სილამაზე/ჯანმრთელობა

ახალი კვლევა: ყავის ხშირი მოხმარება ტვინის მოცულობას ამცირებს (?!)

fun time

16:00 ორშ. 22 თებერვალი, 2021 წელი

ზედმეტი კოფეინი და
მახსოვრობა

14
დაკოპირებულია

დიახ, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ შვეიცარიელი მეცნიერები ბაზელის უნივერსიტეტიდან. მეცნიერები გვირჩევენ, რომ ყავის დალევას საღამოს და განსაკუთრებით ღამით ვერიდონ, რადგან უძილობას ტვინის რუხ ნივთიერებაზე იმოქმედებს.

კვლევის მიზანი, რომელშიც 20 ჯანმრთელი ადამიანი მონაწილეობდა, იმის გარკვევა იყო, როგორ მოქმედებს ტვინზე ყავის ხშირი მოხმარება. პასუხი ძალიან მოულოდნელი და საინტერესო აღმოჩნდა.

გაირკვა, რომ ადამიანები, რომლებიც კოფეინს მუდმივად მოიხმარენ, უძილობას არ უჩივიან, თუმცა მათი ტვინის რუხ ნივთიერებაში ცვლილებები აღინიშნება.

ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანები რეგულარულად სვამდნენ ყავას, მაშინაც, როცა გამოფხიზლება არ სჭირდებოდათ. კვირანახევრის შემდეგ, იმ პაციენტების თავის ტვინის მოცულობა, რომლებიც კოფეინის აბებს იყენებდნენ, შემცირდა. განსაკუთრებით ტვინის ის ნაწილი დაზარალდა, რომელიც მოგონებების შენახვაზეა პასუხისმგებელი.

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ კვლევის შედეგები ტვინზე კოფეინის უარყოფით გავლენაზე არ მიუთითებს, მაგრამ ის ადასტურებს, რომ ყავის რეგულარული მოხმარება ტვინის „მყარი დისკის“ ცვლილებებს იწვევს.

სასიხარულო ისაა, რომ ტვინის რუხი ნივთიერების მოცულობის შემცირებასთან დაკავშირებული ეფექტი ცვალებადია. ტვინის ყველა აქტივობა აღდგება, თუ ყავის სმაზე თუნდაც ათდღიან მორატორიუმს გამოაცხადებთ.

წყარო: www.sciencedaily.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რაც უფრო მუქია, მით უფრო ჯანსაღია —...

გარგარის ჩირის
სასარგებლო თვისებები

მცენარეები, რომლებიც სიმსივნის საწი...

Podophyllum

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილ...

ყავა თუ კაკაო

გარგარის კურკის თვისებები, შემადგენ...

გარგარის კურკის
თვისებები

ემოციებს ნუ შეიკავებთ — რატომ არის...

რატომ არის ტირილი
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო

საშიშია თუ არა ტოპლეს რუჯი — ანუ გა...

ტოპლეს გარუჯვა

რატომ გროვდება ცხიმი მუცლის არეში —...

რატომ გროვდება ცხიმი
მუცლის არეში

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე