საკნატუნო ამბები

მუყაოს სახლი, რომელსაც ერთ დღეში ააშენებთ და 100 წელი გაძლებს

fun time

16:00 სამ. 25 იანვარი, 2022 წელი

ჰოლანდიური კომპანია Fiction
Factory-ის ინოვაციური პროექტი

14
დაკოპირებულია

ამ კომპაქტური სახლის კონსტრუქციაში დაპრესილი, მტკიცე მუყაო გამოიყენება. ამგვარი სახლი 24 საათში იწყობა და, მინიმუმ, 100 წელს ძლებს, - გვარწმუნებს ჰოლანდიური კომპანია Fiction Factory, რომელმაც ეს ინოვაციური პროექტი წარმოადგინა.

ერთი სახლის ფასი 30 ათასი ევროა. სახლები ჯერჯერობით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იყიდება და მათზე რიგები დგას.

ჰოლანდიურიდან სიტყვა Wikkelhouse ითარგმნება, როგორც „სახლი-შეფუთვა“.

უჩვეულო სახლის შექმნის პროცესი მართლაც შეფუთვას ჰგავს: სახლის კარკასი მუყაოს 24 ფენით იფუთება. ყოველი ამგვარი სახლი ინდივიდუალური პროექტია, ვინაიდან ყოველი მათგანი ერთმანეთისგან ზომებით განსხვავდება.

ყოველი სახლი მუყაოს ხუთი-ექვსი მოდულით ეწყობა. თითოეული მოდულის წონა 500 კილოგრამია. მოდულები ეკოლოგიური წებოთი ერთდება. შემკვეთი თავად ირჩევს სახლის ზომას. ამას გარდა, Wikkelhouse-ს ღრმა საძირკველი არ ესაჭიროება. მწარმოებელი კომპანიის განცხადებით, მშენებელთა ბრიგადა სახლს 24 საათში აგებს.

შენობა სიმყარითა და მდგრადობით გამოირჩევა. მისი წონა 3 ტონამდეა, რის გამოც სახლს საძირკველი არ ესაჭიროება.

შიგნით და გარეთ სახლი ტენგაუმტარი აპკით იფარება, რომელიც ხის ზედაპირზეა დაწებებული. ეს სახლის ინტერიერსა და ექსტერიერს ტენისგან იცავს.

სახლი როგორც ცენტრალურ, ისე ავტონომიურ კომუნიკაციებზე ერთდება. სახლის ინტერიერი, შემკვეთის მოთხოვნით, ადვილად შეიძლება შეიცვალოს.

მწარმოებელმა კომპანიამ, ექსპერიმენტის სახით, Wikkelhouse მცურავ პლატფორმაზეც განათავსა.


Wikkelhouse-ს მთელი მასალა შესაძლებელია გადამუშავდეს. სახლის წინა და უკანა მხარეს მინის ფასადებია, რათა ბუნებრივი განათება მაქსიმალურად იყოს.

💒:

იაპონიამ დისტანციური მუშაობისთვის მინიატურული „სახლის ოფისების“ წარმოება დაიწყო

ვის ეკუთვნის მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი სახლი?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ამერიკაში მოტორიზებული თხილამურები...

ძრავიანი თხილამური

4 შემთხვევა, როდესაც ციდან ფული მარ...

4 შემთხვევა, როდესაც ციდან
ფული მართლა ცვიოდა

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ,...

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა