საკნატუნო ამბები

7 ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი კაცობრიობის ისტორიაში

fun time

18:00 ხუთ. 25 მარტი, 2021 წელი

გრინჰილის ოჯახი

14
დაკოპირებულია

დღეს, როცა სამშვილიანი ოჯახი მრავალშვილიანად ითვლება, 20 და მეტი შვილის ყოლა ფანტასტიკის სფეროს ჰგავს. გეპატიჟებით ექსკურსიაზე ჩვენი პლანეტის ისტორიაში უდიდეს ოჯახებში...

1. ვასილიევის ოჯახი

ამ დრომდე მრავალშვილიანობის რეკორდსმენად გლეხი ფიოდორ ვასილიევის მეუღლე ითვლება. ის გინესის რეკორდების წიგნში შევიდა როგორც ყველაზე მრავალშვილიანი დედა. XVIII საუკუნეში გლეხმა ვასილიევამ 69 შვილი გააჩინა !!! რეკორდული რაოდენობის შთამომავლობა მან 27 მშობიარობის შედეგად 1725-1765 წლების განმავლობაში დატოვა. ვასილიევას 16-ჯერ ტყუპები ეყოლა, შვიდჯერ სამ-სამი ბავშვი, ხოლო ოთხჯერ ოთხ-ოთხი. კიდევ უფრო დაუჯერებელია, რომ ვასილევას ყველა თითქმის ყველა ბავშვი (ორის გარდა) ჯანმრთელი დაიბადა და მათ ზრდასრულ ასაკს მიაღწიეს.

2. ლეონტინა ალბინა

ლეონტინა ალბინამ, რომელიც ახლა ჩილეში ცხოვრობს, 40 წლის განმავლობაში 55 შვილი გააჩინა. ამიტომ, ამ ქალბატონის ოჯახი ჩვენს რეიტინგშისაპატიო მეორე ადგილს იკავებს.

3. გრინჰილის ოჯახი

ახლა მე -17 საუკუნეში გადავიდეთ. ინგლისში, გრინჰილების ოჯახში 39 ბავშვი დაიბადა. ტომას გრინჰილი საკმაოდ ცნობილი ინგლისელი ქირურგი იყო. გარდა ამისა, ის აქტიურად შეისწავლიდა ბალზამირების ტექნიკას და წიგნიც კი გამოსცა სახელწოდებით "ბალზამირების ხელოვნება". ტომასი იყო ყველაზე პატარა – 39-ე შვილი ელიზაბეტ და უილიამ გრინჰილებისა. საინტერესოა, რომ ამ ქალბატონს მხოლოდ ორჯერ ეყოლა ტყუპები, ეს კი ნიშნავს, რომ მან 37-ჯერ იმშობიარა. 54 წლის მრავალშვილიანი დედა ელიზაბეტ გრინჰილი ამბობდა, რომ კიდევ რამდენიმე ბავშვის გაჩენა შეეძლო, ცხოვრებისეული გარემოებები რომ არა...

4. გინესის ოჯახი

და ისევ XVIII საუკუნე. ცნობილი ირლანდიელი ლუდის მხარშავის არტურ გინესის და ოლივია უიტმორის ოჯახში 21-ე ბავშვი დაიბადა. წლების შემდეგ შვილებიდან სამმა მამის საქმე გააგრძელა, ამიტომ ჯერ კიდევ არსებობს ლუდის ბრენდი, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახის უფროსის სახელს - „Guinness“ ატარებს.

5. კროკერის ოჯახი

ჰენრი უილსონ კროკერმა და ანა ჟოზეფინმა ასევე 21 შვილი გაზარდეს.

6. ნამენის ოჯახი

უკრაინაში ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი ჩერნოვცის რაიონის სოფელ ოსტრიცაში ცხოვრობს. ელეანორა და იანუშ ნამენის მორწმუნე ოჯახი 20 შვილს ზრდის.

7. ბობის ოჯახი

თანამედროვეობის ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი ახლა ამერიკაში ცხოვრობს. ჯიმ ბობისა და მიშელ დაგარის ოჯახში 19 შვილი იზრდება. კითხვაზე - როგორ უმკლავდებით ამდენი ბავშვის მოვლას? - მიშელი, ყოველთვის პასუხობს, რომ უფროსი ბავშვები პატარების მოვლაში ეხმარებიან.


საქართველოში მრავალშვილიანი დედის სტატუსი 1990-იან წლებში, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს განისაზღვრა. ამ სტატუსით მრავალშვილიანად ითვლებოდა დედა, რომელსაც 3 და მეტი შვილი ჰყავდა, თუმცა მოგვიანებით ეს დეფიცინია შეიცვალა და ახლა საქართველოში მრავალშვილიანად ითვლება დედა, რომელსაც 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ ღებავენ თვითმფრინავებს თეთრად...

რატომ ღებავენ
თვითმფრინავებს თეთრად?

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი

შენობა, რომელიც დამოუკიდებლად თბება...

პასიური სახლები - მომავლის
პროექტი

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადა...

სან პედროს ციხე ბოლივიაში