საკნატუნო ამბები

რატომ იკრძალება დუბაიში 18:00 საათის შემდეგ ზღვაში ბანაობა?

fun time

19:36 კვი. 21 ივლისი, 2024 წელი

დუბაის პლაჟები

14
დაკოპირებულია

დუბაი არაბეთის ნახევარკუნძულზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. ის ცნობილია თავისი ცათამბჯენებით, მდიდრული სასტუმროებითა და თეთრი პლაჟებით, რაც ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს, თუმცა პლაჟების უმეტესობაზე გარკვეული შეზღუდვა მოქმედებს. კერძოდ, მზის ჩასვლის ანუ 18:00 საათის შემდეგ ზღვაში ბანაობა იკრძალება. 

აკრძალვას რამდენიმე მიზეზი აქვს:

1. უსაფრთხოება

სიბნელეში საფრთხეებისა და დაბრკოლებების დანახვა რთულდება, რამაც შეიძლება მოცურავეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე შეუქმნას.

გარდა ამისა, საღამოს საათებში წყალში ყოფნა შეიძლება საშიში გახდეს წყლის მოქცევის, ძლიერი დინების ან ზვიგენებთან და მედუზებთან მოსალოდნელი შეხვედრის გამო. ტურისტებისა და ადგილობრივი მცხოვრებლების უსაფრთხოების მიზნით, დუბაის ხელისუფლებამ 18:00 საათის შემდეგ წყალში შესვლა აკრძალა.

2. გარემოს დაცვა

ცნობილია, რომ ზღვის ბინადრები სწორედ საღამოს საათებში დებენ ქვირითს და მრავლლდებიან. ტურისტების ხმაურმა და მოძრაობამ შეიძლება ამ ბუნებრივ პროცესებს ხელი შეუშალოს, რაც ადგილობრივ ეკოსისტემაზე უარყოფითად აისახება.

აკრძალვის კიდევ ერთი მიზეზი სანაპირო ეკოსისტემის დაცვაა. მზის ჩასვლის შედეგ ხდება პლაჟების ხელოვნური განათება, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ტერიტორიის ფლორასა და ფაუნაზე.

3. რელიგიური და კულტურული წესები

ბევრ მუსლიმანურ ქვეყანაში, მათ შორის არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, მზის ჩასვლის შემდეგ ლოცვისა და სიმშვიდის დრო იწყება და ყოველგვარი უხამსი ან არასაჭირო ხმაური და აქტივობა შეიძლება ამ წეს-ჩვეულებების უპატივცემულობად ჩაითვალოს.

***

დაბოლოს, სულ ახლახან დუბაის მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, რომ ღამით ბანაობის მოყვარული ტურისტების თხოვნა გაეთვალისწინებინა.

ასე რომ, მათ, ვისაც სანაპიროზე საღამოობით დასვენება მოსწონს, დუბაი ღამით ცურვის შესაძლებლობებს სთავაზობს. მზის ჩასვლის შემდეგ ცურვა შეგიძლიათ Jumeirah 2-ის, Jumeirah 3-ის და Umm Suqeim-ის რაიონებში. სამივე პლაჟი კეთილმოწყობილია და ძლიერი პროჟექტორებითაა აღჭურვილი, რაც ღამით უსაფრთხო ცურვას უზრუნველყოფს.

ესეც დაგაინტერესებთ:

ცურვა არაბულად - როგორია მუსლიმანი ქალების საცურაო კოსტიუმები?!

რატომ ეკრძალებათ მუსლიმან მამაკაცებს აბრეშუმის და ოქროს ტარება?

თამარ მეფის შვილიშვილის ამბავი - როგორ იქცა გურჯი ხათუნი მუსლიმანური სამყაროს სიმბოლოდ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის