საკნატუნო ამბები

5 ფილმი ვიქტორიანულ ეპოქაზე

სალომე ჩაჩიბაია

14:00 კვი. 24 იანვარი, 2021 წელი

VICTORIA

14
დაკოპირებულია

დიდ, ფუშფუშა კაბასა და ვიქტორიანული წვეულების მასპინძლობაზე ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გოგოს უოცნებია, მაგრამ გაინტერესებთ, სინამდვილეში როგორ ცხოვრობდნენ ამ ეპოქის ქალები? ამ ბლოგში გაგაცნობთ ფილმებს, რომლებშიც XVIII-XIX საუკუნის ამბებია მოთხრობილი.

1. ვიქტორია/Victoria (2016 წ. დიდი ბრიტანეთი)

დავიწყოთ იმით, თუ როგორ გაჩნდა ვიქტორიანული ეპოქა. ამისთვის ერთი პატარა გოგოს ისტორია უნდა იცოდეთ, რომელიც დედოფალი მოუმზადებლად ხდება. მისი შესაშური გამბედაობა, თავდაჯერებულობა და ინიციატივიანობა შესაძლოა თქვენს ინსპირაციად იქცეს.

2. სიამაყე და ცრურწმენა/PRIDE & PREJUDICE (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი)

იმედი მაქვს, მისტერ დარსის უკვე შეხვედრიხართ, მაგრამ ეს ფილმი ხომ მოსაწყენი არასდროს არ გახდება? ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია იმდროინდელი ქალის ხასიათს ისევე ზუსტად ასახავს, როგორც კაცის.

3. სახიფათო სილამაზე/DANGEROUS BEAUTY (1998 წ. აშშ)


კურტიზანი ქალების შესახებ ყველას გვსმენია. ეს ფილმი ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი კურტიზანი ქალის სიყვარულის სკანდალური ამბავი. მის სუფთა გულს ჭეშმარიტი სიყვარული სტანჯავს ერთი ახალგაზრდის მიმართ, რომელიც მაღალ წრეს ეკუთვნის.

4. საოცარი კეთილშობილება/AMAZING GRACE (2006 წ. დიდი ბრიტანეთი, აშშ)

მე-18 საუკუნის ბოლოს აფრიკიდან, დაახლოებით, 11 მილიონზე მეტი კაცი, ქალი და ბავშვი წაიყვანეს, რათა ისინი მონებად ექციათ. მონათმფლობელობას ყველა მხარს უჭერდა, გარდა მცირე გამონაკლისისა. უილიამ უილბერფოსი – პოლიტიკოსი, რომელიც ცნობილია თავისი მომხიბვლელობით, ჭკუით და მიზანსწრაფულობით. თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, ის უკვე თავისი კარიერის დასაწყისში იყო ძალიან კეთილშობილ და მამაც ადამიანად აღიარებული.

5. ლაიმჰაუზის გოლემი/ THE LIMEHOUSE GOLEM (2017, დიდი ბრიტანეთი)

თუ რომანტიკა არ გიზიდავთ და ვიქტორიანული ეპოქის სხვა მხრიდან დანახვა გსურთ, ამ თრილერს გირჩევთ. 1880 წელს ლაიმჰაუზში მკვლელობები ხდება. რომელშიც გოგონას სდებენ ბრალს. მაგრამ არის კი ის რეალურად დამნაშავე? ინსპექტორს ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად და საქმის გასახსნელად ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები