საკნატუნო ამბები

„მოსეს ბილიკი“ - თანამედროვე სასწაული, რომელიც ბიბლიურ სიუჟეტს იმეორებს

fun time

18:00 ხუთ. 15 ივლისი, 2021 წელი

მოსეს ბილიკი კუნძულ
ჩინდოსთან

14
დაკოპირებულია

თუ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე სამხრეთ კორეის კუნძულ ჩინდოს სიახლოვეს მოხვდებით, შეიძლება ბიბლიური სიუჟეტის მსგავს მოვლენას შეესწროთ - ზუსტად ისე, როგორც მოსეს წინაშე გაიხსნა ზღვა, კუნძულ მოდოსა და ჩინდოს შორის წყალი ერთი საათით შუაზე იყოფა და 2,8 კმ სიგრძისა და 40 მ სიგანის გზას ხსნის.

მეცნიერების ვარაუდით 👇:

ზღვის წყლების გაყოფა მთვარის ციკლისა და მასზე დამოკიდებული მოქცევა-მიქცევის გამო ხდება. ამ საოცარი მოვლენის სანახავად მსოფლიოს ყველა კუთხიდან უამრავი ტურისტი ჩადის.

3-კილომეტრიანი ბიბლიური ბილიკი ჩოლა-ნამდოს პროვინციაში მდებარეობს. ტურისტები ამ ადგილს ყველაზე ხშირად მაისში სტუმრობენ, თუმცა უფრო ძლიერი გადინება შემოდგომასა და ზამთარს ახასიათებს. ტურისტები და ადგილობრივი მცხოვრებნი შუაგულ ზღვაში სასწაულებრივად გაჩენილ ბილიკზე სეირნობენ და ზღვის სუვენირებს აგროვებენ.

ამ ფენომენის შესახებ მსოფლიომ საფრანგეთის ელჩის პიერ რანდის წყალობით შეიტყო, რომელმაც 1975 წელს, ჩანდოში ვიზიტის შემდეგ ადგილობრივ გაზეთში სტატია გამოაქვეყნა.
ამ მოვლენაში ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ „მოსეს ბილიკზე“ გავლა მატერიკიდან კუნძულამდეა შესაძლებელი.

კორეელებს ამ ფენომენის საკუთარი ახსნა აქვთ 👇:

ლეგენდის თანახმად, პატიმარი, სახელად სონ დონ ჩჟინი კუნძულ ჩეჩჟუდოზე გადაასახლეს. გზაში გემი საშინელ შტორმში მოჰყვა და ჩაიძირა, თუმცა სონიმ და მისმა ახლობლებმა გადარჩენა და უახლოეს კუნძულამდე, ჩინდომდე მიღწევა შეძლეს.

დონ ჩჟინის შთამომავლები კუნძულზე 200-ზე მეტი წლის მანძილზე ცხოვრობდნენ და გამუდმებით კუნძულის ბინადარი ვეფხვების მოგერიება უწევდათ.
საბოლოოდ, ვეფხვებისგან თავის დასაღწევად, უახლოეს კუნძულ მოდოზე გადასახლება გადაწყვიტეს, თუმცა სიჩქარეში ერთი მოხუცი ქალი ჩინდოზე დარჩათ.

ატირებული ქალი ზღვის დრაკონს შეევედრა, რომ გზა გაეხსნა და ახლობლებამდე მიღწევაში დახმარებოდა. ზღვის დრაკონმა ქალის მუდარა შეისმინა, წყალი შუაზე გაიხსნა და ქალი ოჯახს შეუერთდა.

მას შემდეგ, კუნძულზე ყოველწლიურად იმართება მოხუცი ქალისა და ზღვის დრაკონის მიერ მოხდენილი სასწაულის გასახსენებელი რიტუალი.
„მოსეს ბილიკს“ კი მოხუცი ქალისა და ვეფხვების ძეგლები ამშვენებს.

⚪⚪⚪

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზღვა მხოლოდ 1-2 საათით იხსნება, ამიტომ ტურისტები ჩქარობენ, რომ მოქცევამდე ნაპირზე გასვლა მოასწრონ.
მათ, ვინც დროში ვერ ჩაეტევა, საგანგებოდ მობილიზებული მაშველები და პოლიციელები ეხმარებიან.

🔰🔰🔰

რა დაემართება დედამიწას ადამიანების გარეშე?

პასაჟ დუ გუა - გზა, რომელიც დღეში ორჯერ ზღვით იფარება

5 ადგილი დედამიწაზე, რომელსაც „პატრონი არ ჰყავს“


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კვლევა: თუ გსურთ გოგოს მოეწონოთ, ნუ...

კვლევა: თუ გსურთ გოგოს
მოეწონოთ, ნუ იღიმით!

ყველაზე ძვირად ღირებული ქსოვილი მსო...

ყველაზე ძვირად ღირებული
ქსოვილი მსოფლიოში

ნამიბიის ვარდისფერი მაცივარი - უდაბ...

ნამიბიის ვარდისფერი
მაცივარი

ხორცი, რომელიც 15 წელი ინახება – ფრ...

ფერმერი ალექსანდრე
პოლმარი

5 ქვეყანა, რომელსაც ბირთვული ომის შ...

5 ქვეყანა, რომელსაც
ბირთვული ომის
შემთხვევაში გადარჩენის
შანსი აქვს

რატომ ამრავლებდნენ II მსოფლიო ომის...

რატომ ამრავლებდნენ ომის
წლებში ბაბუაწვერას?

ახალი კვლევა: ქალის მენჯის ფორმა ჯა...

მენჯის ფორმა და
ჯანმრთელობა

შავი კბილები - ქმრისადმი ერთგულების...

შავი კბილების ტრადიცია -
ოჰაგურო

„ლუდის მოყვარულთა პარტია“ - იუმორის...

ლუდის მოყვარულთა პარტია