საკნატუნო ამბები

მაიკლ ჯექსონის ანტიგრავიტაციული ილეთის საიდუმლო, რომელმაც მეფეს მოსკოვში უმტყუნა

fun time

16:00 კვი. 24 ოქტომბერი, 2021 წელი

მაიკლ ჯექსონის
ანტიგრავიტაციული
ფეხსაცმელი

14
დაკოპირებულია

პოპის მეფე უდიდეს შრომას დებდა თავის სიმღერებში და თითოეულ მოძრაობაზე ბევრს მუშაობდა. მაიკლ ჯექსონი გამუდმებით ცდილობდა მსმენელის გაოცებას. მან, თავისი ერთ-ერთი გამოგონებით, მსოფლიო მიზიდულობის კანონს „სილა გააწნა“!

მუსიკალურ კლიპში „Smooth Criminal“ (მოხერხებული დამნაშავე), რომელიც 80-იან წლებში შეიქმნა და აღიარებულია, როგორც ჯექსონის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი, თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი მომღერალი ცეკვის დროს შთამბეჭდავ ილეთს აკეთებს - მიწასთან 45 გრადუსზე საოცარი სიმსუბუქით იხრება.
ალბათ, მაშინ ბევრი მიხვდა, რომ აქ, სადღაც, ტექნიკური საიდუმლოება იმალებოდა.

დადგმას ხელმძღვანელობდა ვიზუალური ეფექტების საუკეთესო სპეციალისტი კოლინ ჩილვერსი, რომელსაც იმ დროისთვის უკვე გადაღებული ჰქონდა ლეგენდარული „სუპერმენი“.

„იმ ტრიუკის მოფიქრება არ იყო რთული. მას შემდეგ, რაც სუპერმენს „ფრენა ვასწავლეთ“, მე ვიცოდი, რომ მაიკლისთვისაც მოვიფიქრებდი ხერხს, რომლის დახმარებითაც იგი 45-გრადუსიანი კუთხით გადაიხრებოდა.

თავიდან კლიპში მონაწილე 46-ვე მოცეკვავის ფეხსაცმელი იატაკზე დავაჭედეთ, თუმცა მაიკლი მათზე მეტად იხრებოდა. სინქრონულობის შესანარჩუნებლად რაღაც უნდა მოგვეფიქრებინა და ეს რაღაც იყო ტროსები, რომლებითაც მაიკლს დანარჩენების დონეზე ვაჩერებდით“, - ჰყვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში ჩილვერსი.


დიახ, ვიდეოში ამის გაკეთება რთული არ იყო, თუმცა ვიდეორგოლის შემდეგ პოპის მეფემ გადაწყვიტა, „ანტიგრავიტაციული ტრიუკი“ სცენაზე, ცოცხალი შესრულებისას გაემეორებინა!

მომღერალი მშვენივრად ხვდებოდა, რომ Live-ში ამის გაკეთება გაცილებით რთული იქნებოდა, ამიტომ პატარა ეშმაკობა მოიფიქრა - ორ თანამოაზრესთან ერთად, შეიმუშავა მოჭიდების მექანიზმი, რომელიც სცენის იატაკსა და მოცეკვავის ფეხსაცმელში დაამონტაჟა.

საიდუმლო სისტემა ორი ელემენტისგან შედგებოდა - სოკოს ფორმის დამჭერებისგან, რომლებიც სცენაზე საჭირო დროსა და ადგილზე ჩნდებოდა და სპეციალური ფეხსაცმლისგან.
1993 წელს ჯექსონმა და მისმა თანაავტორებმა „ჯადოსნური ფეხსაცმელი“ დააპატენტეს კიდეც.

ამ საუკეთესო მიგნებამ ყველამ დააჯერა, რომ პოპის მეფემ გრავიტაცია დაამარცხა.
ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა...

1996 წელს მოსკოვში გამართულ კონცერტზე ფეხსაცმლის ერთ-ერთი დამჭერი მოეშვა და მომღერალი სცენაზე დაეცა.

გაფუჭებული ფეხსაცმლის წყვილი და მისი დამჭერი ჯექსონის სიკვდილამდე მოსკოვის Hard Rock Cafe-ში დარჩა. შემდეგ კი აუქციონზე კოლოსალურ თანხად - 600 000 დოლარად გაიყიდა.

🔰:

გენიოსების გამოგონებები, რომლებითაც ყოველდღე ვსარგებლობთ

10 მნიშვნელოვანი გამოგონება, რომელთა ავტორები ქალები არიან!

6 ისტორიული პიროვნება, რომელთა სახელებიც კერძებს და ნივთებს ეწოდა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები