5 საუკეთესო ფილმი დედოფალ ელისაბედ II-ის ცხოვრებაზე
19:46 შაბ. 10 სექტემბერი, 2022 წელი
ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის ცხოვრება ყოველთვის საინტერესო იყო. მის შესახებ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს, სერიალებს და მულტფილმებსაც კი იღებდნენ. რეჟისორებს ყველაზე მეტად დედოფლის მარტოობის თემა აინტერესებდათ, საზოგადოებას კი ბუკინგემის სასახლის დახურული კარს მიღმა მყოფთა ცხოვრება იზიდავდა.
დედოფალი წიგნების დიდი მოყვარული იყო, თუმცა განსაკუთრებით, ცხენებზე და ჯირითზე დაწერილი წიგნები იზიდავდა;
ელისაბედ II-ის ტახტზე ასვლის საიუბილეო თარიღებზე მოწვეულ სტუმრებს შორის ყოველთვის იყვნენ მსოფლიოში ცნობილი ადამიანები: პოლ მაკარტნი, ელტონ ჯონი, ფილ კოლინზი, დიურან დიურანი და ა.შ.
ბრიტანეთის დედოფლის შესახებ შექმნილი ფილმებს ყოველთვის უამრავი მაყურებელი ჰყავდა. გთავაზობთ ერთად გავიხსენოთ ელისაბედ II-ის შესახებ შექმნილი საუკეთესო ფილმები:
„მისი უდიდებულესობა“ (2001)
ამერიკელი კონოპროდიუსერის მარკ გორდონის ფილმი ძირითადად, ბავშვებზეა. ფილმის მთავარი გმირი გოგონაა, რომელიც ოცნებობს, რომ დედოფალი ელისაბედი ახალ ზელანდიაში, მის მშობლიურ ქალაქს ეწვევა. ფილმში მთავარ როლს სალი ენდრიუსი ასრულებს.
„დედოფალი“ (2005)
სტივენ ფრეარსის მიერ 2005 წელს გადაღებული ფილმი ელისაბედ II-ის შესახებ გადაღებულ ფილმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.
ფილმში დედოფლის როლს ბრწყინვალედ ასრულებს ჰელენ მირენი, რომელმაც ამ როლისთვის დამსახურებული ოსკარი მიიღო. მსახიობსა და დედოფალს შორის საოცარი გარეგნული მსგავსებაა, რომელიც შეუძლებელია, ვერ შენიშნო.
ფილმის სიუჟეტი 1997 წელს, პრინცესა დიანას გარდაცვალების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ასახავს. ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერია, ქვეყანა გლოვობს. დედოფალი შოტლანდიაში, ბალმორალის ციხესიმაგრეში განმარტოვდა, რათა მომხდარი ტრაგედიის მასშტაბი გაიაზროს. სხვათა შორის, სწორედ ამ ციხესიმაგრეში გარდაიცვალა ელისაბედი 2022 წლის 8 სექტემბერს.
ამბობენ, რომ თავად დედოფალმა ფილმის ნახვა ვერ შეძლო, რადგან ის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ცუდ დღეებს ახსენებდა.
„მეფის სიტყვა“ (2010)
ეს ფილმი, ელისაბედ II-ის ცხოვრებაზე გადაღებულ ფილმებს შორის, „დედოფლის“ შემდეგ, ყველაზე პოპულარული ფილმია. ფილმში ელისაბედის მამის, მეფე ჯორჯ VI -ის როლი კოლინ ფერტმა განასახიერა. მეფე საჯარო გამოსვლებთან შეუთავსებელი დაავადებით - სლოკინით იტანჯებოდა. როდესაც მეფემ მეორე მსოფლიო ომის დაწყების შესახებ თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა, პრინცესები ელისაბედი და მარგარეტი დარბაზში იმყოფებოდნენ. 11 წლის ფრეია უილსონმა შესანიშნავად გაართვა თავი ნორჩი პრინცესის როლის შესრულებას.
„ლონდონური არდადეგები“, 2015 წელი
ჯულიან ჯაროლდის კომედია ახალგაზრდა ელისაბედის ცხოვრების ერთ დღეს ასახავს. 1945 წლის 8 მაისის ღამეს, ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავად, პრინცესებს ელისაბედს და მარგარეტს მშობლებმა სახალხო ზეიმზე დასასწრებად სასახლის დატოვების უფლება მისცეს.
დებმა სასახლე ორი შეიარაღებული მცველის თანხლებით დატოვეს, რომლებმაც პრინცესები ხალხის მასაში დაკარგეს. მხიარული ფილმი, რომელიც მომავალი დედოფლისა და შემთხვევით გაცნობილი სამხედროს რომანტიკულ ურთიერთობებს ასახავს, შეგვახსენებს, რომ ერთხელ შეგვახსენებს, რომ მონარქებიც ადამიანები არიან.
„გვირგვინი“, 2016 წ
ეს კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სერიალია (თითო სერიის ბიუჯეტი 5 მილიონ დოლარს შეადგენს). პიტერ მორგანის სერიალის გამოსვლა დედოფლის 90 წლის იუბილეს დაემთხვა.
პირველი სეზონის სიუჟეტი 1947 წელს, ელისაბედისა და პრინცი ფილიპის ქორწილით იწყება და 1955 წელს, ელისაბედის დის, პრინცესა მარგარეტის პიტერ ტაუნსენდთან ნიშნობის გაუქმებით მთავრდება.
სერიალის მეექვსე და ჯერჯერობით ბოლო სეზონი 2000-იანი წლების პირველ ნახევარს ეძღვნება.
პირველ სეზონებში მთავარ როლებს კლერ ფოი (ელისაბედ II), მეტ სმიტი (დედოფლის ქმარი, პრინცი ფილიპი) და ვანესა კირბი (დედოფლის და მარგარეტი) ასრულებდნენ.
მესამე სეზონში ისინი ოლივია კოლმანმა, ტობიას მენზისმა და ჰელენა ბონემ კარტერმა შეცვალეს.
სერიალი ბრწყინვალე სამსახიობო გუნდით, კარგი დრამატურგიით, შესანიშნავი რეჟისურით და ოპერატორების მაღალხარისხიანი პროფესიონალიზმით გამოირჩევა. ფილმი საუკეთესო სახელმძღვანელოა ინგლისის მონარქიის ისტორიის შესახებ.
ასევე საინტერესოა:
„ის ჩემი მთავარი საყრდენი იყო“ - ელისაბედ II-ს და პრინც ფილიპეს სიყვარულის ისტორია
სიახლეები ამავე კატეგორიიდან