სილამაზე/ჯანმრთელობა

შინდის სასარგებლო თვისებები

fun time

16:05 კვი. 25 სექტემბერი, 2022 წელი

შინდის სასარგებლო
თვისებები

14
დაკოპირებულია

შინდი სასარგებლო თვისებებით ყველა რეკორდს ხსნის. მაინც, რა არის ამ მცენარის სარგებელი და რით არის ის ასეთი განსაკუთრებული, ერთად გავარკვიოთ. 

დავიწყოთ იმით, რომ შინდის ნაყოფი ჯანმრთელობისთვის შეუცვლელი პროდუქტია.

შინდი შეიცავს:

  • 10-17%-მდე შაქარს
  • 4%-მდე ორგანულ მჟავებს
  • პექტინებს
  • მთრიმლავ და აზოტოვან ნივთიერებებს
  • ეთერზეთებს
  • ფიტონციდებს
  • ფლავონოიდებს
  • P ვიტამინს,
  • პროვიტამინ A-ს
  • კალიუმის, რკინის, კალციუმის, მაგნიუმისა და გოგირდის მარილებს
  • C ვიტამინს - მისი შემცველობით შინდი ზოგჯერ შავ მოცხარსაც კი სჯობნის.


შინდის ნაყოფს აქვს ანტიბაქტერიული, მატონიზირებელი, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

ის ორგანიზმის იმუნურ დაცვას ზრდის და სასარგებლოა გაციების, გრიპის, ყელის ტკივილის, ანემიის და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.

შინდი აძლიერებს გულისა და სისხლძარღვების კედლებს, აწესრიგებს მეტაბოლურ პროცესებს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს.

შინდი ქალებისთვის

შინდი სასიკეთო გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევის სისტემის მუშაობაზე. ის ქალბატონებს მენსტრუაციისა და სისხლის დაკარგვის შემდეგ ძალების აღდგენაში ეხმარება.

შინდი მამაკაცებისთვის

შინდი მამაკაცის ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა - ის აწესრიგებს კუნთოვანი და ნერვული სისტემის მუშაობას, სასიკეთო გავლენას ახდენს მამაკაცის პოტენციასა და შარდსასქესო ორგანოების მუშაობაზე.

ვინ უნდა მოერიდოს შინდის ჭამას?

ექიმები ჰიპერტონიული დაავადების მქონე პაციენტებს ურჩევენ, შინდს მოერიდონ, რადგან ამ კენკრას არტერიული წნევის მომატება შეუძლია.

ამასთან, შინდს მატონიზირებელი ეფექტი აქვს და საღამოს მისი მირთმევა არასასურველია.

შინდს უნდა მოერიდოთ კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, პროსტატიტის, თირკმელების დაავადებისადა ყაბზობის დროს.

შინდის ჟელე

და ბოლოს, შინდისგან შეგიძლიათ მოამზადოთ არომატული მურაბა, ჯემი, ჟელე, კომპოტი და მარმელადი, რაც ზამთრის სუსხიან დღეებში განსაკუთრებით სასარგებლოა.

შინდის ჟელეს მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

0,5 კგ. შინდი

1 ჩაის ჭიქა წყალი

1 ჩაის ჭიქა შაქარი

ჟელეს მომზადების წესი:

1. შინდი საგულდაგულოდ გადაარჩიეთ, დამპალი და და დაზიანებული ნაყოფი გადაყარეთ, დანარჩენი კი თუშფალანგში ჩაყარეთ და გამდინარე წყლის ქვეშ გარეცხეთ.

2. შინდი ქვაბში ჩაყარეთ და ცივი წყალი დაასხით.

3. ქვაბი ცეცხლზე დადგით და 10 წუთი დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, სანამ კენკრა კარგად არ დარბილდება.

4. ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და შინდის წვენი თუშფალანგზე გადაწურეთ.

5 დაახლოებით 250 მლ შინდის წვენს მიიღებთ. დაუმატეთ მას 1 ჩ. ჭ. შაქარი (დაახლ. 200 გრ), აურიეთ და ისევ ცეცხლზე დაადგით.

6. შინდის წვენი დაბალ ცეცხლზე კიდევ 10 წუთი ადუღეთ, შემდეგ ცხელ-ცხელი წინასწარ გასტერილებულ ქილებში ჩაასხით. თავდაპირველად, სანამ ცხელია, ის თხევადი კონსისტენციის იქნება, მაგრამ თანდათან, გაციებასთან ერთად, გასქელდება და მოხუფეთ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი