თემატური ჰოროსკოპი

რა სამკაული ვაჩუქოთ გოგოს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

funtime

14:00 ოთხ. 10 თებერვალი

კრეატიული საჩუქარი
14
დაკოპირებულია

ზოდიაქოს ნიშნების გათვალისწინებით შეგვიძლია, ზუსტად გამოვიცნოთ, რომელი სამკაული მოეწონება გოგოს და რომელი გააღიზიანებს. ეს საინტერესო ინფორმაციაა იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც გოგოს გულის მონადირებას გეგმავენ.

ცეცხლოვანი ნიშნები


ვერძი: კოლიე ჩოკერი
ვერძებს წვეულებებზე დაგვიანება არ უყვართ, ამიტომაც მათთვის საუკეთესო საჩუქარი კოლიე ჩოკერი იქნება, რომელიც ტრენდულიცაა და ცოტათი „სახიფათოც“.

ლომი: საყურე ძვირფასი ქვებით
ეს საჩუქარი ამ ნიშნის ქალბატონებს ძალიან მოუხდებათ. ისინი თავს ბედნიერადაც იგრძნობენ და ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდებიან.

მშვილდოსანი: ნამცეცა საყურეები
თავისუფლებისმოყვარულ მშვილდოსნებს არ სურთ რაიმეთი, თუნდაც სამკაულით დაბმულები აღმოჩნდნენ. მათ მასიური სამკაულები ნაკლებად აინტერესებთ. ამიტომაც საჩუქრის არჩევისას ნამცეცა საყურეები საუკეთესო არჩევანი იქნება.


ჰაერის ნიშნები


ტყუპები: ყელსაბამი საკიდებით
გოგონა-ტყუპებს არ უყვართ მყვირალა სამკაულები - უბრალო და დელიკატურები ურჩევნიათ. ყელსაბამი საკიდებით საუკეთესო არჩევანი იქნება.

სასწორი: შემოხვეული სამაჯური
სილამაზისა და ყოველივე მშვენიერის მოყვარული სასწორები მუდმივად მსოფლიო მოდის ტენდენციის კურსში არიან. შემოხვეული სამაჯური მათ მაღალი და ტრადიციული მოდის შეხამებაში დაეხმარება.

მერწყული: კლასიკური ყელსაბამი
ქალი-მერწყული მოდას აყოლილი არასდროს არ არის. ინდივიდუალურობა და უნიკალურობა - ესაა მისი ჭეშმარიტი თვისება! ამიტომაც კლასიკური ყელსაბამი მისი ჩაცმულობის იდეალური დეტალი იქნება.


წყლის ნიშნები


კირჩხიბი: ბეჭედი ბრილიანტით
კირჩხიბი ნამდვილი რომანტიკოსია და სხვა არაფერი სურს, დიდი ბრილიანტის ბეჭდის გარდა, რომელიც უკვდავი სიყვარულისა და პარტნიორის ერთგულების განსახიერება იქნება!

მორიელი: სამკაული ბოჰოს სტილში
გოგონა-მორიელი იშვიათად წარმოაჩენს თავის ნამდვილ „მეს“. მაგრამ მთავარი, რაც მის გარეგნობაში ჩანს, ეს ყველაფერში აშკარა სექსუალურობაა, მათ შორის სამკაულებშიც.

თევზები: Charm-სამაჯურები
თევზები მეოცნებენი არიან და მათთვის რაღაც ზღაპრულია საჭირო. მათ უყვართ ხელოვნებისადმი თავიანთი სიყვარულის გამოხატვა და სამკაულზე მუდმივად რაღაც დეტალის დამატება. ამიტომაც პარტნიორთა შემოქმედებითი უნარის შემოწმება მათი ერთ-ერთი თვისებაა.


მიწის ნიშნები


კურო: შტაბელირებული სამაჯური (გეომეტრიული ფორმით აწყობილი)
შტაბელირებული სამაჯური ქალი-კუროს გულის მოსაგები უებარი საშუალებაა! ამას გარდა, ამგვარი სამაჯური მათ ზომებით თამაშის საშუალებას მისცემს.

ქალწული: ნაზი ყელსაბამი
მორიდებულობა - ეს ქალწულების მეორე სახელია და ამიტომ მათ რაიმე დიდი და უგემოვნო არ მოსწონთ. ეს მათ მიმართ ყურადღებას ზრდის. მათთვის მთავარი გემოვნება და ხარისხია და არა რაოდენობა, ამიტომაც ნაზი ყელსაბამი ძვირფასი ქვით ანდა ობოლი მარგალიტით მათთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება.

თხის რქა: ლამაზი საათი
თხის რქები დახვეწილი გემოვნების მატარებლები არიან. მათ უყვართ მოკრძალებული, ლამაზი და სასარგებლო ნივთები. ამიტომაც მათთვის საუკეთესო საჩუქარი ძვირფასქვებიანი ლამაზი საათი იქნება!

P.S. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ როგორ შეარჩიოთ პერსონალური საჩუქარი, არამედ ისიც, თუ როგორ მიართმევთ საჩუქარს ადრესატს - საჩუქრის ეტიკეტი, შეიძლება ითქვას, მთელი მეცნიერებაა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რას მოაქვს იღბალი თქვენი ზოდიაქოს ნ...

რას მოაქვს იღბალი თქვენი
ზოდიაქოს ნიშნისთვის

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც ქალურ ბე...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

როგორ მოვაწონოთ თავი ბიჭს მისი ზოდი...

ზოდიაქო მამაკაცები

რომელი ყვავილია თქვენი ზოდიაქოს თილ...

ზოდიაქოს ნიშნები და
ყვავილები

რომელი შედევრი ემთხვევა თქვენი ზოდი...

ზოდიაქოს ნიშნების
ხასიათი და მსგავსება
ფერწერულ შედევრებთან

ის ინტუიციის მეფეა - მისი მოტყუება...

მერწყული დახასიათება

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა იყოს თქვენს...

კირჩხიბის 4 თვისება

რომელი იარაღი ხართ ზოდიაქოს ნიშნის...

ზოდიაქოს ნიშნები
დახასიათება

ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება - ხუმ...

ზოდიაქოს ნიშნებზე
ხუმრობით