თემატური ჰოროსკოპი

ფრთხილად, ვეფხვი არ გააბრაზოთ - როგორ შევხვდეთ 2022 წელს?

fun time

14:00 შაბ. 4 დეკემბერი, 2021 წელი

როგორ შევხვდეთ 2022 წელს

14
დაკოპირებულია

ყოველ წელს თავისი მფარველი ჰყავს. ჩინური ჰოროსკოპი 2022 წელს ცისფერი წყლის ვეფხვის შემობრძანებას გვამცნობს. ის კეთილშობილი და სამართლიანი, მაგრამ ამავე დროს ფიცხი ნიშანია. წყლის ვეფხვს სიურპრიზების კეთება უყვარს, თუმცა როგორი იქნება ეს სიურპრიზები, იმაზეც არის დამოკიდებული როგორ შეხვდებით წლის სიმბოლოს. 

რას გვირჩევენ ასტროლოგები იმისთვის, რომ ახალი წლის სიმბოლო არ გავაბრაზოთ და პირიქით, კეთილად განვაწყოთ?

ვეფხვის წელი 2022 ფერები

საახალწლო ნაძვის ხის ფერები - ნაძვის ხე მხოლოდ თეთრი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ფოლადისფერი, ცისფერი და ლურჯი სათამაშოებით უნდა მორთოთ.

ვეფხვს წითელი და მეწამული ფერები სძულს, ამიტომ მათი გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

სურვილის შემთხვევაში, ნაძვის ხე შეიძლება მანდარინით, დარიჩინის ჩხირებით, ყავის მარცვლებითა და ფიჭვის გირჩებით გააფორმოთ.

ტანსაცმლის ფერები - გახსოვდეთ, თუ ახალი წლის სიმბოლოს თქვენი ტანსაცმლის ფერი არ მოეწონა, შეგიძლიათ იღბალს მთელი წლით დაემშვიდობოთ.

ვეფხვს კლასიკური შავი ფერი უყვარს, ამიტომ გირჩევთ, სადღესასწაულო სუფრისთვის შავი კაბა ან კოსტიუმი შეარჩიოთ.

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ არჩევანი ცისფერი და ლურჯი ფერის სამოსზე შეაჩეროთ. წლის სიმბოლოს თეთრი, ფირუზისფერი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი, ყავისფერი, ნაცრისფერი და ყვითელიც მოსწონს.

ვეფხვის წელიწადის თილისმა

სასურველია, რომ ახალ წელს სახლში გქონდეთ თილისმა, რომელიც მთელი წელი დაგიცავთ. შეიძლება, თილისმად ლამაზი ღამის სანათური გამოიყენოთ, თუმცა საუკეთესო თილისმა ჩვეულებრივი ან ნახევრად ძვირფასი ლითონისგან, მინისგან ან ბროლისგან დამზადებული ვეფხვის ფიგურა იქნება.

რაც შეეხება პირად თილისმას, ეს შეიძლება გულსაკიდი ან გულსაბნევი იყოს, რომელსაც ტანსაცმელზე დაამაგრებთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ გასულ წელთან დაკავშირებული სიმბოლოები და თილისმები საგულდაგულოდ უნდა დამალოთ, რადგან ვეფხვს კონკურენცია არ მოსწონს.

საახალწლო სუფრა ვეფხვის წელიწადში

წყლის ცისფერი ვეფხვი ძალიან მომთხოვნია, ამიტომ საახალწლო სუფრა დახვეწილი უნდა იყოს. რაც მთავარია, სუფრას ღუმელში დაბრაწული ხორცის კერძები უნდა ამშვენებდეს. ეს შეიძლება მთლიანი ქათამი, ინდაური, ბატი, იხვი, კურდღელი და, რა თქმა უნდა, გოჭი იყოს.

სუფრაზე კერძი შეგიძლიათ დაჭრილი მიიტანოთ, მაგრამ პროდუქტი შეწვის დროს, მთლიანი უნდა იყოს - ბოლოს და ბოლოს, ვეფხვი მტაცებელია და მთლიან ცხოველზე ნადირობს.

მოერიდეთ ახალი წლის სუფრაზე ძროხის ხორცის და თევზეულის დადებას, თორემ შეიძლება ვეფხვი გაანაწყენოთ.

ვეფხვი ერთგული ნიშანია ამიტომ ვეფხვის წელიწადი ოჯახში სიმშვიდესა და ურთიერთგაგებას მოიტანს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გველის წელი 2025 - რას მოგვიტანს მწ...

გველის წელი 2025

ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომელიც სიბერ...

ბავშვობა სიბერემდე

რამდენია ძილის ოპტიმალური ხანგრძლივ...

ძილის ოპტიმალური
ხანგრძლივობა თქვენი
ზოდიაქოს ნიშნისთვის

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?