბოლივუდის სუპერვარსკვლავი დიმპლ კაპადია დღეს

◾ 2001 წელს ინდური ფილმი „ლაგაანი: ერთხელ ინდოეთში“ ოსკარზე, საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში წარადგინეს, ხოლო 2010 წელს კარან ჯოჰარის ფილმი „მე მქვია ხანი“ ბერლინის კინოფესტივალზე გავიდა, მოგვიანებით კი რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა.

◾ ბოლივუდის მსახიობები გინესის რეკორდების წიგნშიც არაერთხელ მოხვდნენ. მაგალითად:

  • ინდურ ფილმებში რაჯ კაპურის მთელი ოჯახი (24 წევრი) მონაწილეობდა
  • მსახიობ აბჰიშეკ ბაჩანს 12 საათში ყველაზე მეტი საჯარო გამოსვლა ჰქონდა
  • მსახიობმა ჯაგდიშ რაჯმა პოლიციელის როლი 144 -ჯერ შეასრულა
  • ლალიტა პავარმა ინდურ კინოს 70 წელზე მეტი მიუძღვნა და 700 ფილმში ითამაშა.

ფოტოზე: კაპურების დინასტია

◾ დაბოლოს, 2018 წელს ინდოეთის ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „პადმავატი“, რომელმაც ინდოეთში დემონსტრაციები და სახალხო არეულობა გამოიწვია. ხალხის აღშფოთება ფილმში ინტიმური სცენების ღია ჩვენებამ გამოიწვია. დემონსტრანტები თავს ესხმოდნენ კინოთეატრებს, ფილმის აკრძალვას მოითხოვდნენ და რეჟისორს თავის მოკვეთით ემუქრებოდნენ.

ესეც დაგაინტერესებთ:

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური ინდური ტრადიცია


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი კვლევა: ღალატსა და ჯანმრთელობ...

ღალატის ბიოლოგია

რატომ არ ჭამენ ვეგანები ლეღვს?

რატომ არ ჭამენ ვეგანები
ლეღვს?

რატომ არ შეიძლება ქმრისთვის თმის შე...

რატომ არ შეიძლება
ქმრისთვის თმის შეჭრა?

ავოკადო ბუნებრივი საღებავია - არ გა...

ავოკადო - ბუნებრივი
საღებავი

გიმპი-გიმპი - ჭინჭრის ნათესავი, რომ...

გიმპი-გიმპი - ჭინჭრის
ნათესავი

4 ნივთი, რომლის ბორტზე ატანას მსოფლ...

თვითმფრინავის ბორტზე
აკრძალული ნივთები

რამდენ ხანს ცოცხლობს და როდის კვდებ...

რამდენ ხანს ცოცხლობს და
როდის კვდება ღვინო?

რა მოხდება, თუკი კატა „ულვაშს დაკარ...

რა მოხდება, თუკი კატა
„ულვაშს დაკარგავს“?

რას ნიშნავს ნიანგის ცრემლები და როგ...

რას ნიშნავს ნიანგის
ცრემლები