საკნატუნო ამბები

რატომ აქვს ზოგ აქლემს ორი კუზი, ზოგს კი მხოლოდ ერთი?

fun time

19:11 კვი. 3 ივლისი, 2022 წელი

რატომ აქვს ზოგ აქლემს ერთი
კუზი, ზოგს კი ორი?

14
დაკოპირებულია

აქლემი უდაბნოს ერთ-ერთი გამორჩეული ბინადარია. ბუნებაში ორი სახეობის აქლემი გვხვდება: ორკუზიანი აქლემი (ბაქტრიანი) და ერთკუზიანი აქლემი (დრომადერი).

კუზების რაოდენობის გარდა, ისინი ერთმანეთისგან სხეულის პროპორციებითა და ბეწვის სიგრძითაც განსხვავდება.

აქლემის გავრცელების არეალი

აზიური წარმოშობის ორკუზიანი აქლემი ცივი უდაბნოს ბინადარია, გვხვდება გობის უდაბნოსა და ტაკლა-მაკანში, ხოლო ერთკუზიანი აქლემი არაბეთის ნახევარკუნძულიდანაა და საჰარაშიც გვხვდება.

ერთკუზიანი აქლემი

ემბრიონობის სტადიაში ორივე სახეობის აქლემს ორი კუზი აქვს, მაგრამ დრომედარების შემთხვევაში, კუზები ერთმანეთს უერთდება და ერთკუზიანი აქლემი იბადება.

ეს იმაზე მეტყველებს, რომ ორმაგი კუზი შედარებით ძველი მახასიათებელია, თუმცა, გაუგებარია, რა სარგებელი მოუტანა კუზების გაერთიანებამ დრომედარს.

ორკუზიანი აქლემი

სხვათა შორის, ორკუზიან აქლემს - ბაქტრიანს ერთ ჯერზე 50 ლიტრი წყლის დალევა შეუძლია, მათ შორის - მარილიანის. ჭამს უდაბნოს პრაქტიკულად ყველანაირ მცენარეულობას. მამრების სქესობრივი აღგზნების პერიოდი ზამთარშია და ამ დროს მათ შორის ზოგჯერ სასტიკი ორთაბრძოლები იმართება.

აქლემის კუზში ან კუზებში გროვდება ცხიმი, რომლის დაშლის შედეგად წარმოიქმნება ენერგია და გამოიყოფა წყალი, რომელიც აქლემისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგალითად, 9.3 გრამი ცხიმის დაშლის შედეგად, აქლემი 1.13 გრამ წყალს იღებს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?