სილამაზე/ჯანმრთელობა

რა აკავშირებს ჭორფლს პირს ბროსნანთან? - 7 საინტერესო ფაქტი ჭორფლის შესახებ

fun time

17:36 ოთხ. 12 აპრილი, 2023 წელი

ჭორფლის შესახებ

14
დაკოპირებულია

ჭორფლი ჰიპერპიგმენტური ლაქაა, რომელიც გაზაფხულსა და ზაფხულში, მზის აქტიურობისას მუქდება. ბევრს ჰგონია, რომ ჭორფლი მხოლოდ წითურ ადამიანებს აქვთ,  მაგრამ ასე არაა. ის შეიძლება ნებისმიერ, თუნდაც შავგვრემანს ჰქონდეს  და ამისთვის მემკვიდრეობითობა საჭირო არაა. ჩვენ გიამბობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ჭორფლზე, რომელიც ალბათ არასოდეს გსმენიათ.  

1. ძველად ჭორფლი „ეშმაკის ნიშნად“ მიიჩნეოდა

შუა საუკუნეებში სჯეროდათ, რომ ჭორფლიანი, ხალებიანი და მეჭეჭებიანი ქალები ჯადოქრები იყვნენ, ამიტომ მათზე ხშირად ნადირობდნენ.

ფოტოზე: „ჯადოქრის დაკითხვა“, მხატვარი ტ.ჰ. მატესონი, 1853 წ.

2. ორნაირი ჭორფლი

ყვითელმოყავისფრო ფერის ლაქებს, რომლებსაც ადამიანის სახეზე, ხელებზე და კანის სხვა უბნებზე ვხედავთ, ეფელიდები ეწოდება. ზამთარში ასეთი ჭორფლი უფრო ღია ფერის და შეუმჩნეველი ხდება, ზაფხულში, კი პირიქით, მუქდება.

თუმცა არსებობს მეორე სახის პიგმენტური ლაქაც და მას ლენტიგო ეწოდება. ის გამოვლინდება მრავლობითი მოყავისფრო ლაქებით. ხშირად ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ხანდაზმულობის პერიოდში ჩნდება და წელიწადის დროის მიუხედავად, ყოველთვის მუქი ფერისაა.

3. ჭორფლით არ იბადებიან

ჩვილებს ჭორფლი არ აღენიშნებათ. ჩვეულებრივ, ის 4-6 წლის ასაკიდან ჩნდება, მაგრამ მზის ძლიერი და ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად შეიძლება ზრდასრულობის ასაკშიც გამოვლინდეს - ამ დროს კანის უჯრედები მეტი მელანინის გამოყოფას იწყებს.

4. ჭორფლი მემკვიდრეობითი არაა

მემკვიდრეობითი არა, მაგრამ ეს გენეტიკაა. ჭორფლის რაოდენობა დამოკიდებულია MC1R გენის არსებობაზე, რომელიც აკონტროლებს რომელ მელანინს გამოიმუშავებს თქვენი კანი - მუქ ყავისფერ ეუმელანინს თუ მოწითალო-ყვითელ ფეომელანინს. თუ ადამიანში MC1R გენი არააქტიურია, ის უფრო მეტ ფეომელანინს გამოიმუშავებენ, რაც ღია ფერის თმას, კანს და ჭორფლს იწვევს.

5. ჭორფლი კანის დამცავი ბარიერივით მოქმედებს

ჭორფლი კანს მზის მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს. ამის მიუხედავად, ჭორფლიანი კანი განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს ცივ სეზონზეც კი.

6. ჭორფლი ყველა წითურს არ აქვს

მიუხედავად იმისა, რომ წითელთმიან ადამიანებს ფეომელანინის მცირე შემცველობის მქონე თეთრი კანი აქვთ, ჭორფლი ყველას არ ამშვენებს. ამ ლაქების გამოჩენა MC1R გენის მუშაობაზეა დამოკიდებული. წითურების დაახლოებით 20%-ს ჭორფლი საერთოდ არ აქვს.

7. მუქი თმა, ცისფერი თვალები, ჭორფლი და პირს ბროსნანი

ამ სამი ფაქტორის ერთ ადამიანში გაერთიანებაზე IRF4 გენი ზრუნავს, რომელსაც „პირს ბროსნანის გენს“ უწოდებენ. რატომ? შეხედეთ მსახიობის ფოტოს და თავად მიხვდებით.

***

სახის კანის ტიპები და მათი მოვლა

ჟელატინისა და ნახშირის ნიღაბი შავი წერტილებისთვის


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გაჭერით ლიმონი და დატოვეთ საძინებელ...

ლიმონი ჯანმრთელობისთვის

ხილი დიეტის დროს

ხილი დიეტის დროს

K ვიტამინის ნაკლებობა - მიზეზები და...

K ვიტამინის ნაკლებობა

სატაცურის სასარგებლო თვისებები

სატაცურის სასარგებლო
თვისებები

ახალი დიეტა - ორი ჭიქა წყალი

ახალი დიეტა - ორი ჭიქა
წყალი

5 ყველაზე სასარგებლო ეთერზეთი

5 ყველაზე სასარგებლო
ეთერზეთი

საქონლის ან ცხვრის ძვლის ტვინი — რა...

ძვლის ტვინი - დელიკატესი

გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებები,...

როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი?

სტრესი ინსულტის რისკს ზრდის, მაგრამ...

სტრესი ინსულტის რისკს
ზრდის, მაგრამ მხოლოდ
ქალებში