პანიკიორი ზოდიაქოს ნიშნები
12:00 კვი. 7 მარტი, 2021 წელი
ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით. სირთულეების დროს ამ ადამიანებს, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, გაუცნობიერებელი შიში ეწყებათ და ვიღაც სჭირდებათ გვერდით, ვინც ფხიზელი და სწორი შეფასების გაკეთებაში დაეხმარებათ.
კირჩხიბი
ამ ნიშნის ადამიანები ყველაზე მეტად საკუთარ კომფორტს და სიმყუდროვეს აფასებენ. გონიერები არიან, მაგრამ ურჩევნიათ, შინაგანი სამყარო დამალონ. ისინი არავის ენდობიან, საკუთარ შინაგან სამყაროს უცხო თვალისგან გამუდმებით იცავენ და თავს ყველაზე კარგად სახლში გრძნობენ.
კირჩხიბები ცდილობენ, თავიდან აიცილონ პრობლემები და მოვლენებს შორიდან აკვირდებიან.
პირადი სივრცის დარღვევის ნებისმიერი მცდელობა კირჩხიბის პანიკას იწვევს. ასეთ დროს მას ემოციების კონტროლი უჭირს და გარშემომყოფებიც წყობიდან გამოჰყავს.
დისკომფორტის წყაროს მოცილების შემდეგ, კირჩხიბები ფაქიზად იწყებენ დანგრეულის აღდგენას, თუმცა ნეგატიური შთაბეჭდილებები დიდხანს მიჰყვებათ.
სასწორი
ერთ-ერთი ყველაზე მერყევი ნიშანია. ყველაფრის შეფასების, სრულყოფისა და იდეალიზების სურვილი ხშირად გარშემო მყოფებთან ურთიერთობას ურთულებს. იდეალური ვარიანტის ძიებაში ეჭვები და ყოყმანი ახასიათებთ. შეცდომის დაშვების შიში ამ ნიშნის წარმომადგენლებს აიძულებს, რომ ინიციატივას ხშირად თავი აარიდონ. არჩევანის წინაშე აღმოჩენილი სასწორი პანიკაში ვარდება და ირგვლივაც დაბნეულობას თესავს.
თევზი
ამ ნიშნის წარმომადგენლებს შორის უამრავი მგზნებარე ოპტიმისტია. ამის მიუხედავად, კირჩხიბი ზედმეტად ემოციურია და სხვა ადამიანის განსაცდელს თავადაც მტკივნეულად განიცდის. ამას ხშირად პანიკურ შეტევებამდე მიჰყავს. მეტწილად, ეს იმის ბრალია, რომ პრობლემის გადაჭრას და სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას არ ცდილობენ.
საკმარისია, თევზმა ტვინი „აამუშაოს“, რომ ეფექტური და სრულიად არასტანდარტული გამოსავალს უპრობლემოდ მოძებნის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან