იცით თუ არა

ზე-მეხსიერება - გოგონა, რომელსაც დაბადებიდან მოყოლებული ყველაფერი ახსოვს

fun time

18:00 სამ. 6 აპრილი, 2021 წელი

ჰიპერთიმეზია -
ზემახსოვრობა

14
დაკოპირებულია

27 წლის ავსტრალიელი მწერალი რებეკა შარროკი იშვიათი დაავადების, ჰიპერთიმეზიის სინდრომის მქონე განსაკუთრებული ადამიანია. რებეკას ყველაფერი ახსოვს, რაც მისი ცხოვრებაში მომხდარა. ჩვენ გიამბობთ 5 დაუჯერებელ ფაქტს ამ საოცარი ადამიანის შესახებ.

1. ჰიპერთიმეზიის სინდრომი (HSAM - Highly Superior Autobiographical Memory) 2000-იან წლებში აღმოაჩინეს. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ამ სინდრომის მქონე 60 ადამიანი ცხოვრობს. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, დაავადება ასოცირდება თავის ტვინის დროებითი წილის გადიდებასთან, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებაზე.

ჰიპერთიმეზიის სიმდრომის მქონე ადამიანებს მოვლენების 87% აღწერა შეუძლიათ, რაც მათ ცხოვრებაში ოდესმე მომხდარა, წიგნის მოყოლა, რომელიც ოდესმე წაუკითხავთ, სარეკლამო აბრების ჩამოთვლა, რომლებიც ცხოვრების მანძილზე დაუნახავთ. შე­უძ­ლიათ გა­იხ­სე­ნონ, რო­მელ დღეს რა ამინ­დი იყო, ვინ რა თქვ და ვის რა ეცვა.

2. დავუბრუნდეთ რებეკას. როცა ის იხსენებს მოვლენებს, რომლებიც 3 წლის ასაკში გადახდა, ბავშვივით რეაგირებს. ერთადერთი, რაც გოგონას არ ახსოვს, მისი დაბადების მომენტია: როგორ მოაცილეს ექიმებმა დედას და როგორ გადაჭრეს ჭიპლარი. თუმცა, ამის გახსენება არც სურს.

3. რებეკას საკუთარი სიზმრების მართვა შეუძლია. ის ახერხებს, კოშმარული სიზმარი „გადართოს“ და სასიამოვნო ზმანებად აქციოს. ამის სწავლა მოუწია, რადგან ბავშვობაში სიზმრებს რეალობისგან ვერ არჩევდა.

4. რებეკა ჰარი პოტერის ფანია. მას შეუძლია წიგნის ტექსტი ნებისმიერი ადგილიდან ზეპირად გააგრძელოს.

5. ჰიპერთიმეზიის წყალობით, შესაძლებელია გავიგოთ, რას ფიქრობენ ბავშვები, სანამ ლაპარაკს ისწავლიან. მაგალითად, რებეკა ამბობს, რომ ერთი წლის ასაკში გაიფიქრა: „იქნებ, ავდგე და ჩემ გარშემო არსებული ეს უცნაური საგნები კარგად დავათვალიერო?“

უცნაურია, რატომ უწოდა მედიცინამ ასეთ ფენომენალურ მახსოვრობას დაავადება?

საქმე ის გახლავთ, რომ ჰიპერთიმეზიის სიმდრომის მქონე ადამიანებს აქვთ მუდმივი შფოთვა წარსულში ნანახის და განცდილის გამო, ზედმეტად ემოციურები და დეპრესიისკენ მიდრეკილები არიან, არ შეუძლიათ ყურადღების გამახვილება დეტალებზე. შეიძლება განუვითარდეთ აფექტი, ჰალუცინაციები. ანუ ეს ის შემთხვევებია, სადაც მედიცინის ჩარევა ხდება საჭირო.

ჰიპერთიმეზიის მიზეზი მედიცინას ჯერ არ დუდგენია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში