იცით თუ არა

ფრედი მერკურის საფლავის საიდუმლო

fun time

20:54 ხუთ. 11 აგვისტო, 2022 წელი

მერი ოსტინი და ფრედი
მერკური

14
დაკოპირებულია

ლეგენდარული როკ ჯგუფის Queen-ის სოლისტი ფრედი მერკური 1991 წელს გარდაიცვალა. მსოფლიო ლეგენდა შიდსთან ბრძოლაში დამარცხდა და მშობლებმაც კი არ იციან, სად არის მათი შვილი დაკრძალული. ერთადერთი ადამიანი, ვისთვისაც ფრედი მერკურის უკანასკნელი განსასვენებელის ადგილი ცნობილია, მისი ყოფილი შეყვარებული მერი ოსტინია. 

მერი ოსტინი

მერი ოსტინი ფრედის მუზა და ცხოვრების სიყვარული იყო, რომელსაც ყველა საიდუმლოს უმხელდა. მერი ოსტინი ფრედი მერკურის ქონების მემკვიდრე და უკანასკნელი სურვილის შემსრულებელი გახდა.

ფაროჰ ბულსარას უკანასკნელი სურვილი

ფრედის ნატვრა მდიდრული დაკრძალვა და საფლავზე უზარმაზარი ძეგლი არ ყოფილა. მას სიცოცხლიდან მშვიდად წასვლა და მოკრძალებული ცერემონიალი სურდა. მომღერალმა ყოფილ შეყვარებულს თავისი შიშების შესახებ უამბო. ფრედის ეშინოდა, რომ თაყვანისმცემლები საფლავიდან ამოთხრიდნენ და მის სხეულს სუვენირებად დაინაწილებდნენ, ამიტომ მისი საფლავის შესახებ არავის არაფერი უნდა სცოდნოდა. მერიმ მომღერალს პირობა მისცა, რომ მის სურვილს აღასრულებდა და ამ საიდუმლოს საფლავში ჩაიტანდა.

მოკრძალებული დაკრძალვა

ფრედი მერკური 1991 წლის 24 ნოემბერს, 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალვის ცერემონია დასავლეთ ლონდონის კრემატორიუმში, ფრედის წინაპრების ტრადიციით, ზოროასტრიული რიტუალებისა და წეს-ჩვეულებების შესაბამისად ჩატარდა.

დაკრძალვას ორმოცამდე ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ Queen-ის წევრები, მერი ოსტინი, ელტონ ჯონი და ფრედის პარტნიორი ჯიმ ჰატონი.

კრემაციის შემდეგ მერიმ ურნა მომღერლის ფერფლით მისსავე საძინებელში დადგა. ქალი ცდილობდა, ამ ოთახში არ შესულიყო, რადგან გარშემო ყველაფერი მტკივნეულ მოგონებებს იწვევდა.

მერიმ მხოლოდ ორი წლის შემდეგ იპოვა საკუთარ თავში ძალა, რომ მომღერლის სახლში დაბრუნებულიყო და ყველასგან უჩუმრად, მისი ფერფლი საიდუმლო საფლავში გადაეტანა. ის ერთადერთი ადამიანია მსოფლიოში, რომელმაც ფრედი მერკურის საფლავის მდებარეობა იცის.

ჭორები და თეორიები

ფრედი მერკურის უკანასკნელი განსასვენებლის შესახებ უამრავი ვერსია და ჭორი არსებობს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის საკუთარი სახლის ეზოში, ალუბლის ხის ქვეშ განისვენებს, სადაც სიცოცხლის ბოლო დღეებში უყვარდა ყოფნა. სხვები ფიქრობენ, რომ მერიმ ფერფლი ზანზიბარში დაკრძალა, სადაც მომღერალი დაიბადა და გაიზარდა.

მორიგი ვერსიით მომღერალი ლონდონის კენსალ-გრინის სასაფლაოზე განისვენებს, სადაც 2015 წელს მის პატივსაცემად მემორიალური ძეგლი დაიდგა. ძეგლს ორი წარწერა ამშვენებს: "ფარუხ ბულსარას ხსოვნას" (ფრედის ნამდვილი სახელი და გვარი) და „Pour Etre Toujours Pres De Toi Avec Tout Mon Amour“ (ჩემი სიყვარული ყოველთვის შენ გვერდითაა) და ბოლოში დიდი ასო "M".

რამდენიმე წლის წინ საფლავზე დამაგრებული დაფა მოიპარეს. ასე რომ, ფრედის შიშები უსაფუძვლო არ ყოფილა.

კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, მერი ოსტინმა მერკურის ფერფლი უბრალოდ მიმოფანტა და ყველას კვალს უბნევს. შესაძლოა, ვერავინ ვერასდროს გაიგოს რომელია ამ ვერსიებიდან სარწმუნო და რომელი არა, რადგან მერი ფრედისთვის მიცემული პირობის დარღვევას არ აპირებს.


ასევე საინტერესოა:

მერლინ მონროს ფენომენი - როგორ იმოქმედა კაბის აფრიალების ლეგენდარულმა სცენამ მსახიობის ბედზე

ჯექსონის ანტიგრავიტაციული ილეთის საიდუმლო

12 საინტერესო ფაქტი „ლამაზმანის“ შესახებ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რაზე მიანიშნებს თაფლის „დაშაქრება“...

თაფლის სისქე

როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს დე...

როგორ მოვუაროთ ოთახის
მცენარეებს დეკემბერში

რამდენი ასაკობრივი კრიზისი არსებობს...

ასაკობრივი კრიზისები
ადამიანის ცხოვრებაში

ბროწეულის ქერქი ოთახის მცენარეების...

ბროწეულის ქერქი ოთახის
მცენარეების მოსავლელად

როგორ იზამთრებენ ფუტკრები?

როგორ იზამთრებენ
ფუტკრები?

454 გრ თაფლის საწარმოებლად ფუტკრის...

454 გრ თაფლის საწარმოებლად
ფუტკრის ოჯახი 88 500 კმ-ს
გადის

დიოგენეს სინდრომი - რაზე მეტყველებს...

დიოგენეს სინდრომი

საიდან ჩნდება სახლში მტვერი და რატო...

საიდან ჩნდება სახლში
მტვერი

რატომ მუქდება გაჭრილი ვაშლი?

რატომ მუქდება გაჭრილი
ვაშლი?