სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ შევამოწმოთ იმ პროდუქტის ხარისხი, რომელსაც ყოველდღე ვჭამთ?

fun time

12:00 კვი. 24 ოქტომბერი, 2021 წელი

ხაჭოს ცნობა

14
დაკოპირებულია

როგორ გაარკვიოთ, ახალია თუ არა პროდუქტი, კვებავდნენ თუ არა ჰორმონალური დანამატებით, შეიცავს თუ არა ნიტრატებს და ა.შ. ამისთვის ხელმისაწვდომ და მარტივ მეთოდებს გიზიარებთ...

ქათამი

ქათმის ხორცი დრეკადი და ვარდისფერი უნდა იყოს, ყვითელი ტონალობა მის ხანდაზმულობაზე მიუთითებს, ხოლო თეთრი ხაზები იმის მაჩვენებელია, რომ მას ჰორმონალური დანამატებით კვებავდნენ.

ხაჭო

ერთი წვეთი იოდი საკმარისია, რათა შევიტყოთ, არის თუ არა ხაჭოში სახამებელი ანდა მცენარეული ცხიმები. თუკი ხაჭოს ეს დანამატები აქვს, მაშინ ის გალურჯდება.

თაფლი

დააკვირდით, როგორ მოწვეთავს თაფლი კოვზიდან. ნატურალური ელასტიკური ძაფის სახით მოდის და ძირში რგოლებს აკეთებს. სუროგატი კი წყდება და გუბედ იღვრება.

არაჟანი

იმის გასაგებად, არაკეთილსინდისიერმა მწარმოებელმა არაჟანში გაურია თუ არა მცენარეული ცხიმები, ის ცხელ წყალში უნდა გავხსნათ. ცუდი პროდუქტი ფიფქებად იშლება, ნამდვილი კი თანაბრად იხსნება.

გაყინული ხილი და ბოსტნეული

გაყინულ ბოსტნეულსა და ხილზე ყინულის ნადები იმის მაჩვენებელია, რომ მას არასწორად ინახავდნენ.

თევზი

ამღვრეული თვალები და ლაყუჩებზე მუქი შეფერილობა - ეს იმის მაჩვენებელია, რომ თევზი ახალი არაა. ახალ თევზს ქერცლი უბრწყინავს და ლორწოც არ აქვს.

ხორცი

ახალი ხორცი მასზე თითის დაჭერისას ფორმას მალე აღიდგენს.

მწვანილი

თუკი ახალ მწვანილს გრძელი ღეროები აქვს და თავს ვერ იმაგრებს, ესე იგი, მისი წარმოებისას ნიტრატები გამოიყენეს.

ყველი

დაბალი ხარისხის ყველი დაჭრისას იფშვნება.

ნაყინი

თუკი ნაყინი დიდხანს დნება და ნახევრად გამჭვირვალე გუბედ იქცევა, იცოდეთ - თქვენ წინაშე მცენარეული პროდუქტია.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 ყველაზე სასარგებლო ეთერზეთი

5 ყველაზე სასარგებლო
ეთერზეთი

საქონლის ან ცხვრის ძვლის ტვინი — რა...

ძვლის ტვინი - დელიკატესი

გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებები,...

როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი?

სტრესი ინსულტის რისკს ზრდის, მაგრამ...

სტრესი ინსულტის რისკს
ზრდის, მაგრამ მხოლოდ
ქალებში

თუ სიბერის გეშინიათ, მწარე საკვები...

მწარე საკვები
ჯანმრთელობისთვის

რით არის ფსტა სასარგებლო და რატომ ღ...

რით არის ფსტა სასარგებლო

როგორ გამოვიყენოთ ჯანჯაფილი?

ჯანჯაფილის ფესვის არჩევა

კარაქი თუ მცენარეული ზეთი? — რომელი...

კარაქი თუ მცენარეული ზეთი?

ფლამინგოს ტესტი — დადექით ცალ ფეხზე...

ფლამინგოს ტესტი