საკნატუნო ამბები

12 საინტერესო ფაქტი „ლამაზმანის“ შესახებ

fun time

14:00 შაბ. 19 ივნისი, 2021 წელი

ლამაზმანი / Pretty Woman

14
დაკოპირებულია

Pretty Woman ყველაზე შემოსავლიანი რომანტიკული კომედიაა კინოისტორიაში. 1990 წელს გამოსული ფილმის ასეთ პოპულარობას, გარკვეულწილად, ის ფაქტებიც განაპირობებს, რომლებზეც დღეს მოგიყვებით...
მაშ ასე, 12 საინტერესო ფაქტი „ლამაზმანის“ შესახებ:

ფაქტი #1

თავიდან „ლამაზმანის“ სახელწოდება, უბრალოდ, „3000 დოლარი“ უნდა ყოფილიყო - ეს არის ის თანხა, რამდენსაც ედვარდი (რიჩარდ გირი) ვივიენს (ჯულია რობერტსი) ერთკვირიან მომსახურებაში გადაუხდიდა. ფილმის მთავარ იდეად კი პროსტიტუციის პრობლემების ჩვენებას ვარაუდობდნენ, თუმცა ფილმის პროდიუსერებმა სცენარის შეცვლა მოითხოვეს. მათი აზრით, მაყურებელს სიყვარულის ზღაპრული ისტორია უფრო დააინტერესებდა, ვიდრე მეძავთა ტრაგიკული ცხოვრება.

ფაქტი #2

წითელი პიჯაკი, რომელიც ვივიენს ედვარდთან შეხვედრისას აცვია, 30 დოლარად იყიდეს იმავე ქუჩაზე, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა.

ფაქტი #3

ვივიენის დაქალის, ჯულის როლი თავიდან დემი მურს შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა და როლზე ლორა სან ჯაკომო დაამტკიცეს.

ფაქტი #4

ჯულის პერსონაჟი კოკაინზე დამოკიდებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ სცენარისტებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ფილმის პოპულარობაზე ცუდად იმოქმედებდა და ამ იდეაზე უარი თქვეს.

ფაქტი #5

საფორტეპიანო პიესა, რომელსაც რიჩარდ გირი ბარში უკრავს, მისივე დაწერილია და ცოცხლადვე ასრულებს, ყოველგვარი დადგმის გარეშე.

ფაქტი #6

სცენა, სადაც ედვარდი ვივიენს შემთხვევით კოლიეს ფუტლიარში თითებს მოაწეწკებს, იმპროვიზებული იყო და ჯულიას რეაქციაც სრულიად ბუნებრივი გახლდათ. რაც შეეხება ოქროს ყელსაბამს, ვივიენის კოლიე 250 000 დოლარად ღირებული, ნამდვილი სამკაული იყო და მას გადასაღებ მოედანზე სპეციალური დაცვა იცავდა.

ფაქტი #7

Ferrari და Porsche - ეს ის ორი კომპანიაა, რომლებმაც პროდიუსერებს უარი უთხრეს თავიანთი მანქანების ფილმში გამოყენებაზე.
და ამ ამერიკულ საკულტო ფილმში ლეგენდარული ავტომობილი - Lotus Esprit გადაიღეს. ორადგილიანი კუპე, რომელიც 1976-2004 წლებში გამოდიოდა. ის მოდელი, რომელიც ფილმშია გადაღებული, 1989 წლის გამოშვებაა.

ფაქტი #8

მაწანწალა, რომელსაც ფილმის დასაწყისში ედვარდი გზას ეკითხება, თავად ფილმის რეჟისორი გარი მარშალია.


ფაქტი #9

ვივიენისა და ედვარდის სასიყვარულო სცენის დროს, ჯულიამ ისე ინერვიულა, რომ შუბლზე უზარმაზარი ვენა ამოებურცა. რეჟისორი გარი მარშალი იდგა და ჯულიას შუბლზე მასაჟს უკეთებდა, სანამ ეს ვენა ცოტათი მაინც არ ჩაცხრა.


ფაქტი #10

მეგ რაიანი იყო პირველი მსახიობი, ვისაც ვივიენის როლზე განიხილავდნენ. თუმცა მან უარი თქვა როლზე. უინონა რაიდერი და ჯენიფერ კონელი თავად მარშალმა დაიწუნა ახალგაზრდობის გამო. მიშელ პფაიფერს კი სცენარი არ მოეწონა. საბოლოოდ როლი შეხვდა ნაკლებად ცნობილ, 21 წლის ჯულია რობერტსს. მას მხოლოდ 300 000 დოლარი გადაუხადეს, სამაგიეროდ ამ ფილმმა მსოფლიო ვარსკვლავად და ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ მსახიობად აქცია.


ფაქტი #11

ჰექტორ ელიზონდო „ლამაზმანში“ სასტუმროს მენეჯერის როლშია. გარი მარშალი მიიჩნევდა, რომ ყველა ის ფილმი, რომლებშიც ელიზონდო თამაშობდა, წარმატებული იყო, ამიტომაც მას თავიდან როგორც თილისმას, ისე უყურებდა. მაგრამ კინოსტუდიისთვის ელიზონდოს ჰონორარი ძალიან დიდი იყო, ამიტომაც მარშალმა ის მეორეხარისხოვან როლზე აიყვანა და ნახევარი გადაუხადა, რათა ის ფილმში მაინც გამოჩენილიყო.


ფაქტი #12

ფილმის საუნდტრეკი Roy Orbison — Oh Pretty Woman 3 მილიონზე მეტჯერ გაიყიდა.

რეჟისორი და მსახიობები „ლამაზმანის“ 25 წლისთავისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები