სილამაზე/ჯანმრთელობა

ნაოჭების გასწორება თევზის ქონით - 3 მარტივი რეცეპტი

fun time

12:00 ოთხ. 4 აგვისტო, 2021 წელი

ნაოჭების გასწორება
თევზის ქონით

14
დაკოპირებულია

ვინც რა უნდა თქვას, თევზის ქონი ნაოჭების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა. ის დიდი რაოდენობით A და E ვიტამინებს შეიცავს, რომლებიც კანის რეგენერაციის პროცესს აჩქარებენ და ელასტიკურობას უზრუნველყოფენ.

თევზის ქონით ნაოჭების გასწორება სახლის პირობებში:

რეცეპტი №1

წვრილი ნაოჭების და ასაკობრივი ლაქების მოშორება ამ ნიღაბს ეფექტურად შეუძლია:

  • თევზის ქონი ცხიმიან ნაღებთან ან არაჟანთან და ლიმონის წვენთან აურიეთ;
  • ერთი ჩაის კოვზი მასა სახეზე თანაბრად წაისვით და 20-30 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ;
  • შემდეგ ნიღაბი სახიდან მოიცილეთ და კანი წინასწარ მომზადებული გვირილის ნაყენით გაიწმინდეთ.

რეცეპტი №2

ღრმა ნაოჭების გასწორება თევზის ქონისა და თაფლის ნიღბით სცადეთ:

  • 1 ჩაის კოვზი თევზის ქონი დაუმატეთ 1 ჩაის კოვზ თხელ თაფლს და კარგად აურიეთ;
  • მიღებული ნარევი სახის კანზე მსუბუქი მოძრაობებით, თანაბრად წაისვით და 20-30 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ;
  • ამის შემდეგ შემდეგ ნიღბის ნარჩენები ქაღალდის ხელსახოცით გაიწმინდეთ და სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თუ ამ ნიღაბს კვირაში ორჯერ გაიკეთებთ, მალე სარკეში სასურველ შედეგს იხილავთ.

რეცეპტი №3

თვალის ნაოჭების მოშორება თუ გსურთ, თევზის ქონი, ყოველგვარი დანამატების გარეშე, ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

დერმატოლოგები მის გამოყენებას ძილის წინ გვირჩევენ. სასურველი შედეგის მისაღებად საკმარისია, თევზის ქონი კანზე 20 წუთის განმავლობაში გაიჩეროთ და თბილი წყლით ჩამოიბანოთ.

ასე რომ, თუ ამ საჭირო და სასარგებლო პროდუქტის მიმართ ალერგიული არ ხართ, შეგიძლიათ სახის სილამაზეზე ზრუნვა ახლავე დაიწყოთ.

უფრო მეტი ეფექტის მისაღწევად კი შეგიძლიათ, თევზის ქონის როგორც გარეგანი, ისე შინაგანი მოხმარება. მისი დალევის წინ ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ.

🔰🔰🔰:

რატომ აიკრძალა თევზის ქონი საბჭოთა კავშირში?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

იცით, რომ ავოკადოს კურკა ნაყოფზე უფ...

ავოკადოს მიღების წესი

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?