საკნატუნო ამბები

10 საინტერესო ფაქტი მეორადი ტანსაცმლის მაღაზიების შესახებ მსოფლიოს მასშტაბით

fun time

16:00 ორშ. 22 ივლისი, 2024 წელი

მეორადი ტანსაცმლის
მაღაზია სტოკჰოლმში

14
დაკოპირებულია

ეს განსაკუთრებული სამყაროა, სადაც უნიკალური ნივთები ხელმისაწვდომ ფასად იყიდება და ნივთების უმეტესობას თავისი ისტორია  აქვს, თუმცა არსებობს რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რომელიც ყველამ არ იცის და ჩვენ სწორედ მათ შესახებ გიამბობთ. 

 

1. მეორადი ტანსაცმლის ინდუსტრია ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში ყვავის - ამ მხრივ ლიდერები არიან კანადა, აშშ, გერმანია, ნიდერლანდები, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.

ინდუსტრიაში 10 მილიონზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ისინი მუშაობენ ტანსაცმლის შეგროვების პუნქტებში, სადაც ახარისხებენ, ამუშავებენ ტანსაცმელს და ფუთავენ.

2. სექენდ-ჰენდი სულაც არ ნიშნავს, რომ ნივთები აუცილებლად გამოყენებული უნდა იყოს.

ძალიან ხშირად, საწყობებში სრულიად ახალი ტანსაცმელი ხვდება. მათ შორის ზოგჯერ ძვირად ღირებული ბრენდის პროდუქციასაც ნახავთ, რომელიც მაღაზიებში ასობით დოლარი ღირს.

3. გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, მეორადი ტანსაცმელი ღარიბების სამოსი არაა.

ეს სამოსი ძირითადად, ეკონომიური და გამორჩეული ტანსაცმლის მოყვარული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.

4. სექენდ-ჰენდის მოყვარულებს შორის ბევრი მსოფლიო დონის ვარსკვლავია.

მათ შორის არიან: ჯონი დეპი, ბარბრა სტრეიზანდი, დრიუ ბერიმორი და ა.შ.

5. მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში ევროპული ხარისხის სამოსი იყიდება.

დარწმუნებული იყავით, რომ აქ შეძენილი ქურთუკი, მაისური, ჯინსი თუ ჩექმები შესანიშნავი ხარისხის მასალისგან შეიკერა.

6. გასაყიდად გამოტანამდე სექენდ-ჰენდის ყველა ნივთს სანიტარიული დამუშავება უტარდება.

ამიტომ შეგიძლიათ ნებისმიერი სამოსი უშიშრად მოიზომოთ. აქვე აღვნიშნავთ, რომ მეორადი ტანსაცმლის კარგად ნაცნობი სუნი სწორედ სანიტარიული დამუშავების შედეგია.

7. დამახასიათებელი სუნი მარტივად შეგიძლიათ მოაცილოთ.

თუ სუფთა წყალს მარილს ან ნიშადურის სპირტს დაუმატებთ და მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში ნაყიდ სამოსს ამ სითხეში რამდენიმე საათი ჩაალბობთ, დამახასიათებელი სუნი უკვალოდ გაქრება.

8. სექენდ-ჰენდების საქონელი სამ კატეგორიად იყოფა: კრემი, ლუქსი და ექსტრა. პირველ კატეგორიაში შედის ცვეთის ნიშნების მქონე ნივთები, რომლებსაც ყველაზე ხელმისაწვდომი ფასი აქვთ.

9. მეორადი ტანსაცმლის ყველაზე დიდი იმპორტიორები აშშ და დიდი ბრიტანეთი არიან.

დიდი ბრიტანეთიდან მეორადი ტანსაცმლის 70% სხვა ქვეყნებში გადის. მსხვილ ექსპორტიორთა შორის ასევე სახელდება გერმანია, სამხრეთ კორეა, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, იაპონია, პოლონეთი და იტალია.

10. დაბოლოს: 17 აგვისტოს მსოფლიო მეორადი ტანსაცმლის მაღაზიის ანუ სექენდ-ჰენდის დღეს აღნიშნავს.

ესეც დაგაინტერესებთ:

როგორ იწმინდება მეორადი ნივთები წინა მფლობელების ენერგიისგან?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ,...

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია