ქართული კერძები

ჩიხირთმა მარტივად

funtime

11:00 კვი. 17 იანვარი

ჩიხირთმა მარტივი რეცეპტი
14
დაკოპირებულია

სადღესასწაულო დღეების შემდეგ, განსაკუთრებით - ნაბახუსევზე, შესანიშნავი იდეაა სქელი, ქათმის ხორცის გაჯერებული ბულიონი, რომელიც მართლაც რომ გემოების ზეიმია! 

 

საჭირო პროდუქტი (4-5 ულუფა):

ქათამი - ერთი ცალი (1-1,5 კგ.)

კვერცხი - 2 ცალი

თეთრი ღვინის ძმარი - 3 ს.კ.

ფქვილი - 2 ს.კ.

ხახვი - 2 საშუალო თავი

ზაფრანა - 1 ჩ.კ.

ქინძი - ერთი კონა

კარაქი - 2 ს.კ. (ხახვის მოსათუშად)

მარილი - გემოვნებით.

მომზადების წესი:

გასუფთავებული მთლიანი ქათამი (სასურველია, სოფლი ქათამი იყოს) ჩადეთ მოზრდილ ქვაბში, დაასხით ბევრი წყალი, ისე რომ კარგად დაიფაროს და ცეცხლზე დაადგით. სანამ წყალი ადუღდება, აუცილებლად მოაცილეთ ქაფი. ქათამი კარგად რომ მოიხარშება, ბულიონიდან ამოიღეთ, გააგრილეთ და დაჭერით, ხოლო ბულიონიანი ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით, გაწურეთ და გააგრილეთ.

სანამ ბულიონი გრილდება, ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი კარაქში მოშუშეთ. ამის შემდეგ ხახვი ქათმის ბულიონში ჩაუშვით და დაბალ ქვაბი ცეცხლზე შემოდგით.

ერთ ჭიქა ბულიონში (გრილში) გახსენით ფქვილი და კარგად აურიეთ, რომ კოშტებად არ შეიკრას. ფქვილიანი მასა მდუღარე ბულიონში ნელ-ნელა დაამატეთ და თან ურიეთ.

ამის შემდეგ ბულიონმა უნდა იდუღოს, რათა ფქვილი „მოიხარშოს“ - დაახლოებით 5-7 წუთი.

როცა ეს დრო გავა, კვერცხის გულები და ძმარი ერთად ათქვიფეთ და მდუღარე ბულიონში ჩაუშვით, თან შეუჩერებლად ურიეთ, რომ კვერცხი არ აიჭრას.
შემდეგ კი მიყევით თანმიმდევრობით: ბულიონში ჩააწყვეთ დაჭრილი ქათამი, დაამატეთ მარილი, ზაფრანა, წვრილად დაჭრილი ქინძი და ცეცხლზე კიდევ 2-3 წუთი გააჩერეთ.
სულ ესაა - ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით. ჩიხირთმა მზადაა.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქათმის ღვიძლი არაჟნით

ღვიძლისგან მომზადებული
კერძი

შქმერული - კერძი, რომელიც იაპონიაში...

შქმერულის რეცეპტი

სულგუნის ხინკალი ნადუღით

ნადუღი და სულგუნის
ფირფიტები

გულღვიძლი ნიგვზით - იმერულად

გულღვიძლი ნიგვზით

სალათი „თბილისი“ - მარტივად მოსამზა...

სალათა თბილისური ხორცით

შესუნელებული ბადრიჯანი

ნუგვზიანი ბადრიჯნის
რეცეპტი

საცივი - თბილისელი მეგრელების რეცეპ...

საცივი ქათმის