4 ნიშანი, რომლითაც პოტენციურ ალკოჰოლიკს ამოიცნობთ
18:37 სამ. 30 აგვისტო, 2022 წელი
ბოლო წლებში ალკოჰოლის მომხმარებელთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. გლაზგოს და ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობდნენ მოხალისეები 149 ქვეყნიდან და ამ კვლევის შემდეგ დასახელდა პარამეტრები, რომლებიც პოტენციური ალკოჰოლიკის გამოვლენაში დაგვეხმარება.
სისხლის ჯგუფი
ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს ყველაზე ხშირად II ჯგუფის სისხლის აქვთ - ასეთ დასკვნამდე გასულ საუკუნეში ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ. იმ დროს აშშ-ის ნარკოლოგიურ კლინიკებში მყოფი პაციენტების, დაახლოებით, ნახევარს II ჯგუფის სისხლი ჰქონდა, ყველაზე დიდი იშვიათობა კი მეოთხე ჯგუფის სისხლი გახლდათ.
მაღალი ინტელექტი
ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ძალიან ხშირად ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები ინტელექტუალები არიან. დიახ, ადამიანებმა, რომლებიც ბავშვობაში თანატოლებზე ჭკვიანები იყვნენ, ზრდასრულ ასაკში ალკოჰოლისკენ მიდრეკილება გამოავლინეს. მეცნიერების განმარტებით, ასეთი ქცევა დამახასიათებელია ევოლუციურად ახალი ქცევისკენ მიდრეკილი ინტელექტუალური ინდივიდებისთვის.
მშვიდი განწყობა
პრობლემებს შეიძლება მეტისმეტად მშვიდი ადამიანებიც შეეჯახონ. ვირთხებზე ჩატარებული ცდების შედეგად დადგინდა, რომ მშვიდი თანამოძმეებისგან განსხვავებით, მოუსვენარ და აგრესიულ მღრღნელებს ალკოჰოლი ნაკლებად აინტერესებთ. მკვლევარების აზრით, ალკოჰოლის სიყვარულს შფოთვის შემცირება იწვევს, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში პირიქით ითვლებოდა.
ტკბილეულის სიყვარული
ალკოჰოლზე დამოკიდებულთა შორის ბევრია ტკბილეულის მოყვარული, რადგან შაქრისა და ეთანოლის სიყვარულზე თავის ტვინის ერთი და იგივე ზონაა პასუხისმგებელი.
მეცნიერებმა გამოავლინეს FGF21 გენის ვარიანტი, რომელიც ტკბილეულისა და ალკოჰოლის გაზრდილ მოთხოვნილებაზეა პასუხისმგებელი. სხვათა შორის, სწორედ ეს გენი უწყობს ხელს არტერიული წნევის ზრდას. ის ააქტიურებს ცხიმოვანი უჯრედების მიერ გლუკოზის შეწოვას და ამით სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. გარდა ამისა, ის გავლენას ახდენს ტკბილეულისა და ალკოჰოლის მიღების სურვილზე და მოქმედებს ჰიპოთალამუსზე.
ასევე საინტერესოა 👇
რატომ მოქმედებს ალკოჰოლი სხვადასხვა ერზე განსხვავებულად?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან