იცით თუ არა

რატომ მოქმედებს ალკოჰოლი სხვადასხვა ერზე განსხვავებულად?

fun time

14:00 პარ. 11 ივნისი, 2021 წელი

ალკოჰოლი და იაპონელები

14
დაკოპირებულია

კაცობრიობამ ალკოჰოლი საუკუნეების წინ აღმოაჩინა და დიდი ხანია, მიხვდა, რომ ის სხვადასხვა ერის წარმომადგენელზე სხვადასხვანაირად მოქმედებს და სხვადასხვა შედეგები მოსდევს. ვცადოთ, გავარკვიოთ, ასე რატომ ხდება:

ცოტა ბიოქიმია:

ეთილენი (ალკოჰოლის მთავარი შემადგენელი ნაწილი) ნებისმიერი ბიოლოგიური ორგანიზმისთვის ძლიერ მოქმედ შხამს წარმოადგენს. თუმცა, მისი მოქმედების განეიტრალება შესაძლებელია სპეციალური ფერმენტების დახმარებით, რომლებითაც ბუნებამ ყველა ცოცხალი არსება, მათ შორის, ადამიანიც დაასაჩუქრა. ამ ფერმენტების წარმოებაზე პასუხისმგებელია ადამიანის სხეულის ყველაზე დიდი ორგანო - ღვიძლი!

ადამიანის სხეულში ალკოჰოლის მოხვედრისთანავე, ღვიძლი იწყებს მუშაობას მის დაშლაზე. აღმოჩნდა, რომ ზოგი ერის წარმომადგენლებში „ანტიალკოჰოლური“ ფერმენტების დონე, სხვებთან შედარებით, დაბალია. მათ შორის არიან: ჩინელები, კორეელები, მონღოლები და იაპონელები. რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ჩრდილოეთის ხალხის (ჩუქჩები, ნენები, ევენკები) ორგანიზმში „ალკოჰოლის ფერმენტები“ არ არსებობს, აქ საქმე განსხვავებულადაა და ამის მიზეზი ჩრდილოეთის ხალხთა კვების რაციონის თავისებურებებია.

ალკოჰოლი და ჩრდილოეთის დიეტა:

კლიმატის თავისებურებების გამო, დედამიწის ჩრდილოეთ რეგიონების მკვიდრნი იძულებულნი არიან, პროტეინებითა და ცხოველური ცილებით მდიდარი ცხიმიანი საკვები მიირთვან. ცნობისთვის, ასეთი დიეტა უკიდურესად დაბალ ტემპერატურასთან გამკლავებაში, ჭრილობებისა და დაზიანებების სწრაფად შეხორცებაში ეხმარება.

წლების განმავლობაში „ჩრდილოეთის დიეტამ“ ჩუქჩებში, ნენებში და ევენკებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მიმართ ამტანობა გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოელების საკვებში ნახშირწყლების წილი ყოველთვის უმნიშვნელო იყო.

სწორედ ამ ფაქტორებმა და ბიოქიმიამ განაპირობა, რომ ალკოჰოლის დამშლელი ერთ-ერთი კომპონენტი - აცეტალდეჰიდი - ჩრდილოეთ რეგიონების მკვიდრი მოსახლეობის ორგანიზმში დიდი რაოდენობით გროვდება. ადამიანის ორგანიზმში ეთილის სპირტი „გადამუშავდება" იგივე მეტაბოლური გზით, როგორც ცხიმიანი საკვები. შესაბამისად, ალკოჰოლისა და ცხოველური ცილის კომბინირებული მიღება ღვიძლის უკიდურეს სტრესს იწვევს, რომელიც, უბრალოდ, ვერ ასწრებს ალკოჰოლურ ტოქსინებთან გამკლავებას.

სრულიად განსხვავებული სიტუაციაა პლანეტის სამხრეთ რეგიონებში მცხოვრებთა შორის:

ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვნების წყალობით, სამხრეთელთა რაციონი ნახშირწყლებით გაცილებით მდიდარია. მენიუში ცხოველური ცხიმის სიმცირე სამხრეთელთა ღვიძლს საშუალებას აძლევს, მთელი რესურსი საკვების გადამუშავებაზე არ დახარჯოს და ფერმენტები ალკოჰოლის დასაშლელად შემოინახოს.

ალკოჰოლი როგორც ჩვევა და ალკოჰოლზე დამოკიდებულება:

ბევრი მეცნიერის აზრით, ის ფაქტი, რომ სამხრეთელებ ჩრდილოელებზე მსუბუქად გადააქვთ ეთილის სპირტის მოქმედება, პირველ რიგში, ალკოჰოლის მიღების ჩვევის დამსახურებაა. სამხრეთელები ხომ უძველესი დროიდან აწარმოებენ და მოიხმარენ ალკოჰოლურ სასმელებს, როდესაც ჩრდილოელები ასეთ შესაძლებლობას მოკლებულნი არიან.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ევოლუციის პროცესში, სამხრეთელი ხალხის ორგანიზმი ალკოჰოლს მიეჩვია და ღვიძლმა საჭირო რაოდენობით „ანტიეთილენის ფერმენტების“ წარმოება ისწავლა.

ამ დროს კი ჩრდილოეთის ხალხი, რომელსაც ყურძნის მოყვანის და ალკოჰოლური სასმელების წარმოება/მოხმარების საშუალება არ ჰქონდა, არ იყო ადაპტირებული ამ ნივთიერების მეტაბოლიზმთან. სწორედ ამიტომ ჩუქჩები და ნენები უფრო მალე თვრებიან, ვიდრე, მაგალითად, ბერძნები ან ფრანგები. სხვათა შორის, ჩრდილოელები უფრო ხშირად ხდებიან ქრონიკული ალკოჰოლიკები, ვიდრე სამხრეთ რეგიონების მცხოვრებლები.

საინტერესო ფაქტები:

👉 ტეკილას მსგავსი ალკოჰოლური სასმელის მესკალის (ესპანურად: mezcal) მოყვარულებმა იციან, რომ ბოთლის ძირში მწერს იპოვიან. დიახ, მარკეტოლოგებმა გადაწყვიტეს, სასმელის პოპულარიზაციისთვის გამოეყენებინათ მატლი, რომელსაც მექსიკელები ხუმრობით „ხუანიტოს“ ეძახიან.

👉 მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ალკოჰოლის მიღების გარეშე თვრებიან. მათი რიცხვი საკმაოდ მცირეა და ისინი იშვიათი დაავადებით იტანჯებიან. ამ დაავადების დროს ადამიანის სხეულს ნახშირწყლების ათვისება არ შეუძლია. შედეგად, ნაწლავებში დუღილის პროცესი და ალკოჰოლის სინთეზირება მიმდინარეობს, რომელიც ადამიანის სისხლში აღწევს და ინტოქსიკაციას იწვევს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ დავკიდოთ ხატები სახლში

როგორ დავკიდოთ ხატები
სახლში

როგორ გამოიყურებოდა სანტა კლაუსის პ...

სანტა კლაუსის პროტოტიპი

რატომ ლაპარაკობენ თუთიყუშები?

თუთიყუშის ლაპარაკი

ნაძვის ხის მატარებელი - ერთი საშობა...

ნაძვის ხის მატარებელი

სად მიდის ტყვია ჰაერში სროლის შემდე...

სად მიდის ტყვია ჰაერში
სროლის შემდეგ?

როდის შეიძლება ნიადაგი გაუვარგისდეს...

სიცოცხლისთვის უვარგისი
მიწა

რას გულისხმობდა რომაელი პოეტი, როდე...

დეციმუს იუნიუს იუვენალი

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები