საკნატუნო ამბები

შემთხვევა, რომელიც ფილმის სიუჟეტს ჰგავდა - ცოლ-ქმარი 68 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთად გარდაიცვალა

fun time

16:00 შაბ. 8 მაისი, 2021 წელი

68 წელი ერთად

14
დაკოპირებულია

68-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლ-ქმარი 3 დღის შუალედით გარდაიცვალა, - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Mirror იუწყება.

ბრენდა სტადი (Brenda Studd) 2020 წლის 27 სექტემბერს, COVID-19– ის გართულებით გამოწვეული სეფსისისგან გარდაიცვალა.

ცოლის სიკვდილის ამბავი რომ გაიგო, პანკრეასის კიბოთი დაავადებულმა ტერენს სტადმა (Terrance Studd) საკვების მიღებაზე და ლაპარაკზე უარი განაცხადა და 72 საათის შემდეგ გარდაიცვალა.

წყვილის ქალიშვილის, ჯული მაკკლუნის თქმით, დედის სიკვდილის შემდეგ მამამ ბრძოლა შეწყვიტა და სიკვდილს დანებდა. „მათ ერთად 68 ბედნიერი წელი გაატარეს. მცირე რამ ახარებდათ: ცეკვა, რესტორანში სიარული, ოპერა და ლატარიის თამაში”, - დასძინა მან.

ბრენდამ და ტერენსმა ერთმანეთი 1953 წელს გაიცნეს, როდესაც 15 წლის მოზარდები იყვნენ. ერთი წლის შემდეგ იქორწინეს და მას შემდეგ ერთმანეთის გარეშე ერთი დღეც არ გაუტარებიათ.

შვილიშვილის მონაყოლიდან ირკვევა, რომ ბრენდა ძალიან მიმზიდველი ქალი იყო და სილამაზის კონკურსებში ხშირად მონაწილეობდა, ტერენსი კი მანქანათმშენებლად მუშაობდა. 1979 წელს ექიმებმა ბრენდას გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, ტერენსი კი ზუსტად ისე, როგორც ცნობილ ფილმში, „უბის წიგნაკშია“ მთელ დღეებს მის მოვლაში ატარებდა.

ცოლ-ქმარი 5 ნოემბერს, ერთად დაკრძალეს. მათი ფერფლი ერთმანეთს შეურიეს და იმ ადგილზე გაფანტეს, სადაც ყველაზე მეტად უყვარდათ დასვენება. გარდაცვალების მომენტისთვის ცოლიც და ქმარიც 83 წლის იყვნენ.

მსგავსი შემთხვევა რამდენიმე თვის წინ, ინგლისშიც მოხდა. წყვილი, რომელიც 67 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდა, კორონავირუსის გართულებებით, ერთ დღეს გარდაიცვალა.

წყარო: www.mirror.co.uk


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები