სილამაზე/ჯანმრთელობა

ოსტეოპოროზი - როგორ ავიცილოთ თავიდან „ქალების დაავადება“?

fun time

17:37 შაბ. 29 მაისი, 2021 წელი

რა იწვევს ოსტეოპოროზს

14
დაკოპირებულია

ოსტეოპოროზი, როგორც წესი, ფარულად ვითარდება და ხშირად მისი გამოვლენა მხოლოდ ძვლების მოტეხილობების შემდეგ ხდება. თუმცა ამ დაავადების არსებობაზე ეჭვის მიტანა გაცილებით ადრე შეგვიძლია, თუ კლინიკურ ნიშნებს მივაქცევთ ყურადღებას. ამ დაავადების შესახებ ექიმი ნევროლოგი თამთა ირემაძე გვესაუბრება.

 

რა დაავადებაა ოსტეოპოროზი?

ოსტეოპოროზი ჩონჩხის სისტემური დაავადებაა, რომელიც ძვლოვანი მასის შემცირებით, მისი სტრუქტურის შეცვლით, ძვლის სიმყიფის მატებითა და მოტეხილობების ადვილად განვითარებით ხასიათდება.
ოსტეოპოროზით მამაკაცებზე უფრო ხშირად ქალები ავადდებიან, დაავადების გამოვლენა კი პიკს მენოპაუზის პერიოდში აღწევს.

❗რა იწვევს რა იწვევს ოსტეოპოროზს:

ხანდაზმული ასაკი;

გენეტიკური წინასწარგანწყობა;

მდედრობითი სქესი (დაავადება ქალებში მამაკაცებზე 4-ჯერ უფრო ხშირია);

ეთნიკური კუთვნილება (თეთრი რასა);

მენსტრუალური ციკლის ადრეულ ასაკში დაწყება და ნაადრევი მენოპაუზა;

ქალის სასქესო ჰორმონების (ესტროგენების) დეფიციტი;

კალციუმისა და ვიტამინების (განსაკუთრებით D ვიტამინის) არასაკმარისი რაოდენობით მიღება;

ზოგიერთი ენდოკრინული (იცენკო-კუშინგის სინდრომი, თირეოტოქსიკოზი, ჰიპოგონადიზმი, ჰიპერპარათირეოზი, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ.), რევმატული (რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი და ა.შ.), საჭმლის მომნელებელი სისტემის (კუჭის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა, მალაბსორბციის სინდრომი), თირკმლის (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და ა.შ.), სისხლის (მიელომური დაავადება, თალასემია, ლეიკოზები და ლიმფომები), ღვიძლისა და სასუნთქი სისტემის დაავადება;

ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი მოხმარება (კორტიკოსტეროიდები, ანტიკონვულსანტები, თირეოიდული ჰორმონები, იმუნოდეპრესანტები, ალუმინ-შემცველი ანტაციდები, ანტიკოაგულანტები, ლითიუმის პრეპარატები, ქიმიოთერაპია, შარდმდენები და სხვა);

ცხოვრების არასწორი სტილი (მცირე ფიზიკური აქტივობა, მჯდომარე ცხოვრების წესი, ჭარბი ფიზიკური დატვირთვა);
ყავის, თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება და ა.შ.

გარდა ზემოჩამოთვლილი მიზეზებისა, არსებობს უცნობი გენეზის, ე.წ. იდიოპათიური ოსტეოპოროზი.

ოსტეოპოროზის კლინიკური ნიშნები

ოსტეოპოროზი, როგორც წესი, ფარულად ვითარდება და ხშირად მისი გამოვლენა მხოლოდ ძვლების მოტეხილობების შემდეგ ხდება. თუმცა ამ დაავადების არსებობაზე ეჭვის მიტანა გაცილებით ადრე შეგვიძლია, თუ შემდეგ კლინიკურ ნიშნებს მივაქცევთ ყურადღებას:

ადვილად დაღლა;

სახსრების ტკივილი (რომელიც მოძრაობისა და ერთ პოზაში ყოფნის დროს ძლიერდება, დაწოლისას კი ქრება);

ტკივილი წელისა და კუდუსუნის არეში;

ტანადობის დარღვევა (სიმაღლის შემცირება, სიარულის მანერის შეცვლა და ხერხემლის გამრუდება).

ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა

ტრადიციული რენტგენოლოგიური გამოკვლევა ოსტეოპოროზის დიაგნოზის დასმის საშუალებას არ იძლევა, ამიტომ ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკისთვის რეკომენდებულია:

კომპიუტერული ტომოგრაფიისა ჩატარება;

ე. წ. ძვლის დუალენერგიული რენტგენოლოგიური აბსორბციომეტრიის ჩატარება (ეს უკანასკნელი ძვლის მინერალურ სიმკვრივეს მაღალი სიზუსტით ზომავს).

ოსტეოპოროზის მკურნალობა

ოსტეოპოროზის სამკურნალოდ რეკომენდებულია:

ჩანაცვლებითი ჰორმონული (ქალის სასქესო ჰორმონებით - ესტროგენებით) თერაპია და ანტირეზორბციული პრეპარატებითა (ბისფოსფონატები, კალციტონიტები) და ძვლის წარმოქმნის სტიმულატორებით მკურნალობა.
მკურნალობის პროცესში აუცილებელია კალციუმისა და D ვიტამინის გარკვეული დოზების ჩართვაც.

გარდა ამისა, ოსტეოპოროზით დაავადებულთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:

გამართული დგომა, ჯდომა და სიარული;

მუშაობა მაღალ მაგიდასთან;

მყარ საწოლზე წოლა;

სიმძიმეების აწევისგან თავის შეკავება;

მკვეთრი მოძრაობების შეზღუდვა;

ყავაზე, თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმა.

გახსოვდეთ, რომ მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ ექიმს შეუძლია. თვითმკურნალობა დაუშვებელია, რადგან არასწორად მიღებულმა წამალმა შეიძლება ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ.

ოსტეოპოროზის პრევენცია

ოსტეოპოროზის პრევენცია გულისხმობს:

ხელშემწყობი ფაქტორების მაქსიმალურად შემცირებას;

კალციუმით მდიდარი პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღებას (ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის 40 წელს გადაცილებული ქალებისა და 55-60 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის აუცილებელია 1000-1500 მგ კალციუმი დღეში);

კალციუმისა და D ვიტამინის კომბინაციით არსებული სპეციალური პრეპარატების მიღებას (რადგან ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში D ვიტამინი ეხმარება);

თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმას;

ყავის მოხმარების შეზღუდვას (ყავის ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს ორგანიზმში კალციუმის რაოდენობის შემცირებას);

ოსტეოპოროზის ვარჯიშების შესრულებას და სხვადასხვა სახეობის ფიზიკური აქტივობების მონაცვლეობას (ცეკვა, ცურვა, სირბილი, ჩოგბურთი და ა.შ.).


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თუთა - დღეგრძელობის კენკრა, რომელიც...

თუთა - დღეგრძელობის კენკრა

უსაფრთხოა თუ არა საკვები, რომელსაც...

უსაფრთხოა თუ არა საკვები,
რომელსაც ბუზი დააჯდა?

იცით, რომ ავოკადოს კურკა ნაყოფზე უფ...

ავოკადოს მიღების წესი

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ