საკნატუნო ამბები

ყველაზე უსაფრთხო, საშიში და გრძელი - 10 საინტერესო ფაქტი ავტომობილებზე

fun time

16:00 ხუთ. 20 ივნისი, 2024 წელი

10 ფაქტი ავტომობილებზე

14
დაკოპირებულია

იცოდით, რომ მსოფლიოში პირველი ავტოავარია 1891 წელს, ოჰაიოს შტატში მოხდა? საჭესთან ჯეიმს უილიამ ლამბერტი იჯდა. იგი ერთცილინდრიანი ბენზინის ავტომობილით მოძრაობდა, რომელიც ხის ფესვს შეეჯახა და დაზიანდა.  ამის შემდეგ ავტომობილების მწარმოებლებმა უფრო უსაფრთხო მანქანების შექმნა დაიწყეს. 

 

ჩვენ გიამბობთ 10 საინტერესო ფაქტს ავტომობილების შესახებ.

1. სტატისტიკის თანახმად, ავარიები უმეტესად ყურადღების მოდუნებიდან პირველ სამ წამში ხდება. მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა ავარიაში მოხვედრის შანსს თითქმის 23-ჯერ ზრდის.

2. სტატისტიკის თანახმად, ავარიები, რომელშიც მამაკაცი მძღოლები მონაწილეობენ, გაცილებით მძიმე შედეგებით სრულდება, ვიდრე ქალი მძღოლების შემთხვევაში.

3. კრუიზ კონტროლი, რომელმაც მძღოლებს ცხოვრება გაუადვილა, უსინათლო ინჟინერმა, რალფ ტიტორმა 1950 წელს შექმნა.

4. ვოლვო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ავტომობილად ითვლება. სხვათა შორის, თანამედროვე უსაფრთხოების ღვედები სწორედ ამ კომპანიამ გამოიგონა, მაგრამ გამოგონების პატენტი არ აუღია. პირველი, ოფიციალურად დაპატენტებული ღვედი ავტომობილისთვის ამერიკელმა ედვარდ ჯ. კლაგჰორნმა შექმნა 1885 წლის 10 თებერვალს, რათა ნიუ-იორკის ტაქსებში ტურისტები უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ.

5. მსოფლიოში ყველაზე გრძელი მანქანა 30,5 მეტრი სიგრძისაა და 26 საბურავი აქვს. ამ გიგანტში კომფორტულდ მოთავსება 50 ადამიანს შეუძლია. ის 100 კმ-ზე დაახლოებით, 235 ლიტრ საწვავს მოიხმარს და საკუთარი საცურაო აუზი, ჯაკუზი, სოლარიუმი და ვერტმფრენის მოედანიც კი აქვს.

6. ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, როგორ არქმევენ ავტომწარმოებლები თავიანთ მანქანებს სახელებს? მაგალითად, კომპანია Volkswagen ქარის სახელებს იყენებს. მაგალითად, Polo „პოლარული ქარია“, Jetta - „ჰაერის ჭავლი“, ხოლო Passat „პასატი“ - მუდმივი ქარი.

7. ყველაზე ძვირად ღირებულ 2 საათიანი პარკინგის მქონე ქალაქების რეიტინგში (ქუჩის მიღმა) ლიდერი ნიუ იორკია, სადაც ღირებულება, არც მეტი არც ნაკლები, 43,10 დოლარია. მეორე ადგილს სიდნეი იკავებს, მესამე კი ბრისბენია.

რაც შეეხება ქუჩებს, ლიდერი ამსტერდამი ყოფილა, სადაც 2 -აათიანი პარკინგის ფასი 13,31 დოლარს შეადგენს. შემდეგ ადგილებზე არიან – ჩიკაგო, სეული, ჰელსინკი და ბერლინი.
რაც შეეხება თავად ქვეყნებს, მათი სია ასე გამოიყურება – სამხრეთ კორეა, ნიდერლანდები, ნორვეგია და რუსეთი.
და ბოლოს, დღიური პარკინგი ყველაზე ძვირი ამსტერდამელებს უჯდებათ, სადაც ფასი 53,23 დოლარს შეადგენს.

8. ყველაზე მოგებიანი ავტომწარმოებელი კომპანიაა Toyota. იაპონური ბრენდი 2010 წლიდან გაყიდვების ლიდერია. 2022 წლის სტატისტიკის გათვალისწინებით, Toyota-მ 8,327,862 მანქანა გაყიდა. შედარებისთვის: ფოლკსვაგენმა იმავე პერიოდში 4 741 001 მანქანა გაყიდა.

9. მანქანის მართვის დროს მძღოლების თითქმის 90% საკუთარ თავს ესაუბრება ან მღერის.

10. კვლევების მიხედვით, ავტომობილისთვის ყველაზე საშიში ფერი, რომელიც გზაზე ყველაზე ნაკლებად მოჩანს, შავია. ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება თეთრი, ყვითელი და ოქროსფერი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?

რატომ აშრობენ იტალიელები სარეცხს ქუ...

იტალიური ტრადიციები

ახალი კვლევა — დისტანციური მუშაობა...

დისტანციური მუშაობა და
შობადობის ზრდა

11 ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში საუკ...

11 ქვეყანა, რომელსაც
მსოფლიოში საუკეთესო
მედიცინა აქვს

რატომ არის თვალის მწვანე ფერი იშვია...

რატომ არის თვალის მწვანე
ფერი იშვიათი?