საკნატუნო ამბები

ტელეფონის ავტომატი უდაბნოში - მის „ბიოგრაფიაზე“ფილმიც გადაიღეს

fun time

12:00 პარ. 11 ივნისი, 2021 წელი

ტელეფონის ჯიხური
კალიფორნიის მოჰავეს
უდაბნოში

14
დაკოპირებულია

კალიფორნიის მოჰავეს უდაბნოში, საავტომობილო გზიდან 24 კილომეტრის დაშორებით, ტელეფონის ჯიხური დგას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე განმარტოებულ ტელეფონის აპარატად ითვლებოდა. ერთ-ერთი ვერსიით ის 1960 წელს უდაბნოში მომუშავე მაღაროელებისთვის დაამონტაჟეს.

90-იანი წლების ბოლოს ახალგაზრდა მამაკაცმა, სახელად დიუსმა სრულიად შემთხვევით, უდაბნოს რუკაზე ტელეფონის ჯიხური შენიშნა და გადაწყვიტა ყოველდღე ერეკა, სანამ ვინმე არ უპასუხებდა. დარეკვა რომ არ დავიწყებოდა, დიუსმა აბაზანის სარკეზე სტიკერიც კი დაკიდა წარწერით - „მოჰავეს უდაბნოში დარეკვა ხომ არ დაგავიწყდა?“

მამაკაცი ერთი თვის მანძილზე, განიწყვეტლად რეკავდა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს უდაბნოს სიახლოვეს მცხოვრებმა ქალმა არ უპასუხა. ქალის თქმით, ზოგჯერ ტელეფონს პირადი მიზნებისთვის იყენებს.

დიუსმა ქალთან საუბრის შესახებ თავის ბლოგზე დაწერა და მალე ეს ამბავი მთელ ინტერნეტში გავრცელდა. უდაბნოში მდგარ ეულ ტელეფონის ჯიხურში ზარები არ წყდებოდა. ჯიხურის გარშემო უამრავი ადამიანი იკრიბებოდა, რომ სრულიად უცნობ ადამიანს გასაუბრებოდა.

ერთ-ერთმა მათგანმა, რიკ კარმა, ჯიხურთან თვეზე მეტი გაატარა და ხუთასზე მეტ ზარს უპასუხა. კარი ამტკიცებდა, რომ ეს სულიწმინდის მითითებით გააკეთა.

2000 წელს, აშშ-ს ეროვნული პარკების სამსახურმა იმ კომპანიას, რომელმაც თავის დროზე ჯიხური დაამონტაჟა, მისი დემონტაჟის თხოვნით მიმართა. მოტივი - ტურისტები გარემოს აზიანებენ. ჯიხურის თაყვანისმცემლებმა მის ადგილზე მემორიალური დაფა დადგეს, თუმცა დაფა ეროვნული პარკების სამსახურმა მოხსნა. 2013 წელს მოჰავეს უდაბნოს ტელეფონის ჯიხურის ნომერი ვინმე ჯარედ მორგანმა შეიძინა და საჯარო VoIP ჩატი მოაწყო.

ამ ამბის მოტივებზე გადაღებულია ფილმი „ტელეფონის ჯიხური მოჰავეში“ (Mojave Phone Booth), რეჟისორი John Putch). ფილმი 2006 წელს გამოვიდა ეკრანებზე.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები