თემატური ჰოროსკოპი

02/23/2023 - სარკისებრი თარიღი და მისი მისტიკური მნიშვნელობა

fun time

12:00 ოთხ. 22 თებერვალი, 2023 წელი

02/23/2023 - სარკისებრი თარიღი

14
დაკოპირებულია

ზოგს სარკისებური თარიღების მისტიკურობის ეშინია, ზოგი მათ შესაძლებლობად აღიქვამს. 2023 წლის 23 თებერვალი  ჯადოსნური დღეების მწკრივში ერთ-ერთი უძლიერესია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობა სწორად გამოვიყენოთ. 

დღე, რომელიც ყველაფერს შეცვლის

2023 წლის 23 თებერვალი ენერგეტიკულად წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დღეა. სარკისებრი თარიღებისთვისაც კი იშვიათი შემთხვევაა, როდესაც თარიღის წაკითხვა როგორც მარცხნიდან მარჯვნივ, ასევე მარჯვნიდან მარცხნივ შეიძლება.

სწორედ ასეთ თარიღებში ხდება მნიშვნელოვანი, მისტიკური მოვლენები, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაზე მათი აღქმა და გავლენა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული - ისინი შეგვიძლია გავაძლიეროთ ან მინიმუმამდე შევამციროთ.

სწავლა, სწავლა და სწავლა

ხელსაყრელი დღეა განათლებასთან დაკავშირებული პროექტების ან სწავლის დაწყებისთვის. თუ ახალი სასწავლო კურსის გავლაზე ოცნებობთ, 23 თებერვალი ამისთვის შესანიშნავი დროა. ასევე, შესანიშნავი შესაძლებლობაა პოლიტიკოსებისთვის - ამ დღეს სიტყვით გამოსვლა მსმენელთა ოვაციებს დაიმსახურებს.

ყურადღების ცენტრში ყოფნა

სასურველია, რომ ამ დღეს საზოგადოებაში „გაიბრწყინოთ“ და დიდი აუდიტორიის წინ სიტყვით გამოხვიდეთ. გირჩევთ 23 თებერვალს სურვილი ჩაიფიქროთ, ოღონდ ის გულიდან უნდა მოდიოდეს და მისი შესრულების გწამდეთ. მაშინ სურვილი აუცილებლად ახდება. ამ დღეს ოპტიმიზმი და მტკიცე განზრახვა ძალიან მნიშვნელოვანია.

ქონება და ფული

23 თებერვალს თითქმის ყველა კომერციული ტრანზაქცია წარმატებით განხორციელდება. გირჩევთ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

***

2023 წლის პერსონალური პროგნოზი ნუმეროლოგისგან

სიზმარი და ნუმეროლოგია - რას გვამცნობს სიზმარში ნანახი რიცხვები?

გამოთვალეთ, გაქვთ თუ არა კარმული ვალი, რომელიც ცხოვრებაში ხელს გიშლით


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რომელია თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის...

რომელია თქვენი ზოდიაქოს
ნიშნისთვის მნიშვნელოვანი
ასაკი

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 2,...

2, 11, 20 და 29 რიცხვში
დაბადებულებისთვის

როგორ მოქმედებს დაბადების საათი ადა...

დაბადების საათი და
ადამიანის ბედი

შვიდწლიანი ციკლები, რომლებსაც ადამი...

7-წლიანი ციკლები

რატომ ახდენს რიცხვი „7“ ადამიანზე გ...

რატომ ახდენს რიცხვი „7“
ადამიანზე განსაკუთრებულ
გავლენას?

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 1,...

ნუმეროლოგია 1

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 3,...

ნუმეროლოგია 3

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 4,...

4 რიცხვი - ნუმეროლოგია

ჩინური ჰოროსკოპის ყველაზე იღბლიანი...

ჩინური ჰოროსკოპის
ყველაზე იღბლიანი ნიშნები