საკნატუნო ამბები

7 ფილმი ღალატზე

სალომე ჩაჩიბაია

23:28 ხუთ. 14 იანვარი, 2021 წელი

მოღალატე

14
დაკოპირებულია

რატომ ღალატობენ წყვილები და რა ხდება შემდეგ? - ამ შეკითხვებს ჰოლივუდმა არაერთი კინოშედევრი მიუძღვნა.  

 

სხვა ქალი

რა მოხდება, თუ ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ ქმარი გღალატობს? სანამ საკუთარ ვერსიაზე დაფიქრდებით, უმჯობესია ლესლი მენის პერსონაჟი გაიცნოთ. მისი გმირი - მზრუნველი, ერთგული ცოლი, რომელიც ქმრის საყვარლის შესახებ იგებს, ნამდვილად გაგაოცებთ.


საბედისწერო ლტოლვა

ფილმი რამდენიმე ჟანრს აერთიანებს - თრილერი, მელოდრამა, რომანტიკა. იურისტ დენ გალაჰერს ბედნიერი ოჯახი აქვს. მიუხედავად ამისა ის ალექს ფორესტთან ერთად ვნებიან უიქ-ენდს ატარებს. მაგრამ ამ ჩვეულებრივ ინტრიგას, რომელსაც დენი მნიშვნელობას არ ანიჭებს, წარმოუდგენელი შედეგები მოჰყვება. სიყვარულით და საბედისწერო ლტოლვით შეპყრობილი ფორესტი, რომელსაც ფსიქოპატური გადახრებიც აქვს, დენის დევნას და შანტაჟს იწყებს.


გზაჯვარედინი

კაცები ღალატობენ. ყველგან და ყველა დროში, მაგრამ რა ხდება მათ გონებაში მაშინ, როცა ცხოვრებისეულ გზაჯვარედინზე აღმოჩნდებიან? ვის ირჩევენ და რის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას? კაცის ფიქრების წაკითხვაში რეჟისორი მარკ რაიდელი გვეხმარება. რიჩარდ გირი კი მოღალატე ქმრის საუკეთესო ვერსიას შეუდარებლად ასახიერებს.


როდანტეს ღამეები

ოჯახის დანგრევა რთულია, მაშინაც კი, როცა გააზრებული გაქვს შენი ბედი. ეგუები იმას, რომ შენი ქორწინება უიღბლო გამოდგა. მაგრამ რა უნდა ქნა მაშინ, როცა ცხოვრება ახალ შანსს გაძლევს? როცა დაუგეგმავად პოულობ ადამიანს, რომლის ისტორიაც ძალიან ჰგავს შენსას? პასუხის ერთ ვერსიას ამ ფილმში იპოვით.


მოღალატე

ქორწინებას დროთა განმავლობაში ისე გასდის ყავლი, როგორც ამის დამაგასტურებელ მოწმობას... და რა ხდება შემდეგ? ასეთ დროს, როცა თითქოს შენს ბედისთვის ცხოვრებას განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს, ჩნდება ვიღაც, მესამე პირი... კონი დედა და მეუღლეა. მისმა 11-წლიანმა ქორწინებამ ედუარდთან, ვნება დაკარგა. კონი წიგნების სიმპატიურ კოლექციონერს, პოლს გადაეყრება და მასთან რომანს გააბამს. თუმცა ედუარდი მალე ეჭვს აიღებს. როგორ მოიქცევა ის - დათმობს თუ არა ცოლს ?

ქლოი

ამანდა სეიფრიდის, ჯულიანა მურისა და ლიამ ნისონის ერთ ფილმში ხილვა მაშინაც კი სასიამოვნოა, თუ ისინი ერთმანეთის მოქიშპეები არიან. ჯულიანისა და ლიამის პერსონაჟების იდეალური ოჯახი ყინულის სასახლესავით ნელ-ნელა მიწასთან სწორდება და მისგან არაფერი რჩება. მათი ტრაგედია მაყურებელს საკუთარ ოჯახში „დირეს“ დანახვაშიც შეიძლება დაეხმაროს.

ტიტების სურნელი

ფილმის სიუჟეტი მეჩვიდმეტე საუკუნის ჰოლანდიაში ვითარდება. მდიდარი მამაკაცი ღარიბ მხატვარს პორტრეტების დასახატად იქირავებს. რა შეიძლება მოხდეს, როცა ნახევრად უცნობ ადამიანს სახლში უშვებ? ერთი შეხედვით ბანალური სცენარი ბევრი დამაფიქრებელი დეტალით მრავალფეროვნდება.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები