როგორ იწმინდება მეორადი ნივთები წინა მფლობელების ენერგიისგან?
15:56 კვი. 14 იანვარი
ზოგადად, სხვა ადამიანის მიერ გამოყენებული ნივთების შეძენას, ჰიგიენურის გარდა, ეზოტერიკული მიზეზებიც კრძალავს. ეზოტერიკოსების აზრით, ასეთი ნივთები გაჯერებულია მათი წინა მფლობელების ენერგიით, რომელიც ახალ მფლობელს ნივთთან ერთად გადაეცემა. და მაინც, თუ მეორადი ნივთების შეძენას გეგმავთ, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, რომ ამ ნივთთან ერთად წინა მფლობელის უსიამოვნებები და პრობლემები არ გერგოთ.
ჯერ იმის შესახებ, თუ რა ნივთების შეძენას უნდა მოერიდოთ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში:
1. საცვლები და სპორტული ტანსაცმელი
სხვისი ჩაცმული ქვედა და ზედა საცვლის, საცურაო კოსტიუმების, კოლგოტების და წინდების შეძენა უსიამოვნო და არაჰიგიენურია. ჰიგიენის თვალსაზრისით, სპორტულ ტანსაცმელზეც იგივე შეიძლება ითქვას. ვერანაირი რეცხვა ვერ გააქრობს ოფლის სუნს, რომელიც წინა მფლობელისგან დარჩა, ასე რომ მისი შეძენა არასასურველია.
2. ფეხსაცმელი
მეორად ფეხსაცმელთან ერთად შეიძლება სახლში სხვადასხვა სოკოვანი ინფექცია მიიტანოთ. ამასთან, ფეხსაცმლიდან სოკოს მოცილება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ტანსაცმლის დეზინფექცია, ამიტომ უმჯობესია არ გარისკოთ.
3. წინდა
წინდა, ისევე როგორც ფეხსაცმელი, სოკოვანი ინფექციის წყაროა. ამასთან, სოკოს სპორები ძალიან გამძლეა და მათი განადგურება საკმაოდ რთულია. ესეც რომ არ იყოს, ვინ ყიდულობს მეორად წინდებს?
4. თეთრეული
მეორადი ლოგინის თეთრეულიდან ახალ მფლობელთან სხვადასხვა ინფექციის გარდა, შეიძლება წინა მფლობელის ცუდი ენერგია მოხვდეს. გჯერათ თუ არა მაგიური რიტუალების არსებობის, თქვენი საქმეა, მაგრამ ზოგჯერ ადამიანები ბალიშებში ნემსებს, თმის ღერებს, ცხოველების ძვლებს, ფრჩხილებს და ა.შ. პოულობენ, ამიტომ უმჯობესია, ყოველთვის ახალი ბალიშები და საბნები შეიძინოთ.
5. სათამაშოები
არასოდეს იყიდოთ მეორადი რბილი სათამაშო. პატარა ბავშვები ყველაფერს პირში იდებენ რბილ სათამაშოებში კი შეიძლება უამრავი ბაქტერია და მავნებელი ბუდობდეს.
6. საპატარძლო კაბა
ნუ იყიდით მეორად საპატარძლო კაბას თუ არ გსურთ, რომ მისი წინა მფლობელის ბედი გაიზიაროთ. არც საკუთარი საპატარძლო კაბა გაყიდოთ, თუ ქორწინებას უფრთხილდებით.
ყველაზე ცუდი იქნება, თუ თქვენს საპატარძლო კაბას არა ქორწილისთვის, არამედ დაკრძალვისთვის იყიდიან - ყველამ ვიცით, რომ ახალგაზრდა, გასათხოვარ გოგოებს საქორწინო კაბით მარხავენ და ამისთვის ძირითადად, მეორად საპატარძლო კაბებს ყიდულობენ. არ დაუშვათ, რომ თქვენი საპატარძლო კაბა გარდაცვლილთან ერთად საფლავში მოხვდეს.
7. სამკაულები, საათები, სამკაულები
საათები და სამკაულები საკუთარი მფლობელის შესახებ ინფორმაციას ინახავენ. ასე რომ, შეიძლება ამ ნივთთან ერთად წინა მფლობელის პრობლემები მიიღოთ.
8. სარკე
სხვისი სარკის სახლში შეტანით შეიძლება თქვენს კეთილდღეობას და ოჯახურ ბედნიერებას ზიანი მიაყენოთ - მზად იყავით, რომ სარკეში დაგროვილი ნეგატიური ენერგია თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
და მაინც, თუ თუ მეორადი საქონლის მაღაზიაში ოცნების ნივთი იშოვეთ და მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ, ეცადეთ, რომ უარყოფითი ენერგიისგან გაათავისუფლოთ.
წინა მფლობელების უარყოფითი ენერგიისგან რომ გათავისუფლდეთ, შეძენილი ნივთი საგულდაგულოდ უნდა გაწმინდოთ. ზოგჯერ ნივთის ცხელ წყალში გარეცხვაც საკმარისია.
როგორ მოვიქცეთ, თუ ნივთის გარეცხვა არ შეიძლება?
მარილი
მიიჩნევა, რომ მარილი შესანიშნავად შთანთქავს უარყოფით ინფორმაციას. ის შესანიშნავი საშუალებაა სამკაულების, საათების, სარკეების, ავეჯის, ელექტრო მოწყობილობების და სათამაშოების გასაწმენდად ნეგატიური ენერგიისგან. ნივთს იმდენი მარილი დააყარეთ, რომ მთლიანად დაფაროთ და რამდენიმე დღე ასე დატოვეთ. ამის შემდეგ ნივთისგან მარილი სუფთა წყალში დასველებული ნაჭრით გადაწმინდეთ.
თუ ნივთი დიდია, შეგიძლიათ, მარილი კი არ დააყაროთ, არამედ მარილიან წყალში დასველებული ნაჭრით გაწმინდოთ.
გამოყენებული მარილი გამდინარე წყალს გაატანეთ - მისი საკვებში ან სხვა ნივთების გასაწმენდად გამოყენება არ შეიძლება.
ვერცხლი
მოამზადეთ ვერცხლის წყალი. ამისათვის ვერცხლის სამკაულები წყლიან ჭურჭელში რამდენიმე საათის განმავლობაში დატოვეთ. ამის შემდეგ სუფთა ქსოვილი ვერცხლიანი წყლით დაასველეთ და შძენილი მეორადი საგნების ზედაპირები უარყოფითი ენერგიისგან გაწმინდეთ.
სანთლები
ცეცხლი უარყოფით ენერგიას შესანიშნავად ებრძვის, ამიტომ შეგიძლიათ გასაწმენდ ნივთის ანთებული სანთელი რამდენჯერმე შემოავლოთ.
ასევე გირჩევთ: სხვისი ნივთისთვის, თუნდაც საჩუქარი იყოს, სიმბოლური თანხა მაინც უნდა გადაიხადოთ. ამ გზით თქვენ გამოისყიდით წინა მფლობელების ნეგატიურ ენერგიას და განთავისუფლდებით.
ესეც დაგაინტერესებთ:
ამ ნივთებს ნუ ათხოვებთ და ნუ ითხოვებთ - წინაპრების ცრურწმენები თუ ბიოენერგეტიკის კანონები?
9 ნივთი სახლში, რომელიც უარყოფით ენერგიას იზიდავს
როგორი წესრიგიც გაქვთ ჩანთაში, ისეთი გაქვთ ცხოვრებაშიც - ფენ-შუის რჩევები
რა უნდა ჩანდეს სარკეში და რა არა? - რამდენიმე რჩევა ფენ-შუისგან
რატომ არის აუცილებელი ახალი ტანსაცმლის გარეცხვა?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან