სილამაზე/ჯანმრთელობა

3 ხილი, რომელიც ზამთარში ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა

fun time

13:22 პარ. 20 დეკემბერი

3 ხილი, რომელიც ზამთარში
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლოა

14
დაკოპირებულია

ზამთრის დადგომასთან ერთად, აუცილებელია, მენიუ ისეთი პროდუქტებით გავამდიდროთ, რომლებიც იმუნიტეტის გაძლიერებაში, ორგანიზმის სტრესისგან დაცვაში და, შესაბამისად, ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. ამ სტატიაში სამი ასეთი პროდუქტის შესახებ გიამბობთ.

ბროწეული

ბროწეული C ვიტამინის ნამდვილი საბადოა, რომელიც ორგანიზმს გაციებასა და ინფექციებთან გამკლავებაში ეხმარება. ეს ვიტამინი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ოფისში მუშაობს და დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან.

C ვიტამინის გარდა, ბროწეული შეიცავს ნიკოტინის მჟავას, რომელიც თვალს ზედმეტი დაძაბვისგან და გადაღლისგან იცავს.

ეს ხილი დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და ხელს უწყობს ექსკრეტორული და ენდოკრინული სისტემების მუშაობას.

ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით, ბროწეული აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ებრძვის პირის ღრუს ანთებას.

უფრო ვრცლად 👉 ბროწეულის სამკურნალო თვისებები

ხურმა

ხურმა შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც ზამთრის დეპრესიასთან გამკლავება სურს.

მდიდარი შემადგენლობის წყალობით ეს ხილი ბუნებრივ ანტიდეპრესანტს წარმოადგენს. ხურმა მდიდარია იოდით, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის გამართული მუშაობისთვის.

გარდა ამისა, ის დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინს შეიცავს, ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს თვალის ჯანმრთელობას.

ბუნებრივი შაქრის წყალობით, რომელიც გულისთვის სასარგებლოა, ხურმის რეგულარული მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილებაში ეხმარება. ჰიპერტონიული პაციენტებისთვის ხურმა ღვთის საჩუქარია - დღეში 3-4 ხურმა არტერიული წნევის მოწესრიგებაში დაგეხმარებათ.

უფრო ვრცლად 👉 ხურმის სასარგებლო თვისებები

მანდარინი

მანდარინი არა მხოლოდ ზამთრის არდადეგების სიმბოლოა, არამედ ჭარბ წონასთან ბრძოლაში შეუცვლელი დამხმარეა. სამხრეთ კორეელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ მანდარინის წვენი, ვარჯიშთან ერთად, წონის კლებაში გვეხმარება.

მანდარინი ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზმზე და ორგანიზმს ცხიმების დაწვაში ეხმარება.

მანდარინის კანსაც უამრავი სასარგებლო თვისება აქვს - მისი ნახარში აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს მადას და ებრძვის შებერილობას. ასეთი ნაყენის მოსამზადებლად მანდარინის კანებს 5 წუთის განმავლობაში ადუღებენ და შემდეგ ფილტრავენ. შეგიძლიათ, სასმელი ცოტაოდენი თაფლით ან შაქრით დაატკბოთ.

უფრო ვრცლად 👉 მანდარინის სასარგებლო თვისებები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

დალიეთ სიამოვნებისთვის - მოკლე ინსტ...

ღვინის სმის წესები

სიმსუქნე გადამდებია - მეცნიერების ა...

სიმსუქნე გადამდებია

კომშის სასარგებლო თვისებები

კომშის სასარგებლო
თვისებები

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები