თვის ჰოროსკოპი

2023 წლის მარტის ზოგადი ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

fun time

16:53 ხუთ. 2 მარტი, 2023 წელი

მარტი

14
დაკოპირებულია

მარტის პირველი ნახევარი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, მეორე ნახევართან შედარებით, ბევრად უფრო ხელსაყრელი იქნება. თვის ბოლოს ენერგეტიკული ფონი და დედამიწის ბიოსფერო მთლიანად განახლდება, რაც ამოსუნთქვის საშუალებას მოგვცემს.

ვერძი

ენერგიის თვალსაზრისით, ვერძებისთვის მარტი მიმდინარე წლის ერთ-ერთი ყველაზე არახელსაყრელი პერიოდი იქნება. პროფესიულ საქმიანობასა და ბიზნესში შეცდომების, ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისა და გაუგებრობების გამო შეიძლება სერიოზული პრობლემები წარმოიშვას.

გაზაფხულის პირველ დღეებში ვენერა და იუპიტერი ვერძის თანავარსკვლავედში იქნებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცეცხლის ნიშნის ბევრი წარმომადგენელი ოჯახურ ცხოვრებასა და სიყვარულში წარმატების მიღწევას შეძლებს.

მარტი შესანიშნავი დროა მეგობრებთან, თანამოაზრეებთან და ნათესავებთან შეხვედრებისთვის. წარმატებული იქნება მხიარული მოგზაურობები, რომლებიც თვის პირველ ან მესამე კვირაში უნდა დაგეგმოთ.

მარტოხელა ვერძებს ცხოვრების მეგზურთან შეხვედრის შანსი მიეცემათ.

მარტის მეორე ნახევარში შესაძლოა ნათესავებთან ურთიერთობა დაგეძაბოთ, მაგრამ სურვილის შემთხვევაში სიტუაციის მოგვარება მარტივად შეიძლება.

ფინანსურ სფეროში ყველაფერი კარგადაა. შემოსავალი რეგულარული იქნება. ასევე მოსალოდნელია დამატებითი შემოსავალი და ფინანსური ბონუსები.

თვის შუა რიცხვები კომპანიებში მოულოდნელ შემოწმებებს და შეფერხებებს უკავშირდება. თვის მეორე ნახევარში საზღვარგარეთიდან უსიამოვნო ამბებს უნდა ელოდოთ.
მარტი ხელსაყრელია პლასტიკური ქირურგიისა და კოსმეტიკური პროცედურებისთვის.

თვის შუა რიცხვებში ვერძი მძღოლები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ.

ხელსაყრელი დღეები: 4, 9, 13, 18, 22, 26, 31

არახელსაყრელი დღეები: 2, 6, 11, 16, 20, 24, 28

კურო

კუროებო, დროა კომფორტის მყუდრო ზონიდან გამოხვიდეთ და იმოქმედოთ. თქვენთვის მარტის თვე სხვადასხვა დადებით ცვლილებას უკავშირდება. თუ გსურთ, რომ მოგისმინონ და შეგამჩნიონ, ხალხთან ურთიერთობა და საკუთარი ღირსებების წარმოჩენა უნდა ისწავლოთ.

მთავარი გეგმებისა დ ამოცანების განხორციელება მარტის დასაწყისში უნდა დაიწყოთ, რადგან სტაბილური სიტუაცია კარიერასა და ბიზნესში საშუალებას მოგცემთ პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და ორგანიზაციული ნიჭი გამოავლინოთ.

ფინანსური ზარალისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების ალბათობა იზრდება, ამიტომ მარტის პირველ ნახევარში ძვირად ღირებულ შესყიდვებს უნდა მოერიდოთ და ფინანსური ტრანზაქციები ფრთხილად განახორციელოთ. არახელსაყრელი დროა ინვესტიციებისთვის, რადგან ერთი შეხედვით მაცდური პროექტები, სავარაუდოდ, წაგებიანი აღმოჩნდება.

მარტოხელა კუროებს ახალი სასიყვარულო ურთიერთობა ელით, თუმცა ჯერჯერობით ამ ურთიერთობის გასაიდუმლოებას არჩევთ.

დაოჯახებულ კუროებს ვურჩევთ ოჯახის შევსებზე იფიქრონ. ამ მოვლენისთვის ყველაზე წარმატებული მარტის ბოლო დღეებია.

საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულ კუროებს გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა პოზიციების განმტკიცებაში დაეხმარებათ, თუმცა დაწინაურებამდე ცოტა ლოდინი მოგიწევთ.

მარტის თვეში ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გელით, თუმცა ახალი მთვარის პერიოდში (21-იდან 23 მარტამდე) თქვენი ბიოპოტენციალი შესუსტდება. ამ დროს მეტი დასვენება და საკმარისი ძილი გესაჭიროებათ. ვარჯიში, ფეხით სიარული და სუფთა ჰაერი ასევე ძალიან სასარგებლო იქნება.

ხელსაყრელი დღეები: 1, 6, 11, 16, 21, 25, 29

არახელსაყრელი დღეები: 4, 9, 13, 18, 23, 27, 31

ტყუპები

მარტი ტყუპების უმეტესობას პროფესიული ოცნებების ასრულებაში დაეხმარება. დაივიწყეთ შიში და გამოიყენეთ შესაძლებლობა, რადგან ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. მთავარია, ენერგია სწორი მიმართულებით წარმართოთ და ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ.

გაზაფხულის დასაწყისი ბევრი ტყუპს საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვანი კონტაქტები გააძლიეროს, ახლო მეგობრები იპოვოთ და სამყაროს საკუთარი არსებობა შეახსენოთ.

ამჟამად თქვენი ბიოპოტენციალი საგრძნობლად შემცირებულია, ამიტომ მარტში მოერიდეთ სეზონურ ვირუსებს, გაციებას და ქრონიკულ დაღლილობას.

მარტოხელა ტყუპებს მეგობრების წრეში ან ახალ სამსახურში რომანტიკული ნაცნობობა ელით. დაქორწინებული ტყუპების ძირითადი ხარჯები ბავშვების საჭიროებებს უკავშირდება.

მარტში ტყუპების შემოსავალი გაიზრდება.

ტყუპებო, გაზაფხულის პირველ თვეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოთ გავლენიან ადამიანებთან კავშირზე. მათი მხარდაჭერა ბევრი ტყუპისთვის წარმატების გასაღები იქნება.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, 16-იდან 18 მარტამდე პერიოდში ავტომობილის მართვის დროს უკიდურესი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. იგივე ეხებათ ფეხით მოსიარულეებს.

ხელსაყრელი დღეები: 4, 9, 13, 18, 22, 26, 31

არახელსაყრელი დღეები: 2, 6, 11, 16, 20, 24, 28

კირჩხიბი

მარტში პლანეტების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია და იღბალიც გაგიღიმებთ, ამიტომ გირჩევთ შესაძლებლობა გამოიყენოთ და ძველი პრობლემები მოაგვაროთ ამ თვალსაზრისით, თვის პირველი ათი დღე ყველაზე ნაყოფიერი იქნება, თუმცა არაკეთილმოსურნეთა თავდასხმებისთვისაც მზად უნდა იყოთ.

ზოგ მარტოხელა კირჩხიბს სამსახურებრივი რომანი ელის. მარტის ნაცნობობას და პაემნებს კი დიდი ალბათობით, მეგობრული ხასიათი ექნება.

კირჩხიბის ფინანსური პერსპექტივა ოპტიმისტურია. მოსალოდნელია შემოსავლების გაზრდა და ფინანსური ბონუსები.
თვის დასაწყისში და თვის ბოლოს მნიშვნელოვანი შეთანხმებები და გრძელვადიანი ხელშეკრულებები გელით, რაც პროფესიულ სფეროში უფრო წარმატებული ეტაპის საწყისად იქცევა,

ჯანმრთელობაზე განსაკუთრებული ზრუნვა მართებთ იმ კირჩხიბებს, რომლებიც 2022 წლის ბოლოს ან 2023 წლის დასაწყისში ავადმყოფობდნენ. გარდა ამისა, თვის შუა რიცხვები გზაზე ავარიების რისკთან და სახიფათო სიტუაციებთან ასოცირდება, ამიტომ ავტომობილის მართვის და გზებზე გადაადგილების დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

ხელსაყრელი დღეები: 1, 6, 11, 16, 21, 24, 28

არახელსაყრელი დღეები: 4, 9, 13, 18, 23, 26, 31.

ლომი

ლომების უმეტესობისთვის გაზაფხულის დასაწყისი ძალიან წინააღმდეგობრივი იქნება. არ არის გამორიცხული გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯი.

დაძაბულობამ შეიძლება მარტის შუა რიცხვებში პიკს მიაღწიოს. ამის ასარიდებლად ეცადეთ, ძალიან ბევრი საქმე არ აიღოთ საკუთარ თავზე და მოვალეობების გადანაწილება ისწავლოთ.

თვის ბოლო გაცილებით მშვიდი და იმედის მომცემი გელით, რადგან ამ დროს თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი გაიზრდება.
მარტოხელა ლომებს მარტში მნიშვნელოვანი ნაცნობობა ელით.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, თვის პირველ ნახევარში თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი შესუსტდება. მოსალოდნელია ქრონიკული დაღლილობა, განწყობის ცვალებადობა, გაღიზიანება, რაც მსუყე და გემრიელი საჭმლის მიმართ თქვენს მოთხოვნილებას ზრდის. ეს კი წონის მატების და გულის დაავადების რისკის ფაქტორია.

თქვენს შემთხვევაში კარგი დასვენება აუცილებელია.

ხელსაყრელი დღეები: 5, 10, 14, 18, 23, 27

არახელსაყრელი დღეები: 3, 7, 12, 16, 20, 25, 30.

ქალწული

ქალწულების უმეტესობისთვის მარტის მოვლენები ურთიერთობების განვითარებას, დისკუსიებს და შეხვედრებს უკავშირდება. ყურადღების ცენტრში პარტნიორული ურთიერთობები იქნება, რადგან თქვენი ფინანსური მდგომარეობა დიდწილად მათზეა დამოკიდებული.

ეცადეთ პროფესიულ საქმიანობაში მეტი სიფრთხილე და დიპლომატიურობა გამოიჩინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუფიქრებელი ქცევის შედეგებს მარტის შუა რიცხვებში იგრძნობთ. თვის ბოლოს სიტუაცია შედარებით დამშვიდდება და ოჯახური ბიუჯეტის შევსებას შეძლებთ.

ზოგი ქალწული საცხოვრებლად სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადავა და საკმაოდ რთული გეგმის განხორციელებას შეუდგება. განქორწინებული ქალწულები ყოფილ მეუღლეებთან ურთიერთობის გარკვევას და ქონებრივი საკითხების მოგვარებას შეძლებენ. სავარაუდოდ, შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
მარტის თვეში შეგიძლიათ მეუღლის, ბიზნესპარტნიორების, მშობლებისა და ახლო მეგობრების ფინანსური დახმარების იმედი გქონდეთ.

გარდა ამისა, 21 მარტს იქნება ახალი მთვარე ვერძში, რაც ხელსაყრელი დროა კარგი პირობით სესხის ან კრედიტის აღებისთვის.

მარტის მეორე ნახევარი პარტნიორულ ურთიერთობებში უთანხმოებით აღინიშნება, თუმცა თვის ბოლომდე მხარეები კომპრომისის მიღწევას შეძლებენ.

მოლაპარაკებები, გარიგებები და მივლინებები თვის პირველ დღეებში ან თვის ბოლო კვირას უნდა დაგეგმოთ.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, მარტში თქვენი ყველაზე სუსტი ადგილებია: ზურგი, კუნთები და ნერვული სისტემა.

ხელსაყრელი დღეებია: 2, 7, 12, 17, 21, 25, 30

არახელსაყრელი დღეებია: 5, 9, 15, 19, 23, 27.

სასწორი

სასწორების უმეტესობისთვის გაზაფხულის პირველი თვე რთული, მაგრამ უჩვეულოდ საინტერესო იქნება. ამასთან, სწორედ მარტში შეიძლება მოხდეს პოზიტიური ცვლილებები როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში.

მარტში ჰაერის ნიშნის წარმომადგენელთა ენერგეტიკული პოტენციალი შემცირდება, ამიტომ შეიძლება ილუზორულმა იდეებმა გაგიტაცოთ და სეზონური დაავადებების მიმართ დაუცველი გახდეთ.

მარტის პირველი ათი დღე აქტიურ სამუშაო პროცესებს უკავშირდება. ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფ სასწორებს ვურჩევთ, საკუთარი ქვეშევრდომები ობიექტურად შეაფასონ.

დაუქორწინებელი სასწორებისთვის მოსალოდნელია სასიყვარულო ურთიერთობების გაღრმავება, თუმცა ეცადეთ, მოვლენები არ დააჩქაროთ. ნუ იქნებით მეტისმეტად მიმნდობი და მოვლენებს თვითდინებაზე ნუ მიუშვებთ. 2023 წლის მარტში მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ.

მარტის თვის ფინანსური პერსპექტივა საკმაოდ ოპტიმისტურია. გრანდიოზული შემოსავლები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ არც დიდი ხარჯები იქნება. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ახლობლებისგან მატერიალურ მხარდაჭერას მიიღებთ.

იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე. გარდა ამისა, მარტი შესანიშნავი დროა კოსმეტიკური პროცედურებისთვის.

ხელსაყრელი დღეები: 5, 10, 14, 18, 23, 27

არახელსაყრელი დღეები: 1, 7, 12, 16, 20, 25, 29.

მორიელი

გაზაფხულის პირველი თვე გეგმების შესრულებასა და ოცნებების ახდენაში დაგეხმარებათ. ის როგორც რიგითი თანამშრომლებისთვის, ისე ლიდერებისა და მეწარმეებისთვის წარმატებული იქნება. ამ თვალსაზრისით, მარტის პირველი და მესამე კვირა ყველაზე პერსპექტიულია. თვის დასაწყისში შემოქმედებითი შთაგონებისა და სულიერი ამაღლების პიკზე აღმოჩნდებით.

ამ ჰარმონიული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ სიკეთის კეთებისკენ იქნებით განწყობილი. ბევრი მორიელი საქველმოქმედო საქმიანობაში ჩაერთვება, რა დროსაც ბედი მნიშვნელოვან ადამიანთან შეგახვედრებთ.

მარტის შუა რიცხვები გარშემო მყოფთა ინტრიგებით დაგამახსოვრდებათ, რომლებმაც შეიძლება თქვენს სტატუსზე უარყოფითად იმოქმედოს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ - ვნებები მარტის ბოლო კვირაში ჩაცხრება.

მორიელ მშობლებს თვის მეორე ნახევარში შვილებთან დაკავშირებული ხარჯები ელით. ამავე დროს შეყვარებულებსა და მეუღლეებს შორის აზრთა სხვადასხვაობის ან ფულის გამო სერიოზული კონფლიქტიც არის მოსალოდნელი .

7 მარტს სავსე მთვარე ქალწულშია, რაც მორიელს საშუალებას მისცემს მიმდინარე საქმეებში გარკვეული ხარვეზები და შეცდომები გამოავლინოს.

მორიელებმა, რომლებიც 2022 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ავადმყოფობდნენ, სხეულის მინიშნებებს ყურადღებით უნდა მოუსმინონ. ეს განსაკუთრებით თვის მეორე ნახევარს ეხება, როდესაც დაავადების შედეგები თავს შეგახსენებთ.

ხელსაყრელი დღეები: 2, 8, 12, 16, 20, 25, 30

არახელსაყრელი დღეები: 5, 10, 14, 18, 22, 27.

მშვილდოსანი

მშვილდოსანთა უმეტესობისთვის მარტის მთავარი მოვლენები ოჯახს, სახლს და საყვარელ ადამიანებს უკავშირდება. გაზაფხულის პირველი თვე პირად ცხოვრებაში სასიამოვნო აურზაურით იქნება სავსე. ბევრს ექნება საშუალება, რომ საყვარელ ადამიანებს მეტი დრო დაუთმოს და დაწყებული საქმეები აუჩქარებლად დაასრულოს.

მარტოხელა მშვილდოსნებს უამრავი მხიარული წვეულება და, რაც მთავარია, თავბრუდამხვევი რომანი ელით. თუმცა, ახალი ურთიერთობის შედეგი ჯერჯერობით უცნობია.

მარტის ფინანსური პროგნოზი ოპტიმისტურია. ხელფასის გარდა, შეგიძლიათ ძვირფასი საჩუქრების, სიურპრიზების და ფინანსური ბონუსების იმედი გქონდეთ. ყველაზე იღბლიანებმა შესაძლოა, ლატარია მოიგონ.

მარტში ყველაზე დიდი წარმატება ხელოვან მშვილდოსნებს ელით - მათი გავლენა და პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. ეს თვე იდეალურია მასაჟისა და სპა პროცედურებისთვის. ეცადეთ ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე გასეირნებისთვის დრო გამონახოთ.

ხელსაყრელი დღეები: 4, 10, 15, 19, 23, 27, 31

არახელსაყრელი დღეები: 1, 8, 12, 17, 21, 25, 29.

თხის რქა

თხის რქების უმეტესობისთვის მარტი უჩვეულოდ აქტიური და მოვლენით სავსე პერიოდი იქნება. ახლა ბევრი თხის რქა როგორც გარეგანი, ისე შინაგანი ჰარმონიისკენ ისწრაფვის. როგორც ამბობენ, ვინც ეძებს, ყოველთვის იპოვის!

მარტში ახლო ნათესავებთან მოსალოდნელია უთანხმოება, რომელიც შეიძლება კონფლიქტამდე მივიდეს.
ოჯახური ან რომანტიკული მოგზაურობები წარმატებული იქნება, თუ თვის დასაწყისში ან ბოლოს დაგეგმავთ.

მარტში უძრავი ქონებით გარიგებებიდან დამატებითი შემოსავალიც გელით. ზოგი თხის რქა მოგებიანი კრედიტის აღებას შეძლებს. ამავე დროს ფინანსურ დახმარებას მშობლების ან ხანდაზმული ნათესავებისგან მიიღებთ.
მარტის მეორე ნახევარში შეიძლება უფროსებსა და ქვეშევრდომებს, ასევე კოლეგებს შორის ურთიერთობა გაუარესდეს, თუმცა თვის ბოლომდე ეს ყველას დაავიწყდება.

მარტის შუა რიცხვებში უკიდურესად ფრთხილად უნდა იყოთ მანქანის მართვის და მოგზაურობის დროს. ფეხით მოსიარულეებსაც მეტი სიფრთხილის გამოჩენა მოუწევთ.

ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 12, 16, 20, 24, 28

არახელსაყრელი დღეები: 5, 10, 14, 18, 22, 26, 31.

მერწყული

ბევრი მერწყულისთვის გაზაფხულის პირველი თვე შეიძლება უნიკალურ პერიოდად იქცეს. კარიერაში და პირად ცხოვრებაშიც სასიამოვნო პერსპექტივები გამოჩნდება, მთავარია, უმოქმედოდ არ გაჩერდეთ.

მიუხედავად იმისა, რომ მარტის პირველ ნახევარში მერწყულების ენერგეტიკული პოტენციალი და საქმიანი აქტივობა შემცირდება, პროფესიულ სფეროში საოცარ შედეგებს მიაღწევთ. სავარაუდოდ, საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ, რომლებიც თქვენს საინტერესო მოვლენებით აავსებენ.

მთელი თვის განმავლობაში თავისუფლებისმოყვარე მერწყულებს ფულის შოვნისა და მართვის, ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით ერთგვარი გამოცდა ელით.

მარტოხელა და იმედგაცრუებული მერწყულებს თავბრუდამხვევი და შთაბეჭდილებებით სავსე გაზაფხული აქვთ წინ. მთავარია, რომ სახლის ან ოფისის ოთხ კედელში არ იჯდეთ.

მერწყული მშობლები მოზარდ შვილებთან ფულისა და შესყიდვების თემაზე კამათისთვის უნდა მოემზადონ.

მარტის თვეში თქვენი ფინანსური სტაბილურობის გასაღები ზომიერების გრძნობაა. უფულოდ დარჩენა არ გემუქრებათ, თუმცა ხარჯი მნიშვნელოვანი იქნება და ეს ძირითადად, ბავშვებთან და ნათესავებთან დაკავშირებული ხარჯებია.

ამ თვეში ყველაზე წარმატებულები იქნებიან შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლები: მწერლები, მუსიკოსები, მსახიობები, დიზაინერები, მხატვრები და ა.შ. . მარტი ასევე ხელსაყრელი დროა სწავლისთვის, განსაკუთრებით - შორეულ ქვეყნებსა თუ ქალაქებში.

თვის შუა რიცხვებში ნერვიულობა და განწყობის ცვალებადობა გელით. ეცადეთ კამათი და კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. უმჯობესი იქნება, რომ რამდენიმე დღე დაისვენოთ.

ხელსაყრელი დღეები: 4, 10, 15, 19, 23, 27

არახელსაყრელი დღეები: 2, 8, 12, 17, 21, 25, 30.

თევზები

2023 წლის მარტში ბევრი თევზი უჩვეულო გამომგონებლობას გამოავლენს და ამაში ვარსკვლავები დაეხმარებიან! გაზაფხულის პირველ თვეში პროფესიული საქმეები ძალიან კარგად განვითარდება. ეს ხელსაყრელი დროა ყველანაირი წამოწყებისთვის ასევე უკვე დაწყებული პროექტებიდან სარგებლის მიღებისთვის.

დაოჯახებული თევზებისთვის მარტის მეორე ნახევარი მცირე უთანხმოებებს და კამათს უკავშირდება, თუმცა ეს ურთიერთობებზე არ აისახება.

თვის შუა რიცხვებში განქორწინებული თევზები შეიძლება წარსულის პრობლემებს შეეჯახოს. საბედნიეროდ, ყოფილ პარტნიორებთან დავა ამჯერად მშვიდად და მშვიდობიანად მოგვარდება.

ფინანსური და მატერიალური თვალსაზრისით 2023 წლის გაზაფხული შესაძლოა მიმდინარე წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი აღმოჩნდეს. მარტში, სტაბილური ფინანსური მდგომარეობის გარდა, ახალი შემოსავლის შანსი ჩნდება.

სამსახურში მოსალოდნელია დაწინაურება. ამ თვალსაზრისით, მარტის პირველი და ბოლო კვირა ყველაზე პერსპექტიული იქნება.

ვარსკვლავები მოგიწოდებენ, რომ ნერვულ სისტემაზე იზრუნოთ. ასევე გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ხელსაყრელი დღეები: 3, 7, 11, 17, 21, 25, 29

არახელსაყრელი დღეები: 5, 9, 15, 19, 23, 27, 31.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

2024 წლის აპრილის თვის ჰოროსკოპი

აპრილი

2024 წლის მარტის თვის ჰოროსკოპი

მარტი

2024 წლის თებერვლის თვის ჰოროსკოპი

თებერვალი

2024 წლის იანვრის თვის ჰოროსკოპი

იანვარი

2023 წლის დეკემბრის თვის ჰოროსკოპი

დეკემბერი

2023 წლის ნოემბრის თვის ჰოროსკოპი

ნოემბერი

2023 წლის ოქტომბრის თვის ჰოროსკოპი

ოქტომბერი

2023 წლის სექტემბრის თვის ჰოროსკოპი

სექტემბრის ზოგადი
ჰოროსკოპი

2023 წლის აგვისტოს თვის ჰოროსკოპი

აგვისტო