თემატური ჰოროსკოპი

2023 წლის პერსონალური პროგნოზი ნუმეროლოგისგან

fun time

16:00 ოთხ. 28 დეკემბერი, 2022 წელი

ნუმეროლოგია - წლის ციფრის
გამოთვლა

14
დაკოპირებულია

ნუმეროლოგები ამტკიცებენ, რომ 2023 წელი მშვიდობიანი იქნება და ადამიანებს კეთილდღეობას მოუტანს. ციფრებთან კამათი არ შეიძლება, ამიტომ გვინდა გვჯეროდეს, რომ ნუმეროლოგების გამოთვლები ზუსტი იქნება. მაშ ასე, გამოთვალეთ თქვენი ნუმეროლოგიური რიცხვი და ნახეთ რა გელით 2023 წელს. 

როგორი იქნება 2023 წელი?

იმისთვის, რომ მომავალი წლის ძირითადი მახასიათებლების დასადგენად, მასში შემავალი ყველა რიცხვი უნდა შევკრიბოთ:

2 + 0 + 2 + 3 = 7

ტრადიციულად, ის წელი, რომლის ნუმეროლოგიური ციფრია 7, მოგიწოდებთ, საკუთარ ინტერესებსა და ღირებულებებზე კონცენტრირდეთ. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ წელს უფრო იშვიათად მოხვდებით ხმაურიან კამპანიებში.

2023 წელს ბევრ ადამიანს გაუჩნდება ინტერესი ფსიქოლოგიის, სულიერი განვითარებისა და ეზოტერიკული სფეროების მიმართ. გამორიცხული არ არის, რომ ცხოვრებაში პირველად ნუმეროლოგთან ან ასტროლოგთან კონსულტაციის სურვილიც კი დაგებადოთ.

ახლა კი თქვენი პერსონალური ნუმეროლოგიური პროგნოზი 2023 წლისთვის

თქვენი პერსონალური პროგნოზის მისაღებად უნდა გამოთვალოთ, თუ რომელი იქნება წელს თქვენი პერსონალური ციფრი. ამისთვის თქვენი დაბადების თარიღში (მხოლოდ თვე და რიცხვი) შემავალი რიცხვები შეკრიბეთ და დაამატეთ 2023 წლის ციფრი ანუ 7. უნდა მიიღოთ ერთნიშნა ციფრი (1-იდან 9-მდე).

გამოთვლის პრინციპი ასეთია 👇

მაგალითად:

თუ ადამიანი დაიბადა 16 მარტს, ასე გამოითვლება 2023 წლისთვის მისი პერსონალური ციფრი :

1 + 6 + 3 (მარტი მესამე თვეა) + 7 (2023 წლის რიცხვი) = 17

შემდეგ: 1+7 = 8 (ანუ პერსონალური ციფრი გამოდის 8)

ამავე პრინციპით გამოთვალეთ თქვენი პერსონალური წლის ციფრი და შესაბამისად წაიკითხეთ, როგორ მოემზადოთ მომავალი წლისთვის და რას უნდა ელოდოთ მისგან:

თუ პერსონალური ციფრია 1

ეს ცხოვრების ახალი ეტაპის საწყისია. დროა, გრძელვადიანი გეგმები შეიმუშავოთ და ახალი წლის ძირითადი მიზნები განსაზღვროთ.

მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი შანსი ხელიდან არ გაუშვათ, რადგან სწორედ ამ პერიოდში ცხოვრების ყველა სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით.

გირჩევთ ყურადღებით მიმოიხედოთ, რათა ის შესაძლებლობები არ გამოგრჩეთ, რომლებსაც ახალი წელი გთავაზობთ.

თუ თქვენი მიზანი გულწრფელია, გზაზე გაცილებით ნაკლები დაბრკოლება შეგხვდებათ, ვიდრე ნებისმიერ სხვა წელს. გაბედულად იმოქმედეთ, მაგრამ მყისიერი შედეგების იმედი ნუ გექნებათ - ცოტა მოთმინება მოგიწევთ.

თუ პერსონალური ციფრია 2

პარტნიორობის წელია, რომელიც ახალ გარემოსა და ურთიერთობებს აყალიბებს. ხშირად ასეთ დროს საქმიანი და ოჯახური გაერთიანებები იბადება. ეს გუნდური თამაშისა და ტანდემების პერიოდია - ვინც უფრო ყურადღებიანი იქნება გარშემომყოფების მიმართ, გამარჯვებაც მას დარჩება.

მეტი დიპლომატია და მოთმინება დაგჭირდებათ, ვიდრე სხვა დროს. მთავარია, რომ მოვლენები არ დააჩქაროთ, გარშემო მყოფებზე ზეწოლა არ მოახდინოთ და კომპრომისული გადაწყვეტილებები ეძებოთ.

თუ პერსონალური ციფრია 3

ეს წელი თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებს დააჩქარებს. ლოდინის დრო დასრულდა, უნდა იმოქმედოთ. გირჩევთ ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საქმიანობის სფერო გააფართოვოთ, ახალი უნარები შეიძინოთ და თუ საჭიროა, პროფესია რადიკალურად შეიცვალოთ.

ეს წელი უამრავ ცვლილებას მოგიტანთ: ახალ პროექტებს, მოგზაურობებს, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, იდეას, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ის, რაც წინა ორი წლის განმავლობაში გეგმა იყო, კონკრეტულ სახეს მიიღებს.

ამ წელს ადამიანები ჩვეულებრივზე ხშირად მოგაკითხავენ დახმარებისთვის.

თუ პერსონალური ციფრია 4

ენთუზიაზმის, დისციპლინისა და შრომისმოყვარეობის წელი გელით. შესაძლოა, ეს თვისებები სხვა დროსაც გახასიათებდათ, მაგრამ 2023 წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება. ზარმაცებს და უპასუხისმგებლოებს კი პირიქით, რთული და დაბრკოლებებით სავსე წელი ელით.

გახსოვდეთ, რომ ამ წელს გაცემული დაპირებები აუცილებლად უნდა შესრულდეს, ამიტომ დაჰპირდით მხოლოდ იმას, რაშიც სრულად ხართ დარწმუნებული.

გამორიცხული არ არის დაღლილობასა და სტრესთან დაკავშირებული ავადმყოფობა. დაკავდით სპორტით, შეინარჩუნეთ სამუშაოსა და დასვენების ბალანსი და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

თუ პერსონალური ციფრია 5

ცვლილების დროა. მოსალოდნელია სამსახურისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მოგზაურობა და გართობა. პირად ცხოვრებაშიც შესაძლებელია ცვლილებები.

ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თავად როგორ აღიქვამთ ცვლილებას. კონსერვატიული ადამიანებისთვის ეს წელი სტრესის მომტანი იქნება, აქტიური და სიახლეების მოყვარულებისთვის კი სიამოვნებისა და შესაძლებლობების პერიოდი იწყება.

შესანიშნავი დროა ცოდნის ასამაღლებლად - ნებისმიერი ტრენინგი ბრწყინვალე შედეგს მოიტანს. კარგი დროა სამსახურში წინსვლისა და ბიზნესის განვითარებისთვის.

თუ პერსონალური ციფრია 6

2023 წელს იმ ადამიანებსაც კი, ვინც უფრო მეტად კარიერაზეა ორიენტირებული, ოჯახური სითბო და საყვარელი ადამიანების უბრალო, ადამიანური მხარდაჭერა მოენატრება. სწორედ ამ პერიოდში იმატებს ქორწინებების რიცხვი და ორსულობის შესახებ სიახლეები.

მომავალ წელს თქვენი რჩევა და დახმარება უამრავ ადამიანს დასჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ექვსიანი მსახურების რიცხვია, მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავისთვისაც მოიცალოთ.

სასურველია, რომ უძრავ ქონებასთან, სესხებთან, ფინანსურ გეგმებთან და ანგარიშებთან დაკავშირებული საკითხები დროულად მოაგვაროთ.

თუ პერსონალური ციფრია 7

გახსოვთ, რომ 2023 წელი შვიდიანის გავლენის მატარებელია? ამას უფრო კარგად „შვიდიანები“ იგრძნობენ.

ეს წელი სულიერი ძიებისა და შეხედულებების გადახედვის დროა. ამის გამო ბევრი ადამიანი შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეს ან რაიმე სახის დამოკიდებულება შეიძინოს.

შვიდიანი თავისთავად ნეგატივს არ ატარებს, სევდა და დეპრესია, მხოლოდ და მხოლოდ, მარტო ყოფნის შიშს მოაქვს. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, დაისვენეთ, წაიკითხე წიგნები და განვითარდით და ეს უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.

თუ პერსონალური ციფრია 8

ეს წელი თქვენს წესიერებას და პატიოსნებას გამოცდას მოუწყობს. ქუჩაში ნაპოვნი საფულე, კანონის გვერდის ავლით ფულის გამომუშავების შანსი - ცდუნებისთვის უამრავი შემთხვევა იქნება, თუმცა შედეგი ერთი. ვინც ცდუნებას დაძლევს, მხარდაჭერას მიიღებს და დიდი წარმატება ელოდება

მშვენიერი წელია ინვესტიციებისა და სახლის შეძენისთვის. ეცადეთ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები დროულად მოაგვაროთ.

მარტოხელა ადამიანებს მშვენიერი შანსი აქვთ, პირადი ცხოვრება მოიწყონ - გარშემო მიმოიხედეთ, კაფესა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში ხშირად იარეთ და იაქტიურეთ.

თუ პერსონალური ციფრია 9

ერთი სასიცოცხლო ციკლის დასრულებისა და შედეგების შეჯამების დროა.

ახალი ბიზნესი ან დიდი რემონტი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაიწყოთ თუ დარწმუნებული ხართ, რომ წლის ბოლომდე დასრულებას შეძლებთ.

საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც ამ პერიოდში შეგიძლიათ, კარგად დასვენებაა. ხანგრძლივი შვებულების აღება არ შეგიძლიათ? ეცადეთ, სამუშაო კვირა მაინც შეამციროთ და მასაჟისთვის დრო გამონახოთ.

იზრუნეთ საკუთარ თავზე და გისურვებთ, 2023 წელი თქვენთვის ყველა მხრივ წარმატებული იყოს!

ასევე წაიკითხეთ:

რა ციფრით მთავრდება თქვენი დაბადების წელი? - ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

ნუმეროლოგია გამოთვლა ბედის რიცხვის

სიზმარი და ნუმეროლოგია - რას გვამცნობს სიზმარში ნანახი რიცხვები?

ნუმეროლოგია: გამოთვალეთ, გაქვთ თუ არა კარმული ვალი, რომელიც ცხოვრებაში ხელს გიშლით


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რამდენია ძილის ოპტიმალური ხანგრძლივ...

ძილის ოპტიმალური
ხანგრძლივობა თქვენი
ზოდიაქოს ნიშნისთვის

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი