სექსი ნაბახუსევზე - გავრისკოთ თუ არა?
23:00 პარ. 1 იანვარი, 2021 წელი
მხიარული ღამის შემდეგ ხშირად გვაწუხებს თავის ტკივილი, წყურვილი, თავრბუსხვევა, გულისრევის შეგრძნება და ამ შეგრძნებების თაიგულს ზოგჯერ სექსის ძლიერი სურვილიც ემატება.
სექსოლოგებმა ზუსტად იციან, რატომ იწვევს ბახუსი სექსის ძლიერ სურვილს. მათი განმარტებით, როდესაც ნაბახუსევზე თავის საშინელი ტკივილით ვიღვიძებთ, ვფიქრობთ, რომ ამ დროს სექსუალური აქტი შესანიშნავი თერაპიაა.
მართლაც, ცხელი სექსი ნაბახუსევის სიმძიმისა და გაბრუების დავიწყებას უწყობს ხელს, რადგან ამ დროს სისხლის მიმოქცევა აქტიურდება. გარდა ამისა, სექსის დროს გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი, რაც გიჟური ღამის შემდეგ განსაკუთრებით სასიამოვნოა.
ბახუსზე სექსის ძლიერი სურვილის მიზეზი ისიც არის, რომ ორგაზმი ტკივილის შეგრძნებას თითქმის 70%-ით ამცირებს. სექსის დროს გამოყოფილი ჰორმონი ოქსიტოცინი ძლიერ და ღრმა ძილს უზრუნველყოფს, რაც ნაბახუსევზე სექსზე არანაკლებ სასიამოვნოა. ასევე, მეცნიერების მტკიცებით, სექსუალური ჰორმონების მაღალი დონე სტრესულ მდგომარეობას ეწინააღმდეგება.
თუმცა, სპეციალისტების თქმით, ნაბახუსევზე სექსის დროს სიფრთხილე აუცილებელია, რადგან გაბრუებული აზროვნების ფონზე შემთხვევითი სექსი ყურადღებას ადუნებს და თავის დაცვა არავის ახსოვს. შედეგი კი შესაძლოა, უსიამოვნო სიურპრიზად იქცეს. ამიტომ, თუკი ნაბახუსევზე სექსის სურვილი და თავი გაქვთ, გაიხსენებთ კონტრაცეპტივები.
როგორც ამბობენ, ბუნება ბრძენია. თუკი ორგანიზმი გაძლევთ სიგნალს, რომ ნაბახუსევზე სექსი სურს, ამ მინიშნების იგნორირება არ ღირს. ჩამოგითვლით რამდენიმე მიზეზს:
👉 ამ მეტად სასიამოვნო პროცესის შემდეგ გამოიყოფა ენდორფინი, რომელიც ამაღლებს განწყობას და ამსუბუქებს ნახაბუსევის სიმპტომებს
👉 ფიზიკური აქტივობა, რომელსაც სექსი უპირობოდ გულისხმობს, ყველაზე ეფექტური პროცესია მეტაბოლიზმის საწინააღმდეგოდ. ამგვარი აქტივობა, ასევე, ეხმარება ღვიძლს სისხლის გასუფთავებაში
👉 ოფლის გამოყოფა და ეაკულაცია ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნის საშუალებაა. რაც უფრო მეტი ტოქსინი გამოიდევნება ორგანიზმიდან, მით უფრო სწრაფად დაივიწყებთ ბახუსს.
სექსი სასიამოვნო პროცესია, თუმცა, ყოველთვის ხელმისაწვდომი ნამდვილად არ არის. ქალისთვის ბახუსის დაძლევა სექსუალური ურთიერთობით დამახასიათებელი არ არის, მით უმეტეს, არცერთ ქალს არ სიამოვნებს პარტნიორის ბახუსით გამოწვეულ გადახურებულ და მოდუნებულ ორგანიზმს სექსით უმკურნალოს.
ასე რომ, მამაკაცებო, ნაბახუსევზე ნუ დაგველოდებით, მაინც გამოცდილ მეთოდებს მიმართეთ: ცხარე წვნიანი, თბილი აბაზანა და ძილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან