საკნატუნო ამბები

45 წლის ბრიტანელ ქალს 22 შვილი ჰყავს!

fun time

18:30 ოთხ. 10 მაისი, 2023 წელი

მრავალშვილიანი დედები

14
დაკოპირებულია

ბრიტანელი სიუ რედფორდისთვის დედობა ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ბავშვის გაჩენა - ის 45 წლის ასაკში 22-ე შვილის დედა გახდა. 

ქალი მხოლოდ 14 წლის იყო, როდესაც პირველად დაორსულდა. მიუხედავად იმისა, რომ დედობისთვის ძალიან ახალგაზრდა იყო, გოგონამ ბავშვის შენარჩუნება გადაწყვიტა. 3 წლის შემდეგ, როცა სიუ 17 წლის იყო, ხოლო მისი ბიჭუნას მამა 21-ის, წყვილი დაქორწინდა და სამყაროს სიუს კიდევ ერთი შვილი - სოფია მოევლინა.

მას შემდეგ ოჯახი სტაბილურად იზრდება - ზუსტად 33 წელიწადში წყვილს 22 შვილი შეეძინა. სიუს უფროსი შვილი 33 წლისაა, უმცროსი - 2 წლის.

ამ ალბომში მხოლოდ სულ უმცროსის ფოტო აკლია 👇

45 წლის ქალმა საკუთარი ცხოვრების ლამის ნახევარი ორსულობაში გაატარა, თუმცა დღეს ამბობს, რომ მეტი შვილის გაჩენას აღარ გეგმავს. ერთ-ერთმა შვილმა დედას „ყოველი შემთხვევისთვის“ პირობის ნოტარიულად დადასტურება სთხოვა.

ბრიტანეთმა სიუს ოჯახი ცნობილ სატელევიზიო შოუში მონაწილეობის შედეგად გაიცნო, სადაც რედფორდები 22-ვე შვილთან ერთად მონაწილეობდნენ.

მრავალშვილიან ოჯახს საკუთარი ბიზნესი - ოჯახური საცხობი აქვს და 10-ოთახიან, კომფორტულ კოტეჯში ცხოვრობს. რედფორდების ორი უფროსი შვილი უკვე ცალკე ცხოვრობს. სიუ 3 შვილიშვილს ზრდის.

პატარა შვილების, დიდი ბიზნესის და უზარმაზარი ოჯახის მიუხედავად, რედფორდები ერთმანეთისთვის ყოველთვის პოულობენ დროს, ალბათ სწორედ ამიტომ შეძლეს ამდენი წლის განმავლობაში სიყვარულის შენარჩუნება.

ცოტა ხნის წინ სუმ სოციალური ქსელის პირად გვერდზე თავისი ქორწილის ფოტო გამოაქვეყნა.

"ამ დღეს საყვარელ ადამიანზე დავქორწინდი და ვინ იფიქრებდა, რომ 30 წლის შემდეგ ამდენი გავხდებოდით?" - დაწერა მან.

რედფორდებს საკუთარი YouTube არხი აქვთ, სადაც მრავალშვილიანი ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ჰყვებიან. ოჯახი ხშირად მოგზაურობს, ამიტომ მათი ვიდეოები საინტერესოა და უამრავი მაყურებელი ჰყავს.


ესეც საინტერესოა:

7 ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი კაცობრიობის ისტორიაში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 ქვეყანა, რომელსაც ბირთვული ომის შ...

5 ქვეყანა, რომელსაც
ბირთვული ომის
შემთხვევაში გადარჩენის
შანსი აქვს

რატომ ამრავლებდნენ II მსოფლიო ომის...

რატომ ამრავლებდნენ ომის
წლებში ბაბუაწვერას?

ახალი კვლევა: ქალის მენჯის ფორმა ჯა...

მენჯის ფორმა და
ჯანმრთელობა

შავი კბილები - ქმრისადმი ერთგულების...

შავი კბილების ტრადიცია -
ოჰაგურო

„ლუდის მოყვარულთა პარტია“ - იუმორის...

ლუდის მოყვარულთა პარტია

სოციალური პირობები და დაბერების პრო...

სოციალური სტატუსი და
დაბერების პროცესი

ფერადკანიან ნიგერიელ წყვილს თეთრკან...

გენეტიკის საიდუმლო

პლანეტების აღლუმი — 28 თებერვალს ცა...

პლანეტების აღლუმი 2025

რატომ ჰქვია Samsung-ს სამსუნგი და X...

რატომ ჰქვია Samsung-ს სამსუნგი
და Xiaomi-ს შაომი?