საკნატუნო ამბები

კადრში და-ძმასთან ერთად - ვარსკვლავების ნათესავები, რომლებიც მაყურებელმა ვერ შეამჩნია

fun time

18:00 ორშ. 4 იანვარი, 2021 წელი

უცხოელი მსახიობები
კადრში

14
დაკოპირებულია

ჩვენი დღევანდელი მიმოხილვის გმირებს მაყურებელი დიდი ხანია იცნობს და აღიარებს. ამასთან, ზოგიერთ მათგანს თითქმის მასავით პოპულარული და ან ძმა ჰყავს.  ზოგჯერ მაყურებლები ვერც კი ხვდებიან, რომ კადრში, მათი კერპის ნაცვლად ან მის გვერდით, ვარსკვლავის უახლოესი ნათესავი ჩნდება. 

 

პენელოპე და მონიკა კრუსები

მაყურებელმა ვერც კი შენიშნა, რომ ფილმის „კარიბის ზღვის მეკობრეები უცხო ტალღებზე“ ზოგიერთ სცენაში, პენელოპე კრუსის ნაცვლად, კადრში მისი უმცროსი და ჩნდება. საქმე ის გახლავთ, რომ იმ დროს პენელოპე უკვე შვილს ელოდა და რეჟისორები იძულებული გახდნენ, მთელ რიგ სცენებში პენელოპა მონიკათი ჩაენაცვლებინათ. დისგან განსხვავებით, მონიკას ბავშვობიდან ცეკვა უფრო იზიდავდა, ვიდრე სამსახიობო ხელოვნება. მონკა კრუსიც გადაღებულია რამდენიმე ფილმში, მაგრამ არა ისე აქტიურად, როგორც პენელოპე.

უილ სმიტი და მისი შვილები ჯეიდენი და ვილოუ

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი გადაღებებში თავადაც აქტიურად მონაწილეობს და კინოხელოვნებაში შვილებს - ჯეიდენსა და უილოუსაც რთავს. უილ სმიტმა შვილთან, ჯეიდენთან ერთად, ორ ფილმში ითამაშა. ქალიშვილი კი მამასთან ერთად გამოჩნდა ფილმში „მე ვარ ლეგენდა".

მაკოლეი და კირან კალკინები

მაკოლეი კალკინს შეუძლია იამაყოს, რომ ფილმის „მარტო სახლში" გამოსვლის შემდეგ იგი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბავშვი-მსახიობი გახდა. ამავე საშობაო კომედიაში ითამაშა მაკოლეის უმცროსმა ძმამ კირანმა, რომელიც ფილმშიც მთავარი გმირის ძმას განასახიერებს. დღეს კირან კალკინის ფილმოგრაფიაში 20-ზე მეტი როლია, მაგრამ ჯერჯერობით უფროსი ძმის წარმატებასთან მიახლოებაც კი ვერ მოახერხა.


მილა იოვოვიჩი და ევერ ანდერსონი

2016 წელს მილა იოვოვიჩი ქალიშვილი ერთად გამოჩნდა ფილმში „ბოროტების სავანე: ბოლო თავი“. მილა მთავარი პერსონაჟის როლს ასრულებდა, ხოლო მისი უფროსი ქალიშვილი ევერ ანდერსონი მეორეხარისხოვან როლში ვიხილეთ. ვარაუდობენ, რომ ოდესმე შვილი ცნობილი დედის წარმატებას გაიმეორებს. ბოლოს და ბოლოს, ის 12 წლის ასაკში ისეთი მოდური გამოცემების გარეკანზე გამოჩნდა, როგორებიც არის: Jalous, Love და Vogue Bambini.

ანჯელინა ჯოლი და ვივიენ მარჩელინი ჯოლი-პიტი

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილის, პატარა ვივიენის გამოჩენა ფილმში „მალეფიცენტი“ იძულებითი ზომა იყო. საქმე იმაშია, რომ სხვა ბავშვებს, რომლებსაც ხუთი წლის ავრორას როლზე კინოსინჯებში იღებდნენ, ანჯელინა ჯოლის დანახვაც კი ისტერიკაში აგდებდათ, მხოლოდ ვივიენმა აღიქვა მშვიდად დედა ბოროტი ჯადოქრის მაკიაჟში.

ანჯელინა ჯოლი და მისი მშობლები: ჯონ ვოიტი და მარჩელინ ბერტრანი

ანჯელინა სულ პატარა გოგონა იყო, როცა მსახიობ მშობლებთან ერთად ითამაშა ფილმში „გამოსავლის ძიებაში“. სწორედ ამ ფილმის შემდეგ დაიწყო მომავალმა ვარსკვლავმა იმაზე ფიქრი, რომ მშობლების კვალს გაჰყოლოდა. მოგვიანებით, ანჯელინა მამასთან ერთად გამოჩნდა ფილმში „ლარა კროფტი: სამარხების მცველი“, რომელმაც უდიდესი აღიარება მოუტანა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები