საკნატუნო ამბები

როგორ ებრძვის მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქი „საცობებს“?

fun time

18:00 პარ. 7 მაისი, 2021 წელი

საცობი ქალაქში

14
დაკოპირებულია

21-ე საუკუნეში ავტომობილი ფუფუნება აღარ არის, ამიტომ, რაც უფრო დიდია ქალაქი, მით უფრო რთულია მის ქუჩებში გადაადგილება. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში „საცობების“ თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა საშუალებას მიმართავენ...

ლაიფციგი (გერმანია)



ქალაქის ხელისუფლებამ მოახერხა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კერძო ავტომობილებიდან საქალაქო ტრანსპორტში გადაეყვანა. ამით ჩინოვნიკებმა გზების გადატვირთვისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების ერთდროულად მოგვარება შეძლეს.

2012 წლის აპრილში ავტომობილების მფლობელებსა და მათი ოჯახის წევრებს საქალაქო ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობის უფლება მიეცათ. ლაიფციგი პატარა ქალაქია, ამიტომ იდეის განხორციელება არ გაძნელებულა. უფრო დიდ ქალაქებში, სადაც „ა“ პუნქტიდან „ბ“-მდე მანძილი გაცილებით დიდია, სამსახურში ტრამვაით სიარულს ბევრი ვერ გარისკავდა.

ლონდონი (დიდი ბრიტანეთი)

აქ საგზაო „საცობების“ პრობლემა ქალაქის მერის კენ ლივინგსტონის ინიციატივის შედეგად მოგვარდა (ლივინგსტონი ბრიტანეთის დედაქალაქს 2000-დან 2008 წლამდე მართავდა).

ქალაქის თავმა oyster card-ის ერთიანი ბარათების შემოღებით მოახერხა, საქალაქო ტრანსპორტში მგზავრობის საფასური შეემცირებინა. ლივინგსტონმა ქუჩებში ავტობუსების დაუბრკოლებლად მოძრაობისთვის პრიორიტეტული ზოლები დახაზა და 2003 წლიდან ქალაქის ცენტრალურ უბნებში კერძო ავტომობილების შესვლა ფასიანი გახადა. ზემოჩამოთვლილი ღონისძიებების შედეგად, ლონდონის გზებზე დატვირთვა 15%-ით შემცირდა.

ნიუ-იორკი (აშშ)

მსგავსი სტრატეგია აირჩია 2001-2009 წლებში ნიუ-იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა. მან დედაქალაქში ველოსიპედებისთვის 250 კმ. გზა გაიყვანა და მუნიციპალური ტრანსპორტის ხაზების რაოდენობა გაზარდა.

მაიკლ ბლუმბერგის მერობის პერიოდში ქალაქის მთავარი ქუჩა - ბროდვეი ავტოტრანსპორტისთვის დაიკეტა.

ტოკიო (იაპონია)

იაპონიის დედაქალაქსა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქალაქში გზების გამტარუნარიანობის ასამაღლებლად, ურთულესი კონსტრუქციის ესტაკადებს აშენებენ. ტოკიოს ცენტრში მდებარეობს ხუთდონიანი ესტაკადა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე რთული გზების რეიტინგშია შესული.

ათენი (საბერძნეთი)

„საცობებთან“ ბრძოლის კრეატიულ მეთოდს მიაგნეს ათენში - წყვილი ნომრის მქონე ავტომობილს ქალაქის ცენტრში შესვლა მხოლოდ თვის წყვილ რიცხვებში შეუძლია, ხოლო კენტი ნომრის მქონე ავტომობილებს - კენტ რიცხვებში, რამაც ქალაქის ცენტრში მოძრაობა საგრძნობლად განტვირთა.

პარიზი (საფრანგეთი)

პარიზელები უპირატესობას საზოგადოებრივ ტრანსპორტს ანიჭებენ, რადგან ამ ტრანსპორტისთვის ქალაქის მთავარ ავტომაგისტრალებზე ცალკე ზოლია გამოყოფილი. შესაბამისად, მათ მოძრაობას არაფერი აფერხებს. ამ ზოლზე კერძო ავტომობილით შესვლისთვის ავტომფლობელს 35 ევროს ოდენობის ჯარიმა ან მართვის უფლების ჩამორთმევა ემუქრება.

სეული (სამხრეთ კორეა)

სეულში „საცობებს“ კომპლექსური ღონისძიებებით ებრძვიან - ავტობუსის მარშრუტი სრულ თანხვედრაშია მეტროს სისტემასთან, ამიტომ ავტობუსიდან მეტროში მოხვედრა და პირიქით - დაახლოებით, 2 წუთში შეგიძლიათ. ამასთანავე, კერძო ავტოტრანსპორტთან შედარებით, ავტობუსებს გზებზე მეტი უპირატესობა ენიჭებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები