იცით თუ არა

რა უნდა ჩანდეს სარკეში და რა არა? - რამდენიმე რჩევა ფენ-შუის სპეციალისტისგან

fun time

18:30 ოთხ. 3 მაისი, 2023 წელი

სწორად გიკიდიათ სარკე?

14
დაკოპირებულია

სად უნდა დავკიდოთ სარკე? - ეს კითხვა შიდა სივრცეების დაგეგმვისას უამრავ ადამიანს უჩნდება, მით უმეტეს, რომ სარკე ენერგეტიკული ნაკადების კორექციის უძლიერესი საშუალებაა. ფენ-შუის სწავლების თანახმად, სარკეს ილუზორული სივრცის შექმნა შეუძლია, ამიტომ ხშირად სივრცის მოდელირებისთვის იყენებენ. 

ნებისმიერი ბინა ცხრა ნაწილისგან შედგება, რომელიც ცხრა მნიშვნელოვან ღირებულებას განასახიერებს: ჯანმრთელობა, ფული, სიყვარული, კარიერა და ა.შ.

ზოგჯერ, არასტანდარტული დაგეგმვის გამო, ცხრიდან ერთი ან რამდენიმე ნაწილი იკარგება, სარკეს კი შეუძლია დანაკარგი შეავსოს ან ზედმეტი მოაცილოს.

სარკეს შეუძლია, რომ ძალიან ვიწრო დერეფანს სიგანე მოუმატოს ან პატარა აბაზანის სივრცე გააორმაგოს, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღებად ფენ-შუის სპეციალისტის დახმარებაა საჭირო.

ზოგჯერ, ოთახის ვიზუალური გაფართოებისთვის, დიზაინერები სარკისგან ყალბი „ფანჯრის“ შექმნას გვთავაზობენ. ეს მშვენიერი იდეაა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რა აირეკლება სარკის ფანჯარაში.

სარკე ტუალეტის კარზე

ტუალეტის კარზე გარედან დამაგრებული სარკე სიმბოლურად ამ ოთახს უხილავს ხდის, რაც კარგია, რადგან ითვლება, რომ უნიტაზიდან სასიცოცხლო ენერგია გაედინება. ზოგადად, ფენ-შუიში ბევრი რამ სიმბოლოებზეა აგებული - თუ რამეს ვერ ხედავ, ესე იგი, ის არ არსებობს. მეორე მხრივ, ფენ-შუი სასტიკად კრძალავს კარის შიდა მხარეს სარკის დამაგრებას, განსაკუთრებით, თუ მასში უნიტაზი მოჩანს.

სარკე და შუქი

ზოგ სივრცეში (დერეფანი, აბაზანა, კარადა) ფანჯრები არ არის და განათებაც ძალიან სუსტია. თუ სარკეს ისე განათავსებთ, რომ მასში სინათლის ერთადერთი წყარო აისახა, განათება დამატებითი ნათურების გარეშე მოიმატებს.

ფანჯრის გარეთ მყოფი ულამაზო საგნის ანარეკლი

სამწუხაროდ, ხშირად ფანჯრიდან სანტექნიკის მილებს, ამწეებს, მშენებლობებს ვხედავთ. ამ შემთხვევაში დიდი სარკე ფანჯარაზე ან პირდაპირ აივანზე უნდა განათავსოთ, რომელიც უარყოფით ენერგიებს აირეკლავს. ზოგი სპეციალურ სარკეს იყენებს, რომელსაც ბა-გუა ჰქვია.

ლამაზი საგნების გაორმაგება

სარკე ვიზუალურად აორმაგებს ყველაფერს, რაც მასში ირეკლება, ამიტომ შეგიძლიათ ლამაზი ავეჯი, ძვირად ღირებული სამკაულები, ბროლის ჭაღები, საყვარელი ქანდაკებები და ნახატები გააორმაგოთ. სასურველია, რომ კარგად გააზრებული და ლამაზი კომპოზიციები წინასწარ შექმნათ.

სად არ შეიძლება სარკის დაკიდება?

ფენ-შუის მიხედვით, სარკე წყლის სტიქიის სიმბოლოა, ამიტომ სარკისებური ჭერის გაკვრისას თქვენ იქ სიმბოლურად, წყალს ათავსებთ, სარკისებური ფილების ანარეკლში კი საკუთარ თავს ზოლებად „დაჭრილს“ ხედავთ, ამიტომ საცხოვრებელ სახლში დიზაინის ეს ორი ტექნიკა არახელსაყრელია. მსგავსი დიზაინი დასაშვებია სასტუმროებში, სადაც ადამიანები ცოტა ხნით იმყოფებიან.

სარკე საძინებელში

ეს კიდევ ერთი და ალბათ ყველაზე ცნობილი ტაბუა. მნიშვნელოვანია, რომ საძინებლის სარკეში არ ჩანდნენ ლოგინზე მწოლი ადამიანები. ჯერ ერთი, ეს გამაღიზიანებელია და მეორე, ღალატს მოასწავებს - არაცნობიერი იმახსოვრებს, რომ წყვილში შეიძლება უცხო ადამიანები გამოჩნდნენ და ის, რაც არაცნობიერშია, ადრე თუ გვიან, ცნობიერშიც მეორდება.

სარკე შემოსასვლელ კართან

აქ ყველაფერი ძალიან მარტივია - კარის წინ სარკის დაკიდება არ შეიძლება, რადგან დადებითი ენერგია სახლში შემოსვლისთანავე, უკან გავა. ასევე არ შეიძლება სარკის დაკიდება შემოსასვლელ კარზე. დიახ, ეს მოსახერხებელია, მაგრამ კარი სიმბოლურად „ქრება“, ის კი ბინის დასაცავად შეიქმნა. სახლიდან საკუთარი თავი რომ შეათვალიეროთ, უმჯობესია სარკე შემოსასვლელი კარის გვერდით კედელზე დაკიდოთ.

რა არ უნდა ჩანდეს სარკეში?

გახსოვდეთ, რომ სარკეში ფანჯრები, კარები და უნიტაზი არ უნდა ჩანდეს - სწორედ ამ ობიექტებიდან ხდება ენერგიის გადინება, სარკეები კი გადინების ეფექტს აძლიერებენ. ასევე, ეცადეთ, რომ სარკეში მტვრიანი საგნები და ნაგვის ურნები არ გამოჩნდეს.

სარკე სარკეში

ორი დიდი სარკე ერთმანეთის პირისპირ არ უნდა დადგათ. ეს განლაგება უსასრულო დერეფნის ილუზიას ქმნის, რაც შეიძლება პარალელური რეალობისთვის ერთგვარი პორტალი გახდეს. გარდა ამისა, უსასრულობის განცდა ბინის მფლობელს სივრცეზე კონტროლს უზღუდავს. ამან კი შეიძლება, ზედმეტი შფოთვა გამოიწვიოს. გონება ყველაფრის გაკონტროლებას ცდილობს და ეს სახლის უსაფრთხოების პრინციპია.

ამის შესახებ თუ იცით? 👇

როგორ მოვიქცეთ თუ სარკე გაგვიტყდა

რატომ ფარავენ სარკეებს, როცა სახლში მიცვალებულია?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი კვლევა: ღალატსა და ჯანმრთელობ...

ღალატის ბიოლოგია

რატომ არ ჭამენ ვეგანები ლეღვს?

რატომ არ ჭამენ ვეგანები
ლეღვს?

რატომ არ შეიძლება ქმრისთვის თმის შე...

რატომ არ შეიძლება
ქმრისთვის თმის შეჭრა?

ავოკადო ბუნებრივი საღებავია - არ გა...

ავოკადო - ბუნებრივი
საღებავი

გიმპი-გიმპი - ჭინჭრის ნათესავი, რომ...

გიმპი-გიმპი - ჭინჭრის
ნათესავი

4 ნივთი, რომლის ბორტზე ატანას მსოფლ...

თვითმფრინავის ბორტზე
აკრძალული ნივთები

რამდენ ხანს ცოცხლობს და როდის კვდებ...

რამდენ ხანს ცოცხლობს და
როდის კვდება ღვინო?

რა მოხდება, თუკი კატა „ულვაშს დაკარ...

რა მოხდება, თუკი კატა
„ულვაშს დაკარგავს“?

ვინ აკრძალა ინდურ ფილმებში კოცნა? -...

ფილმი „ბობი“