საკნატუნო ამბები

ფრედი მერკურის თანდაყოლილი დეფექტი და უნიკალური ხმისთვის გაღებული მსხვერპლი

fun time

18:00 შაბ. 1 აპრილი, 2023 წელი

ფრედი მერკურის
თანდაყოლილი დეფექტი

14
დაკოპირებულია

ბევრმა არ იცის, რომ ლეგენდარული როკ ჯგუფ Queen-ის ვოკალისტს, უნიკალური ხმის მქონე ფრედი მერკურს ჩვეულებრივი 32 -ის  ნაცვლად, 36 კბილი ჰქონდა. საქმე ისაა, რომ ფრედს ბავშვობიდან პოლოდონტია აწუხებდა. 

ესაა დეფექტი, რომლის დროსაც ადამიანს კბილების ზედმეტი ნაკრები აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ მომღერალს თავისი წინ გამოწეული კბილების გამო ძალიან რცხვენოდა, ექიმების შეთავაზებას კბილების ამოღებაზე ყოველთვის უარით პასუხობდა - ეშინოდა, რომ პირის ღრუში ცვლილებები მის ხმაზე გავლენას მოახდენდა, სიმღერა და სცენაზე დგომა კი მისთვის გარეგნობასთან დაკავშირებულ კომპლექსებზე მნიშვნელოვანი იყო.

საბოლოოდ, თანდაყოლილ დეფექტს მომღერლისთვის ხელი არ შეუშლია, რომ მილიონობით თავყანისმცემლის გარდა, უამრავი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონოდა.

ფრედი მერკური 1991 წელს გარდაიცვალა. მსოფლიო ლეგენდა შიდსთან ბრძოლაში დამარცხდა და მშობლებმაც კი არ იციან, სად არის მათი შვილი დაკრძალული. ერთადერთი ადამიანი, ვისთვისაც ცნობილია ფრედი მერკურის საფლავის ადგილი, ფრედის ყოფილი შეყვარებული მერი ოსტინია.

2018 წელს, ფრედი მერკურის გარდაცვალებიდან 27 წლის შემდეგ, მომღერლის ცხოვრების შესახებ ბრიტანელებისა და ამერიკელების ერთობლივი, ბიოგრაფიული ფილმი გამოვიდა. ფრედი მერკურის როლის შემსრულებელი რამი მალეკის მსგავსება მომღერალთან უბრალოდ გასაოცარია - ვიზაჟისტებმა ფრედის უჩვეულო კბილთა წყობის გამეორებაც კი შეძლეს, რაც მომღერლის არაოფიციალურ სავიზიტო ბარათად იქცა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ ებრძოდნენ სსრკ-ში ცაციებს?

რატომ ებრძოდნენ სსრკ-ში
ცაციებს?

აღმოჩენილია ადამიანის მეექვსე გრძნო...

აღმოჩენილია ადამიანის
მეექვსე გრძნობა

„ინდონეზიის პირველ კატას“ საპრეზიდე...

ინდონეზიის პრეზიდენტის
კატა

ინდოეთში დააკავეს არარსებული ქვეყნი...

ფეიკი ელჩი

იაპონიაში ტალახით სახლების აშენება...

იაპონიაში ტალახით
სახლების აშენება დაიწყეს

აღმოაჩინეთ თქვენი ფარული მხარე - ფს...

ფარული მხარე - ტესტი

ოქროს კბილების მოდა ბრუნდება?

ოქროს კბილების მოდა
ბრუნდება?

ღილაკიანი ტელეფონი vs სმარტფონი — რ...

ღილაკიანი ტელეფონი vs
სმარტფონი

ოკეანეს ფსკერზე მომავლის ქალაქი აშე...

მომავლის ქალაქი OCEAN SPIRAL
ოკეანეს ფსკერზე