საკნატუნო ამბები

სელექციის სასწაული - პომიდვრის ხე, რომელიც ტონანახევარ ნაყოფს ისხამს

fun time

12:00 პარ. 18 ივნისი, 2021 წელი

პომიდვრის ხე

14
დაკოპირებულია

პომიდვრის ხის სიმაღლე ოთხ მეტრს აღწევს, ხოლო ვარჯის ფართობი 40-50 კვადრატული მეტრია. სელექციის ეს სასწაული მოსავალსაც ფანტასტიკურს იძლევა - ყოველ სეზონზე დაახლოებით 14 ათასი ნაყოფი, რომლის წონა ნახევარი ტონაა.

პირველად ასეთი ხე საერთაშორისო გამოფენაზე EXPO-85-ზე წარადგინეს, რომელიც იაპონიაში ჩატარდა. პომიდვრის ერთადერთი თესლიდან აღმოცენებული ხე ექვსი თვის მანძილზე იაპონიის მთავრობის პავილიონში იზრდებოდა. მოსვლის აღების დროს ვაზის მსგავს, გაშლილ ტოტებზე 13 312 ცალი პომიდორი დათვალეს.

მეთოდი, რომლის საშუალებითაც ასეთი ფანტასტიკური მოსავალი მიიღეს, ჰიპონიკას სახელითაა ცნობილი და ის 1985 წელს იაპონელმა ნოზავა შიგომ შეიმუშავა.

თავის დროზე, პომიდვრის ხის ტყეების იდეა საბჭოთა კავშირშიც მოუვიდათ.
მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის ლაბორატორიულ სათბურში უჩვეულო ხის გაზრდისთვის ჩვეულებრივი პომიდვრის ჯიში „საჩუქარი“ და ლაბორატორიაში შექმნილი პრეპარატი„ ბიოსტიმი“ გამოიყენეს, რომელიც მოსავლიანობის ზრდისთვის იყო განკუთვნილი.
ექსპერიმენტის მესამე წელს პომიდვრის ღეროები ხისას დაემსგავსა და ძლიერი ფესვთა სისტემა განავითარა, მაგრამ მეოთხე წელს საბჭოთა კავშირის ნგრევის პერიოდი დაემთხვა და პომიდვრის ხისთვის აღარავის ეცალა.

„პომიდვრის ხე პირველად მოსავლის აღების დროს ვნახე. ნაყოფს 3 ადამიანი კრეფდა. ერთ ჯერზე, დაახლოებით, ოთხი ათასი პომიდორი დაკრიფეს, საიდანაც თითოეულის წონა 100-130 გრამი იყო. საერთო ჯამში, ერთი წლის მანძილზე, ერთი ხიდან დაახლოებით 1,5 ტონა პომიდორი დაიკრიფა. წარმოგიდგენიათ, რა მოსავალია?” - იხსენებს მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის თანამშრომელი.

საბჭოთა მეცნიერებმა პომიდვრის ტყეების გაშენების იდეა მალე დაივიწყეს, რადგან ის ყინვაგამძლე მცენარე არ აღმოჩნდა, ხოლო შესაბამისი ზომის სათბურის აგება და პომიდვრის ხეების გაშენება პრობლემური და ძვირია.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰიპონიკას მეთოდის შემქმნელი ნოზავა შიგო ახლა წარმატებული კომპანიის Kiova– ს პრეზიდენტია და პომიდვრის ბაღების გაშენებას აგრძელებს.

შიგოს ბაღი ქალაქ ცუკუბას გარეუბანში მდებარეობს, სადაც 3-მეტრიანი პომიდვრის ხეები იზრდება და სეზონზე თითო ხე 14 000 ნაყოფს ისხამს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ამერიკაში მოტორიზებული თხილამურები...

ძრავიანი თხილამური

4 შემთხვევა, როდესაც ციდან ფული მარ...

4 შემთხვევა, როდესაც ციდან
ფული მართლა ცვიოდა

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ,...

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა