საკნატუნო ამბები

როდესაც ალკოჰოლს არ სვამ, მაგრამ თვრები - მასწავლებელი, რომლის სხეული ალკოჰოლს გამოიმუშავებს, სამსახურიდან გაათავისუფლეს

fun time

18:00 სამ. 28 მარტი, 2023 წელი

როდესაც ალკოჰოლს არ სვამ,
მაგრამ თვრები

14
დაკოპირებულია

ნიუ-ჯერსელმა მასწავლებელმა მარკ მონჯიარდომ (Mark Mongiardo) სამსახური ლოთობის გამო დაკარგა. ბუნებრივია, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მასწავლებლის მოსმენა არავის სურს, მაგრამ მონჯიარდო ალკოჰოლური სასმელების მოყვარული არ არის. უიღბლო მასწავლებელს იშვიათი დაავადება აწუხებს, რომლის დროსაც სხეული ალკოჰოლს თავად გამოიმუშავებს. 

მარკის დაავადებას ავტოლუდსახარშის სინდრომს (Auto-brewery syndrome) უწოდებენ. ამ დაავადების დროს ეთანოლი სპონტანურად სინთეზირდება ნაწლავებში, შემდეგ კი სისხლში ხვდება. შედეგად, ადამიანს შეიძლება ნებისმიერ დროს ალკოჰოლის მოხმარების სიმპტომები გამოუვლინდეს. მაგალითად, უიღბლო მასწავლებელს, რომელიც ალკოჰოლს სათოფეზე არ ეკარება, ხშირად სპირტის სუნი ასდის და მეტყველების და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევები აღენიშნება.

იშვიათი დაავადების გამო მონჯიარდოს არაერთხელ შეექმნა პრობლემები. ერთხელ ის ავტოინსპექციამ გააჩერა, როდესაც სამსახურიდან სახლში მიდიოდა. მონჯიარდოს ალკოჰოლის მოხმარება დაუდასტურდა, რაც პოლიციამ მაშინვე სკოლის ადმინისტრაციას აცნობა. სკოლაში მასწავლებელი ისედაც ფარულ ალკოჰოლიზმში იყო ეჭვმიტანილი, ამიტომ დაუყოვნებლივ სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსახურის დაკარგვის შემდეგ მარკი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

”მე დავკარგე ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეიძლება და იძულებული გავხდი, რომ სახლი და მანქანა გამეყიდა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, არათუ სკოლაში, მაღაზიაშიც კი ვერ დავიწყე მუშაობა,“ - ამბობს მარკი.

ერთი „ალკოჰოლიზმის“ ისტორია

მარკ მონჯიარდომ თავისი ავადმყოფობის შესახებ პირველად 2006 წელს შეიტყო. მისი კოლეგები გამუდმებით ჩიოდნენ, რომ მარკს სპირტიანი სასმლის სუნი ასდიოდა. მასწავლებელი იძულებული გახდა სამუშაოდ სხვა სკოლაში გადასულიყო, სადაც ბოლო დრომდე მუშაობდა, მაგრამ პოლიციის ტესტის შემდეგ ეს სამსახურიც დაკარგა.

მამაკაცი მიხვდა, რომ საქმე მისი სხეულის უცნაურ მახასიათებლებში მდგომარეობდა და კონსულტაციისთვის გასტროენტეროლოგს მიმართა. როდესაც მარკს ზუსტი დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობა დაუნიშნეს, ის ბედნიერებისგან ატირდა.

მედიკამენტებისა და სპეციალური დიეტის დახმარებით მარკი მალე განიკურნა და უსიამოვნო სიმპტომები გაქრა. მასწავლებლის თქმით, ვერასოდეს იფიქრებდა, რომ მისი პრობლემის მოგვარება ასე მარტივად შეიძლებოდა და ნანობს, რომ ექმებთან უფრო ადრე არ მივიდა.

ფოტოზე: მარკ მონჯიარდო ოჯახთან ერთად

Auto-brewery syndrome ნაწლავის მიკროფლორის დარღვევას უკავშირდება. ჩვეულებრივ, ეს ძლიერი ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ ხდება, როდესაც სოკო, საფუარი და ნახშირწყლები ადამიანის ნაწლავებში ალკოჰოლად გარდაიქმნება. საბედნიეროდ, ეს სინდრომი ძალზე იშვიათია.

***

რატომ მოქმედებს ალკოჰოლი სხვადასხვა ერზე განსხვავებულად?

4 ნიშანი, რომლითაც პოტენციურ ალკოჰოლიკს ამოიცნობთ

სექსი ნაბახუსევზე - გავრისკოთ თუ არა?

წყარო: www.express.co.uk


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის

ახალი აღმოჩენა - რატომ არ უნდა გადა...

სიბრძნის კბილი და
ღეროვანი უჯრედები

ინდოელმა მაშველმა გველი ხელოვნური ს...

ინდოელმა მაშველმა გველი
ხელოვნური სუნთქვით
სიკვდილს გადაარჩინა

რატომ აკრძალეს სინგაპურში საღეჭი რე...

რატომ აკრძალეს
სინგაპურში საღეჭი რეზინა?

ამერიკული კომპანია 2032 წლისთვის მთ...

სასტუმრო მთვარეზე