საკნატუნო ამბები

ცხოველები რეალური ტიტულებით და რეალურ თანამდებობებზე

fun time

11:57 ხუთ. 7 სექტემბერი, 2023 წელი

თამა

14
დაკოპირებულია

ზოგი ცხოველის სამსახური, თანამდებობა ან ტიტული ადამიანისას არ ჩამოუვარდება. მაგალითად: ნორვეგიის სამეფო გვარდიის გენერალ-მაიორი ნილს ოლაფი III  შთამბეჭდავად ჟღერს არა? თუ ფიქრობთ, რომ ამ ტიტულის მფლობელი ჭაღარათმიანი დიდებულია, ძალიან ცდებით, სინამდვილეში ის სამეფო პინგვინია. ვნახოთ, კიდევ რომელმა ცხოველებმა ან ფრინველებმა მიიღეს რეალური ტიტული ან თანამდებობა.

1. ნილს ულავ III (Nils Olav III)

სამეფო პინგვინმა ნილს ულავ III-მა ნორვეგიის სამეფო გვარდიის გენერალ-მაიორის წოდება 2023 წლის 22 აგვისტოს მიიღო. პინგვინი შოტლანდიაში, ედინბურგის ზოოპარკში ცხოვრობს.

2. სტაბსი (Stubbs)

ამერიკის შეერთებულ შტატებში კატებსა და ძაღლებს ხშირად სიმბოლურად ქალაქის მერებად ნიშნავენ და, როგორც ჩანს, ეს ხშირად ამართლებს. მაგალითად, ეს ფუმფულა ფისო ალასკას შტატის ქალაქ ტალკიტნას საპატიო მერი იყო 20 წლის განმავლობაში - 1997-2017 წლებში, სანამ ცოცხალი იყო - და თავის მოვალეობებს მშვენივრად უმკლავდებოდა.

3. უილიამ უინძორი (William Windsor)

თხის, როგორც იღბლის მომტანი ცხოველის ჩარიცხვა სამხედრო ნაწილში ძველი ტრადიციაა. მაგალითად, სერჟანტმა თხამ, სახელად ბილიმ, პირველ მსოფლიო ომში სიკვდილს სამი ადამიანი გადაარჩინა. ეს ქაშმირის ჯიშის თხა კი ბრიტანეთის არმიის I ქვეითი ბატალიონის უმცროსი კაპრალია. ის ბრიტანეთის არმიაში 2000 წლიდან 2009 წლამდე მსახურობდა, შემდეგ კი პენსიაზე გავიდა და ახლა უიფსნეიდის ზოოპარკში ცხოვრობს. ის 23 წლისაა.

4. თამა (Tama)

იაპონიის ქალაქ კინოკავაში ცხოვრობს კატა, სახელად თამა, რომელიც კისის რკინიგზის სადგურის დირექტორისა და მეთვალყურის პოზიციაზე მუშაობს. ფუმფულა დირექტორი მგზავრებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და თავის მოვალეობებს შესანიშნავად უმკლავდება.

5. ფუ ფუ (Foo Foo)

ეს პუდელი ტაილანდის ავიაციის მარშალი და ტაილანდის მეფის, რამა X-ის საყვარელი ძაღლი იყო. ასე რომ, ამ შემთხვევაში ნეპოტიზმი აშკარაა. ფუ ფუ 2015 წელს გარდაიცვალა და მას კრემაცია ჩაუტარეს.

6. ლარი (Larry)

ამ ლამაზ ფისოს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში, დაუნინგ სტრიტის N10 -ში, 2011 წლის 15 თებერვლიდან თაგვების მთავარი დამჭერის პოზიცია უკავია. ლარი ახლა 16 წლისაა და უკვე მეოთხე პრემიერ მინისტრს მოესწრო.

7. ჯინქსი (Jinx)

ეს ფისოც ქალაქის მერია, თუმცა ამერიკაში, მიჩიგანის შტატის ქალაქ Hell-ში. სპეციფიკური თათების და უზარმაზარი თვალების გამო, ფისო სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულია. მისი ინსტაგრამგვერდს ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, რაც ბევრი ცნობილი ადამიანისთვის აუხდენელი ოცნებაა.

8. ინციტატი (Incitatus)

ინციტატი რომის იმპერატორის, კალიგულას საყვარელი ცხენი გახლდათ. ღია ნაცრისფერი შეფერილობის ჯიშიანი ბედაური წარმოშობით ესპანეთიდან იყო. კალიგულას ისე უყვარდა ცხენი, რომ მოოქრული სვეტებით მორთული მარმარილოს საჯინიბო აუშენა და რომის სენატორად დანიშნა.

9. კაკარეკო (Cacareco)

1958 წელს ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში საკრებულოს ხელმძღვანელის კანდიდატად დედალი მარტორქა დაასახელეს. კაკარეკომ არჩევნებში 100 000-ზე მეტი ხმა მიიღო და დიდი უპირატესობით მოიგო. მოგვიანებით არჩევნების შედეგები გაუქმდა, მაგრამ ხალხი ქალაქის ხელმძღვანელად დიდხანს მაინც კაკარეკოს მიიჩნევდა.

ესეც საინტერესოა

კატები სახელმწიფო სამსახურში და მათი ანაზღაურება


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქვეყანა, სადაც პეპსი-კოლა 30 წელზე...

პეპსი-კოლას და
ფილიპინელების ამბავი

10 საინტერესო ფაქტი მეორადი ტანსაცმ...

მეორადი ტანსაცმლის
მაღაზია სტოკჰოლმში

რატომ იკრძალება დუბაიში 18:00 საათი...

დუბაის პლაჟები

მოჩვენებათა ქალაქი, რომლის ნახვა აკ...

ქალაქი მოჩვენება

„იაპონური კონდიციონერი“ - ეს ძველი...

სიცხე

მომავლის ციხე დამნაშავეს აიძულებს მ...

მომავლის ციხე

როგორ ვებრძოლოთ ფეხის ოფლიანობას და...

ფეხი

კარადა, აბაზანა თუ მაცივარი - სად დ...

კოსმეტიკა

7 ცნობილი ადამიანი, რომელმაც სმარტფ...

ცნობილი ადამიანები