სილამაზე/ჯანმრთელობა

დალიეთ სიამოვნებისთვის - მოკლე ინსტრუქცია ალკოჰოლის მოყვარულებისთვის

fun time

16:22 სამ. 17 დეკემბერი

ღვინის სმის წესები

14
დაკოპირებულია

ყველამ იცის, რომ ალკოჰოლი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა მის გარეშე წვეულება თუ საზეიმო სუფრა სრულყოფილად ვერ ჩაითვლება. ალკოჰოლი სხვადასხვა ქვეყნის გასტრონომიულ კულტურაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს - როგორ წარმოგიდგენიათ, მაგალითად, იტალიური ან ქართული სამზარეულო ღვინის გარეშე? 

სასმლის გარეშე რთულია წვეულების წარმოდგენა, მთავარია ვიცოდეთ, როგორ შეამციროს მხიარული ღამის უსიამოვნო შედეგები.

დასაწყისისთვის, პატარა თეორია - როგორ ამუშავებს ორგანიზმი ალკოჰოლს და რატომ იქცევა სრულიად უვნებელი ეთილის სპირტი შხამად?

ორგანიზმის მიერ ეთილის სპირტის ათვისება პირის ღრუდან იწყება და კუჭში და წვრილ ნაწლავში გრძელდება. კუჭიდან შეწოვის შემდეგ, ალკოჰოლი ღვიძლში გადის და სხეულის ყველა ქსოვილში ნაწილდება, თუმცა ტვინში ორჯერ მეტი გროვდება, ვიდრე სხვაგან.

ღვიძლი ისე მუშაობს, რომ ეთილის სპირტი პირდაპირ სისხლში არ ხვდება. პირველ რიგში, ის ღვიძლის უჯრედებით იფილტრება. ფილტრაციის პროცესში ტოქსიკური ნივთიერება, სახელად აცეტალდეჰიდი წარმოიქმნება, რომელიც ნაბახუსევის ყველა უსიამოვნო შედეგის მიზეზია. გამოდის, რომ ამ ჩვენი „გადარჩენის“ და ტოქსინებისგან გათავისუფლების პროცესში ღვიძლი „დათვურ სამსახურს“ გვიწევს.

შესაძლებელია თუ არა, რომ ღვიძლმა ნაკლები დატვირთვა მიიღოს?

ეს შესაძლებელია, თუ ეთილის სპირტის უმეტესი ნაწილის ათვისება არა ტვინში, არამედ, პირის ღრუში მოხდება. როგორ? პირის ღრუს საშუალებით ათვისებული ეთილის სპირტი ღვიძლში არ გადადის. ის პირდაპირ სისხლში ხვდება, მთელს სხეულში ცირკულირებს და ტვინს სუფთა სახით მიეწოდება. ამ შემთხვევაში, მსუბუქი თრობის სასიამოვნო შეგრძნებისთვის ძალიან ცოტა ალკოჰოლია საჭირო.

პრაქტიკული რჩევების დროც დადგა!

🍷 სასმელი მცირე ყლუპებით უნდა დალიოთ - ეს საჭიროა პირის ღრუს ლორწოვანთან კონტაქტის გასაზრდელად, სასმელი მცირე ყლუპებით დალიოთ. ამ შემთხვევაში, ეთილის სპირტის ათვისება დამზოგავი და სწრაფი იქნება. სხვათა შორის, ნიტროგლიცერინის ან ვალიდოლის ტაბლეტების მოქმედებაც ამ პრინციპს ეფუძნება, რადგან ენის ქვეშ ვენური წნულია და წამლის მიღების ეფექტი უსწრაფესად ხდება.

🍷 სასმლის ტემპერატურაც მნიშვნელოვანია. იდეალურ შემთხვევაში, ალკოჰოლი თბილი უნდა იყოს - ეს ორგანიზმს გადამუშავებას გაუადვილებს. გავიხსენოთ, როგორ სვამენ კარგ კონიაკს ან ვისკის - ჭიქაში ცოტა სასმელს ასხამენ და პატარა ყლუპებით მიირთმევენ, სანამ ალკოჰოლიანი ჭიქა ხელისგულებში თბება. ჩვენში მიღებულია არაყის ჩაციება და სწრაფად „გადაკვრა“. დიახ, სასმელი ასე დიდხანს არ მოგეკიდებათ, რადგან სანამ ღვიძლი ეთილის სპირტს გადაამუშავებს, დღესასწაული დასრულდება, მაგრამ დილა სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება. როგორც მიხვდით, ალკოჰოლისგან სიამოვნების მისაღებად უნდა მიირთვათ თბილი სასმელი მცირე ყლუპებით.

🍷 დაბოლოს - მიაყოლეთ ლიმონი. ეს ბუნებრივი საშუალება ეთანოლის დაშლის ძირითადი პროდუქტის - აცეტალდეჰიდის, დაახლოებით, 80%-ს ანეიტრალებს. შემთხვევითი არ არის, რომ მექსიკელები ტეკილას მხოლოდ ლიმონთან ერთად მიირთმევენ. შეგიძლიათ ნახევარ საათში ერთხელ ლიმონის ან ლაიმის ნაჭერი დაღეჭოთ, ორგანიზმი ტოქსიკური ნივთიერებისგან გაიწმინდოთ და სიამოვნება გაიხანგრძლივოთ.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები ახალი წლის დღეებში და შემდეგაც ძალიან დაგეხმარებათ.

ესეც დაგაინტერესებთ:

რატომ მოქმედებს ალკოჰოლი სხვადასხვა ერზე განსხვავებულად?

18 საინტერესო ფაქტი ღვინის შესახებ

როდის კვდება ღვინო?

5 საინტერესო ფაქტი შამპანურის მოყვარულთათვის


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

3 ხილი, რომელიც ზამთარში ჯანმრთელობ...

3 ხილი, რომელიც ზამთარში
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლოა

სიმსუქნე გადამდებია - მეცნიერების ა...

სიმსუქნე გადამდებია

კომშის სასარგებლო თვისებები

კომშის სასარგებლო
თვისებები

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები